[პატენტები: დაპატენტებული მოწყობილობები, რომლებიც შეადგენენ საზღვაო, ხომალდების, თვითმფრინავების ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების ნაწილს]
კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში პატენტმფლობელის უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა:
(1) კაშირის სხვა ქვეყნების ხომალდების ბორტებზე კერძოდ, ხომალდის კორპუსზე, მანქანა-მექანიზმებში, აღჭურვილობაში, საკუთნოებსა და სხვა დამხმარე ხელსაწყო-მექანიზმებში, იმ მოწყობილობათა გამოყენება, რომლებიც შეადგენენ მისი პატენტის საგანს, როდესაც ასეთი ხომალდები შემთხვევით ან დროებით შედის აღნიშნული ქვეყნის წყლებში, იმ პირობით, რომ ასეთი მოწყობილობები გამოიყენება მხოლოდ ხომალდის საჭიროებებისათვის;
(2) იმ მოწყობიობათა გამოყენება, რომლებიც შეადგენენ პატენტის საგანს, კავშირის სხვა ქვეყნების თვითმფრინავების ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციებში ან მათი ექსპლუატაციისას ან ამ სატრანსპორტო
საშუალებების დამხმარე ხელსაწყო-მექანიზმებში, როდესაც აღნიშნული თვითმფრინავი ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება დროებით ან შემთხვევით შედის აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზ