[ნიშნები: სახელწიფო  გერბებთან, კონტროლის  ოფიციალურ  დამღებთან  და სამთავრობათაშორისო  ორგანიზაციების  ემბლემებთან  დაკავშირებული აკრძალვები]

(1)(a) კავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უარი თქვან ან ძალადაკარგულად ცნონ რეგისტრაცია და სათანადო საშუალებებით აკრძალონ კავშირის ქვეყნების გერბების, დროშების და სხვა სახელმწიფო ემბლემების, მათ მიერ მიღებული კონტროლისა და გარანტიის ოფიციალური ნიშნებისა და დამღების სასაქონლო ნიშნების  სახით  ან  ასეთი  ნიშნების  ელემენტებად  გამოყენება  და   მათი ნებისმიერი იმიტაცია ჰერალდიკის თვალსაზრისით უფლებამოსილი ორგანოების ნებართვის გარეშე.

(b)   ზემოთ        მოყვანილი  (a)   ქვეპუნქტის     დებულებები მთლიანად გამოიყენება, აგრეთვე  იმ  საერთაშორისო  სამთავრობათაშორისო  ორგანიზაციების გერბების,დროშების   და სხვა      ემბლემების      აბრევიატურების  ან სრული სახელწოდებების   მიმართ,   რომელთა    წევრია  კავშირისერთი ან  რამდენიმე ქვეყანა. გამონაკლისს    წარმოადგენს    გერბები,  დროშები და სხვა    ემბლემები, აბრევიატურები ან სრული   სახელწოდებები, რომლებიც უკვე წარმოადგენენ მათი  დაცვისათვის  განკუთვნილი  მოქმედი  საერთაშორისო  შეთანხმებების  საგანს. (c)  კავშირის   არცერთ      ქვეყანას    არ მოეთხოვება      გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი   (b) ქვეპუნქტის   დებულებები, მოცემულ ქვეყანაში ამ კონვენციის ძალაში  შესვლამდე  კეთილსინდისიერად  მოპოვებული უფლებების  მფლობელთა საზიანოდ. კავშირის ქვეყნებს   არ   მოეთხოვებათ გამოიყენონ აღნიშნული დებულებები, თუ  ზემოთ   მოყვანილ  (a) ქვეპუნქტში მითითებული  გამოყენება  ან რეგისტრაცია    არ  არის  ისეთი  ხასიათისა, რომ საზოგადოებაში   გამოიწვიოს მოცემულ  ორგანიზაციასა  და  გერბებს, დროშებს, ემბლემებს, აბრევიატურებსა  და სრულ  სახელწოდებებს  შორის კავშირის  არსებობის  შთაბეჭდილება, ან  თუ  ასეთი გამოყენება ან  რეგისტრაცია სავარაუდოდ   არ        არის       ისეთი ხასიათისა, რომ საზოგადოება    შეიყვანოს   შეცდომაში   ნიშნის    მოსარგებლესა  და    ორგანიზაციას შორის  კავშირის  არსებობის  თაობაზე.

(2) კონტროლისა და გარანტიის აღმნიშვნელი ოფიციალური ნიშნებისა და დამღების გამოყენების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შემცველი ნიშნების გამოყენება გათვალისწინებულია იგივე ან მსგავსი სახეობის საქონელზე.

(3) (a) ამ დებულებების გამოსაყენებლად კავშირის ქვეყნები თანახმანი არიან საერთაშორისო ბიუროს მეშევობით ერთმანეთს აცნობონ იმ სახელმწიფო ემბლემებისა და კონტროლისა და გარანტიის აღმნიშვნელი ოფიციალური ნიშნებისა და დაღმების სია, რომლებიც მათ სურთ ან შემდგომ მოისურვებენ სრულად ან შეზღუდვებით დაუქვემდებარონ ამ მუხლით გათვალისწინებულ დაცვას და, აგრეთვე, აცნობონ ამ სიაში შეტანილი ყველა შემდგომი ცვლილება. კავშირის ყველა ქვეყანა მისთვის ამგვარად მიწოდებულ სიებს სათანადო წესით გახდის ხელმისაწვდომს საზოგადოებისათვის.

ამასთან სახელმწიფო დროშებთან დაკავშირებით ასეთი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო  არ არის.

(b) ამ მუხლის (1) პუნქტის (b) ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მხოლოდ ისეთი სახის გერბების, დროშებისა და სხვა ემბლემების, აბრევიატურებისა და სრული სახელწოდებებისათვის,  რა  სახითაც  ამ  ორგანიზაციებმა  აცნობეს  კავშირის ქვეყნებს  საერთაშორისო  ბიუროს  მეშვეობით.

(4) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის ვადაში დაინტერესებულ ქვეყანას ან საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას საერთაშორისო ბიუროს მეშვეობით გადასცეს თავისი შედავება, თუ ასეთი გააჩნია.

(5) სახელმწიფო დროშების შემთხვევაში ზემოთ მოყვანილი (1) პუნქტით დადგენილი ზომები გამოიყენება მხოლოდ 1925 წლის 6 ნოემბრის შემდეგ რეგისტრირებული ნიშნებისათვის.

(6) კავშირის ქვეყნების სახელმწიფო ემბლემების შემთხვევაში, გარდა დროშებისა, აგრეთვე, ოფიციალური ნიშნებისა და დამღების შემხთვევაში, ასევე, საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების გერბების, დროშებისა და სხვა ემბლემების, აბრევიატურების ან სრული სახელწოდებების შემთხვევაში ეს დებულებები გამოიყენება მხოლოდ ზემოთ მოყვანილი მე-(3) პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ორი თვის შემდეგ რეგისტრირებული ნიშნებისათვის.

(7) არაკეთილსინდისიერების  შემთხვევაში,  ქვეყნებს  უფლება  აქვთ გააუქმონ 1925 წლის 6 ნოემბრამდე რეგისტრირებული ნიშნებიც კი, რომლებიც შეიცავენ  სახელმწიფო  ემბლემებს, ოფიციალურ  ნიშნებსა  და  დამღებს.

(8) ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს,  რომლებსაც  უფლება  აქვთ გამოიყენონ თავისი ქვეყნის სახელმწიფო ემბლემები, ოფიციალური ნიშნები და დამღები, მათი გამოყენება შეუძლიათ მაშინაც კი, თუ ისინი სხვა  ქვეყნის ანალოგიური  ნიშნების  მსგავსია.

(9) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან აკრძალონ ვაჭრობაში კავშირის სხვა ქვეყნების სახელმწიფო გერბების უნებართვო გამოყენება, თუ გამოყენებას ისეთი ხასიათი აქვს, რომ შეუძლია შეცდომაში  შეყვანა  საქონლის წარმოშობასთან  დაკავშირებით.

(10) ზემოთ მოყვანილი დებულებები ხელს არ უშლის კავშირის ქვეყნებს ისარგებლონ მე-6quinquies მუხლის B ნაწილის მე-(3) პუნქტში მოცემული უფლებით უარი თქვან ან ძალადაკარგულად ცნონ იმ ნიშნების რეგისტრაცია, რომლებშიც უნებართვოდ არის ჩართული  გერბები, დროშები,  სხვა  სახელმწიფო  ემბლემები ან კავშირის ქვეყანის მიერ მიღებული ოფიციალური ნიშნები  და  დამღები, აგრეთვე, ზემოთ მოყვანილ (1) პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო სამთავრობათაშორისო  ორგანიზაციების  განმასხვავებელი  ნიშნებ