1. ამ წესით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, შეინახოს სრული დოკუმენტაცია, დაკავშირებული მონაცემების დამუშავების სისტემებსა და პროცედურებთან. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს, სულ მცირე:
ა) კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნას მგზავრის სახელის ჩანაწერის გადაცემის შესახებ და განხორციელებულ გადაცემას;
ბ) სხვა სახელმწიფოების მოთხოვნას მგზავრის სახელის ჩანაწერის გადაცემის შესახებ და განხორციელებულ გადაცემას.
3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, მოთხოვნისთანავე გადასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ ორგანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
4. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, შეინახოს ჩანაწერები მონაცემების შეგროვების, გამჟღავნების, ფსევდონიმიზაციისა და წაშლის ოპერაციულ ქმედებებთან დაკავშირებით. გამჟღავნების შესახებ ჩანაწერი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თარიღის, დროისა და საფუძვლის შესახებ და რამდენადაც შესაძლებელია, იძლეოდეს ინფორმაციას მგზავრის სახელის ჩანაწერის გამცემი და მიმღები პირების შესახებ. აღნიშნული ჩანაწერები ინახება 3 წლის ვადით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მაკონტროლებელი ორგანოსთვის.
დანართი №2-ა
მგზავრის სახელის ჩანაწერი
მგზავრის სახელის ჩანაწერი შესაძლოა, მოიცავდეს საჰაერო გადამზიდველის მიერ რეგულარული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში შეგროვებულ შემდეგ მონაცემებს:
ა) მგზავრის სახელის ჩანაწერის უნიკალური კოდი (ჩანაწერის ინდიკატორი, დადასტურების ნომერი, რეზერვაციის ნომერი ან ნებისმიერი სხვა იდენტიფიკატორი);
ბ) ბილეთის დაჯავშნის/გაცემის თარიღი;
გ) ფრენის დაგეგმილი თარიღები;
დ) სახელი/სახელები;
ე) მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი);
ვ) გადახდის შესახებ მონაცემები, კერძოდ:
ვ.ა) გადახდის ტიპი (ნაღდი, საბანკო გადარიცხვა თუ საკრედიტო ბარათი);
ვ.ბ) ღირებულება, შესაბამისი ვალუტის მითითებით (ევრო, დოლარი, ლარი და ა. შ.);
ვ.გ) გადამხდელის შესახებ მონაცემი (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია);
ვ.დ) საკრედიტო ბარათის მონაცემები (ტიპი, ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, მფლობელის სახელი და გვარი, ბარათის სახელი);
ზ) მოგზაურობის სრული მარშრუტი კონკრეტული მგზავრის სახელის ჩანაწერისთვის;
თ) ხშირი მგზავრის შესახებ ინფორმაცია;
ი) ინფორმაცია ტურისტული სააგენტოს/აგენტის შესახებ;
კ) მგზავრის სტატუსი (მგზავრის რეგისტრაციის დრო, საჰაერო ხომალდში ჩაჯდომის სტატუსი (ჩაჯდა/არ ჩაჯდა));
ლ) გაყოფილი/განცალკევებული მგზავრის სახელის ჩანაწერის ინფორმაცია;
მ) ზოგადი შენიშვნები (მათ შორის, არსებული ინფორმაცია 18 წლამდე პირების შესახებ, რომლებიც მგზავრობენ სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე. კერძოდ, მათი სახელი, ასაკი, სასაუბრო ენა, საკონტაქტო პირის მონაცემები (მისი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა. შ.);
ნ) ბილეთის შესახებ მონაცემები, მათ შორის, ბილეთის ნომერი, გაცემის თარიღი, ცალმხრივი ბილეთები;
ო) ადგილის ნომერი და სხვა ინფორმაცია;
პ) კოდის გაზიარების (code share) შესახებ ინფორმაცია;
ჟ) ბარგის შესახებ ინფორმაცია (ნომერი, რაოდენობა, წონა, სპეციალური ბარგი, დამატებითი ბარგი და ა. შ.);
რ) მგზავრთა რაოდენობა და სახელები, მოცემული მგზავრის სახელის ჩანაწერში;
ს) არსებული მგზავრის წინასწარი მონაცემი;
ტ) მგზავრის სახელის ჩანაწერის „ა“ – „ს“ ქვეპუნქტებში მითითებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების ისტორია.
დანართი №2-ბ
მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების ფორმატები და პროტოკოლები
1. მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების ფორმატები:
− EDIFACT P№RGOV, როგორც ეს აღწერილია EDIFACT-ის აღსრულების სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერი, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; P№RGOV შეტყობინების ვერსია 11.1 ან შემდგომი ვერსია;
− XML P№RGOV, როგორც ეს აღწერილია XML-ის სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერი, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; P№RGOV შეტყობინების ვერსია 13.1 ან შემდგომი ვერსია.
2. მგზავრის სახელის ჩანაწერის გადაცემის პროტოკოლები:
− IBM MQ;
− IATA B ტიპის;
− ebMS 3.0-ის AS4 პროფაილი ვერსია 1.0, OASIS სტანდარტი, გამოქვეყნებული 2013 წლის 23 იანვარ