(1) სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისა და რეგისტრაციის პირობებს კავშირის  თითოეულ  ქვეყანაში  განსაზღვრავს  მისი შიდა კანონმდებლობა.

(2) ამასთან, კავშირის ქვეყნის მოქალაქის მიერ კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში  ნიშნის  რეგისტრაციის  მიზნით  შეტანილ    განაცხადს    არ    შეიძლება ეთქვას  უარი  ან  მისი  რეგისტრაცია  ძალადაკარგულად  იქნეს  მიჩნეული  იმისსაფუძველზე,   რომ     მისი         შეტანა,  რეგისტრაცია    ან    რეგსიტრაციის     ვადის გაგრძელება არ განხორციელებულა წარმოშობის ქვეყანაში.

(3) ნიშანი, რომელიც მართლზომიერად არის რეგისტრირებული კავშირის ქვეყანაში, განიხილება იმ ნიშნებისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც რეგისტრირებულია  კავშირის  სხვა  ქვეყნებში, წარმოშობის  ქვეყნის  ჩათვლი