1. „მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების, ასევე უფლებამოსილი ორგანოსა და შესაბამისი უწყებების მიერ აღნიშნული მონაცემის დამუშავების, შენახვის, დეპერსონალიზაციისა და განადგურების წესს, ვადებსა და პროცედურებს.

2. ეს წესი მიზნად ისახავს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებასა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა