1. მგზავრის ინფორმაციის დანაყოფი მგზავრის სახელის ჩანაწერს ამუშავებს შემდეგი მიზნებით:

ა) მგზავრთა წინასწარი შეფასება მათ დაგეგმილ ჩამოფრენამდე ან გაფრენამდე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც საჭიროებენ დამატებით შესწავლას კომპეტენტური ორგანოების მიერ მათი ტერორიზმის დანაშაულის, ასევე სხვა მძიმე დანაშაულების ჩადენაში შესაძლო ჩართულობის თვალსაზრისით;

ბ) მგზავრის სახელის ჩანაწერის ანალიზი ტერორიზმის დანაშაულის ან სხვა მძიმე დანაშაულში ჩართულ პირთა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განახლებისთვის ან ახალი კრიტერიუმების შემუშავებისთვის.

2. უფლებამოსილი ორგანო მგზავრის სახელის ჩანაწერს ამუშავებს კონკრეტული მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების შესახებ კომპეტენტური ორგანოს სათანადოდ დასაბუთებულ მოთხოვნაზე პასუხის მომზადების მიზნით.

3. მგზავრთა წინასწარი შეფასების მიზნით, მგზავრის ინფორმაციის დანაყოფი ახორციელებს:

ა) მონაცემთა ავტომატურ შედარებას იმ მონაცემთა ბაზებთან, რომლებიც რელევანტურია ტერორიზმის დანაშაულის ან სხვა მძიმე დანაშაულების პრევენციის, აღმოჩენის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებისთვის;

ბ) მონაცემების ავტომატურ დამუშავებას წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვი