(1) სამრეწველო საკუთრების დაცვის თვალსაზრისით კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე კავშირის ყველა სხვა ქვეყანაში სარგებლობს უპირატესობებით, რომლებსაც ანიჭებს ან  შემდგომში  მიანიჭებს  ადგილობრივ  მოქალაქეებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა; მაგრამ ისე, რომ ზიანი არ მიადგეს უფლებებს, რომლებიც  სპეციალურადაა  გათვალისწინებული  ამ  კონვენციით. აქედან  გამომდინარე, კავშირის  ნებისმიერი  ქვეყნის  მოქალაქეს მისი  უფლებების  დარღვევისას  იგივე  დაცვა  და  იგივე  სამართლებრივი საშუალებები  გააჩნია, როგორიც ადგილობრივ  მოქალაქეს, იმ  პირობით,  რომ მოქალაქეებისათვის  დაწესებული  პირობები  და  ფორმალობები დაკმაყოფილებულია.

(2) ამასთან, სამრეწველო საკუთრების ნებისმიერი უფლებით სარგებლობისათვის იმ ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა, კავშირის ქვეყნის მოქალაქეებს არ შეიძლება დაუწესდეთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან დაწესებულების  არსებობის  საჭიროება.

(3) კავშირის თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო და ადმინისტრაციულ პროცედურასთან და იურისდიქციასთან, მომსახურების მისამართის მითითებასთან ან რწმუნებულის დანიშვნასთან, რაც შეიძლება სამრეწველო საკუთრების კანონმდებლობით მოითხოვებოდეს, საგანგებოდ რჩება ძალაშ