(1) ქვეყნები, რომლებსაც ეხება ეს კონვენცია, ქმნიან სამრეწველო საკუთრების   დაცვის   კავშირს.

(2) სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე  არაკეთილსინდისიერი  კონკურენციის  აღკვეთა.

(3) სამრეწველო საკუთრება ფართო მნიშვნელობით არის გაგებული და ეხება არა მხოლოდ უშუალოდ მრეწველობასა და კომერციას, არამედ სოფლის მეურნეობას, მოპოვებით მრეწველობას და ყველა სამრეწველო და ბუნებრივ პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს, მარცვლეულს, თამბაქოს   ფოთოლს, ხილს, მსხვილფეხა  რქოსან  საქონელს, სასარგებლო  წიაღისეულს, მინერალურ  წყალს, ლუდს, ყვავილებსა  და  ფქვილს.

(4) პატენტები მოიცავს კავშირის ქვეყნების კანონებით აღიარებულ სხვადასხვა სახის სამრეწველო პატენტებს, როგორებიცაა შემოტანილი პატენტი, პატენტი გაუმჯობესებაზე, დამატებითი პატენტი და  მოწმობა  (ვარიანტი  - პატენტი და მოწმობა დამატებით გამოგონებაზე) და სხვ.

1) მუხლები  დასათაურებულია  მათი  იდენტიფიკაციის  გაადვილების  მიზნით. ხელმოწერილ (ფრანგულ) ტექსტში სათაურები არ არი