1. ამ წესით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უფლებამოსილი ორგანო  ვალდებულია, შეინახოს ჩანაწერები მგზავრის წინასწარი მონაცემის დამუშავების ოპერაციული ქმედებების შესახებ. აღნიშნული ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოსთვის.

დანართი №1-ა

მგზავრის წინასწარი მონაცემი

1. ფრენასთან დაკავშირებული მონაცემები:

ა) რეისის იდენტიფიკატორი (IATA ავიაკომპანიის კოდი ან/და რეისის ნომერი);

ბ) რეისის დაწყების დაგეგმილი დღე;

გ) რეისის დაწყების დაგეგმილი საათი;

დ) რეისის დასრულების დაგეგმილი დღე;

ე) რეისის დასრულების დაგეგმილი საათი;

ვ) გამგზავრების პუნქტი;

ზ) დანიშნულების პუნქტი;

თ) ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტი;

ი) მგზავრთა რაოდენობა ბორტზე.

2. თითოეულ მგზავრთან დაკავშირებული მონაცემები:

ა) სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;

ბ) სამგზავრო დოკუმენტის გამცემი სახელმწიფო ან ორგანიზაცია;

გ) სამგზავრო დოკუმენტის ტიპი;

დ) სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი;

ე) სახელი, გვარი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) დაბადების თარიღი;

თ) სქესი.

3. დამატებითი მონაცემები:

ა) ადგილის შესახებ მონაცემები (არსებობის შემთხვევაში);

ბ) ბარგის შესახებ მონაცემები (არსებობის შემთხვევაში);

გ) მგზავრის სტატუსი (მგზავრი, ეკიპაჟის წევრი, ტრანზიტული მგზავრი);

დ) მგზავრობის დასაწყისის ადგილი;

ე) შემდგომი დანიშნულების ადგილი (ტრანზიტული მგზავრის შემთხვევაში);

ვ) მგზავრის სახელის ჩანაწერის უნიკალური იდენტიფიკატორი, როგორც ეს მოცემულია ავიაკომპანიის დაჯავშნის სისტემაში არსებულ მგზავრის სახელის ჩანაწერში (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ვიზის შესახებ მონაცემები − ვიზის ნომერი, გაცემის თარიღი და ადგილი (არსებობის შემთხვევაში);

თ) ინფორმაცია ძირითადი საცხოვრებლის შესახებ − ქვეყანა, შტატი/პროვინცია/ოლქი, ქალაქი, მისამართი და საფოსტო კოდი (არსებობის შემთხვევაში).

დანართი №1-ბ

მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების პროტოკოლები და ფორმატი

მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდება უნდა განხორციელდეს U№/EDIFACT-ში PAXLST-ის ვერსია 05B-ის ან მისი შემდგომი ვერსიის გამოყენებით. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია  PAXLST-ის ვერსია 02B-ის გამოყენება.

დანართი №2

მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წე