[ნიშნები: მფლობელის ნებართვის გარეშე მისი რწმუნებულის ან წარმომადგენლის სახელზე რეგისტრაცია]
(1) იმ შემთხვევაში, როდესაც კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დაცული ნიშნის მფლობელი პირის, რწმუნებული ან წარმომადგენელი, კავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში მფლობელის ნებართვის გარეშე შეიტანს განაცხადს თავის სახელზე ნიშნის რეგისტრაციაზე, მფლობელს უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მოთხოვნილ რეგისტრაციას ან მოითხოვოს მისი გაუქმება, ან თუ ქვეყნის კანონი ამის ნებას იძლევა, აღნიშნული რეგისტრაციის გადაფორმება მის სასარგებლოდ, გარდა შემთხვევისა, როდესაც ასეთი რწმუნებული ან წარმომადგენელი დაასაბუთებს თავისი მოქმედების მართლზომიერებას.
(2) ნიშნის მფლობელს, ზემოთ მოყვანილი (1) პუნქტიდან გამომდინარე, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს რწმუნებულის ან წარმომადგენლის მიერ ნიშნის გამოყენებას, თუ მას ასეთი გამოყენებაზე ნებართვა არ გაუცია.
(3) შიდა კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ორივე მხარისათვის მისაღები ვადა, რომლის განმავლობაშიც ნიშნის მფლობელმა უნდა ისარგებლოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები