[პატენტები: ერთიდაიგივე გამოგონებაზე სხვადასახვა ქვეყანაში მიღებული პატენტების დამოუკიდებლობა]

(1) პატენტები, რომელთა მისაღებად განაცხადები კავშირის ქვეყნების მოქალაქეების  მიერ  შეტანილია  კავშირის  სხვადასხვა  ქვეყანაში, დამოუკიდებელია იგივე გამოგონებაზე კავშირის სხვა წევრ ან არაწევრ ქვეყანაში მიღებული    პატენტებისაგან.

(2) ზემოხსენებული დებულება გაგებული უნდა იქნეს შეზღუდვის გარეშე, კერძოდ, პატენტები, რომელთა მისაღებად განაცხადები შეტანილია პრიორიტეტის მოთხოვნის ვადაში, დამოუკიდებელი  უნდა  იყოს ერთმანეთისაგან როგორც მათი ბათილად ცნობისა და მათზე უფლებების დაკარგვის, ისე მათი მოქმედების ხანგრძლივობის თვალსაზრისითაც.

(3) ეს დებულება ეხება ყველა იმ პატენტს, რომელიც იარსებებს აღნიშნული პატენტის ძალაში შესვლის მომენტისათვის.

(4)  ამ  კონვენციასთან  ახალი  ქვეყნების  მიერთების   შემთხვევაში აღნიშნული დებულება, ანალოგიურად, შეეხება ნებისმიერი მხარის პატენტებს, რომლებიც  იარსებებენ  მიერთებისას.

(5) კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში პრიორიტეტით სარგებლობის უფლების გამოყენებით მიღებულ პატენტებს აქვთ მოქმედების იგივე ვადა, როგორიც ექნებოდა პატენტს მასზე განაცხადი  რომ  შეეტანათ  ან  იგი  გაეცათ პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მოთხოვნის გარეშ