განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2018
საქმის ნომერი
330310017002076972
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002076972

საქმე №3ბ/280-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი - გ---–--- პ-------–---–ი

წარმომადგენელი - ხ-------------–--–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,წარმომადგენელი - მ----------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - თ----------------

 

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2----------ის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2----------ის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2----------ის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სააპელაციო შესაგებელში განმარტავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლში სრულიად ნათლადაა მითითებული, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი შვილად აყვანის შემდეგ ბავშვის მონაცემების შეცვლა, კერძოდ, კანონმდებლობა ითვალისწინებდა დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანას შვილად აყვანის რეგისტრაციისას. ხოლო მოცემულ შემთხვევაში მხარე ითხოვდა მხოლოდ მონაცემის შეცვლას და არა ნაშვილების დაბადების ახალი აქტის ჩანაწერის რეგისტრაციას შეცვლილი მონაცემებით, შესაბამისად, არა არსებობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 2-----------–ის N-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 1--------–ის N---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გ---–--- პ-------–---–ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0----------ის ?---------- გადაწყვეტილებით გ---–--- პ-------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა. ნება დაერთო გ---–--- პ-------–---–ს (დაბ. 1--- წლის 2-------ს, ა------ში) არასრულწლოვანი ბავშვის - გ--- გ--------ის (დაბ. 2--- წლის 1-----–--ს, თბილისში) შვილად აყვანაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის სამსახურს დაევალა შვილად ასაყვანი ბავშვის - გ--- გ--------ის (დაბ. 2--- წლის 1-----–--ს, თბილისში; პირადი ?0----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში შემდეგი ცვლილებების შეტანა: ა) ბავშვის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ა-------; გვარი - პ-------–---–ი; ბ) დედის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - გ---–---; გვარი - პ-------–---–ი; დაბადების თარიღი - 1--- წლის 2-------ი; დაბადების ადგილი - ა------ი, საქართველო; მოქალაქეობა - საქართველოს).

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0-----------ის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2--- წლის 0---------ს რეგისტრირებულ იქნა ა------- პ-------–---–ის შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი (აქტი ?-----------), რომლითაც შეტანილi იქნა შესაბამისი ცვლილებები ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში. კერძოდ, 2--- წლის 1-----–---ს დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მონაცემებია: სახელი - ა-------, გვარი - პ-------–---–ი; დაბადების თარიღი:1---------წ. დაბადების ადგილი - საქართველო, თბილისი; პირადი ?0----------. დედის შესახებ ცნობებში მითითებულია: სახელი - გ---–---, გვარი - პ-------–---–ი, დაბადების თარიღი - 2---------წ.

 

2--- წლის 5-----------–--ს, გ---–--- პ-------–---–ის წარმომადგენელმა - ხ-------------–--–---მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა გ---–--- პ-------–---–ის შვილის - ა------- პ-------–---–ის (დაბ.1---------) დაბადების აქტში პირადი ნომრის შეცვალა ?---------- სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 1-----–---ს ?0----------- გადაწყვეტილებით გ---–--- პ-------–---–ის რწმუნებულს - ხ-------------–--–---ს უარი ეთქვა 2--- წლის 0-----–--ის ?0----------- განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 2-----–--ს ?------ ადმინისტრაციული საჩივრით და შემდგომ 2--- წლის 2-----–--ს ?1----- დაზუსტებული განცხადებით მიმართა გ---–--- პ-------–---–ის წარმომადგენელმა ხ-------------–--–---მ, რომელმაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 1-----–---ს ?0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა------- პ-------–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერში პირადი ნომრის შეცვლა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-----------ს ?0---------- გადაწყვეტილებით გ---–--- პ-------–---–ის წარმომადგენლის ხ-------------–--–---ს 2--- წლის 2-----–--ის ?------ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შვილად აყვანის რეგისტრაციის შემდგომ, მშვილებლის მოთხოვნის საფუძველზე ნაშვილების ან/და მის მიმართ რეგისტრირებულ სააქტო ჩანაწერში მონაცემთა, კერძოდ, პირადი ნომრის შეცვლას.

 

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 1-----–---ს ?0----------- და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-----------ს ?0---------- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის ნორმებთან.

 

სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო „ბ“ პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) წარმოადგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს როგორც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას, ასევე სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა.

 

ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განმარტებულია „პირადი ნომრის“ ცნება. კერძოდ, პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 5----–--ს, გ---–--- პ-------–---–ის წარმომადგენელმა - ხ-------------–--–---მ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა გ---–--- პ-------–---–ის შვილის - ა------- პ-------–---–ის (დაბ.1---------) დაბადების აქტში პირადი ნომრის შეცვალა ?---------- სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 1-----–---ს ?0----------- გადაწყვეტილებით გ---–--- პ-------–---–ის რწმუნებულს - ხ-------------–--–---ს უარი ეთქვა 2--- წლის 0-----–--ის ?0----------- განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნაშვილების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების განხორციელებაზე, კერძოდ, ნაშვილების პირადი ნომრის შეცვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავი ითვალისწინებს სპეციალურ რეგულაციას შვილად აყვანის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 2017 წლის 04 მაისამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღისა და მისი მშობლის (მშობლების) მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) მონაცემებით შეცვლა შესაძლებელია მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელი იყო ნაშვილების დაბადების ახალი რეგისტრაცია შეცვლილი მონაცემებით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, შეცვლილი მონაცემებით დაბადების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, კერძოდ, 10 წლამდე ნაშვილების პირადი ნომრის შეცვლა მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმით კანონმდებელი მშვილებელს (მშვილებლებს) ანიჭებდა ნაშვილების მონაცემების შეცვლის უფლებამოსილებას, თუმცა, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 04 მაისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად 42-ე მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას.“

 

სასამართლომ ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე მიუთითა, რომ როგორც დღეს მოქმედი, ასევე მოსარჩელის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოსათვის ნაშვილების პირადი ნომრის შეცვლის მოთხოვნით მიმართვის დროისათვის (2--- წლის 5----–--ი) მოქმედი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით ნაშვილების მონაცემების, მათ შორის პირადი ნომრის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მოიხმო „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით, ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი (დაბადების თვის ფარგლებში), ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემები იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანის შვილად აყვანის თაობაზე 2--- წლის 0----------ის ?---------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შეიცვალა შვილად ასაყვანის სახელი და გვარი, არასრულწლოვანის პირადი ნომრის შეცვლა ხსენებული გადაწყვეტილებით არ დადგენილა. მხარეები ასევე სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნაშვილების პირადი ნომრის შეცვლის თაობაზე მოთხოვნით გ---–--- პ-------–---–მა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხოლოდ 2--- წლის 5----–--ს მიმართა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილი 2--- წლის 0----------ის გადაწყვეტილება და მშვილებლის მოთხოვნა არ წარმოადგენდა ნაშვილების პირადი ნომრის შეცვლის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2--- წლის 1-----–---ს ?0----------- გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2--- წლის 1------–--ის ?0----------- გადაწყვეტილება, ასევე კანონიერია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-----------ს ?0---------- გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 1-----–---სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-----------ს ?0---------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის პირადი ნომრის შეცვლის დავალდებულების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დაუსაბუთებლად უთხრა უარი ა------- პ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნაზე. აპელანტის თქმით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მისი თქმით მოსამართლემ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო საჩივრის ავტორის თქმით მოსამართლემ არ გაამახვილა ყურადღება საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და არც იმ გარემოებაზე თუ რა საფრთხის წინაშეა არასრულწლოვანი ბავშვის პერსონალური მონაცემები.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ 2--- წლის 0----------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმე N----------, გ---–--- პ-------–---–ს ნება დაერთო არასრულწლოვანი ბავშვის, შვილად აყვანაზე, სასამართლო გადაწყვეტილებაში განისაზღვრა ბავშვის სახელი გვარი და მშობლის (დედის) მონაცემები, სასამართლოს არ უმსჯელია ბავშვის ა------- პ-------–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერში პირადი ნომრის შეცვლაზე, რის გამოც დედას გ---–--- პ-------–---–ს ექმნება პრობლემები, რადგან, როდესაც საავადმყოფოში ბავშვი მიჰყავს შემოწმებაზე, მონაცემებში პირადი ნომრით ამოდის დაბადების (პირველი) სახელი და გვარი, ასევე პრობლემა შეექმნა დედას საბავშვო ბაღში შეყვანასთან დაკავშირებით, რადგან ამ შემთხვევაშიც პირადი ნომრით რეგისტრაციის დროს ისევ გამოჩნდა დაბადების სახელი და გვარი, აღნიშნულის გამო საბავშვო ბაღში ვერ შეიყვანეს, აპელანტი აღნიშნავს, რომ არ არის დაცული შვილად აყვანის საიდუმლოება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ 2--- წლის 1-----–--ს მიმართა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით და მოითხოვა ა------- პ-------–---–ის დაბადებული 1--------- წელს, დაბადების აქტში (ცვლილების) ნომრის შეცვლა.. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა 2--- წლის 1-----–--ს მიიღო გადაწყვეტილება N0----------- რითაც უარი თქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ადმინისტრაციული წესით და მოითხოვა არასრულწლოვანი ა------- პ-------–---–ის პირადი ნომერი შეეცვალათ.

 

მხარე აღნიშნავს, რომ 2--- წლის 1-----------ს #0---------- მიიღო ახალი გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, არ დააკმაყოფილა 2--- წლის 2-----–--ის #------ ადმინისტრაციული საჩივარი; უცვლელად დატოვა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 1-----–---ს #0----------- გადაწყვეტილება.

 

აპელანტი არ ეთანხმება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღნიშნულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ა------- პ-------–---–ის პირადი ნომრის შეცვლა არის აუცილებელი მისი პერსონალური ინფორმაცია უნდა იყოს დაცული, კერძოდ, შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებით.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო ვალდებული იყო დაევალებინა მოპასუხისათვის ა------- პ-------–---–ის ახალი პირადი ნომრის მინიჭება, ასევე გამოეცა ახალი სამართლებრივი აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც, მაგრამ აღნიშნულს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1989 წლის 29 ნოემბრის ბავშვთა უფლებათა კონვენციის, რომელიც საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის საქმე „ X ლატვიის წინააღმდეგ“ (საჩივარი № 27853|09) მსჯელობას, სადაც დიდი პალატა განმარტავს, რომ „ბავშვთა საუკეთესო ინტერესთა კონცეპცია, 1959 წლის 20 ნოემბრის ბავშვთა უფლებების შესახებ დეკლარაციის მეორე პრინციპიდან გამომდინარეობს, რომელიც 1989 წლის ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველ ნაწილში აისახა: „ბავშვების მიმართ განხორციელებულ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სწორედ ამ ინტერესის გათვალისწინებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, რომ შვილად აყვანის რეგისტრაციის შემდეგ დაბადების აქტის ჩანაწერებში მონაცემების შეცვლა შეუძლებელია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ შვილად აყვანისა და მონაცემების გამჟღავნების თავის არიდების მიზნით, მოსარჩელემ 2--- წლის 5-----------–--ს, განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ა------- პ-------–---–ის (დაბ.1---------) დაბადების აქტში პირადი ნომრის შეცვალა.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 1-----–---ს ?0----------- გადაწყვეტილებით - უარი ეთქვა 2--- წლის 0-----–--ის ?0----------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-----------ს ?0---------- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შვილად აყვანის რეგისტრაციის შემდგომ, მშვილებლის მოთხოვნის საფუძველზე ნაშვილების ან/და მის მიმართ რეგისტრირებულ სააქტო ჩანაწერში მონაცემთა, კერძოდ, პირადი ნომრის შეცვლას.

 

სააპელაციო სასამართლო სადავო აქტების შინაარსის, განსახილველი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოთხოვნა დაბადების რეგისტრირებულ სააქტო ჩანაწერში პირადი ნომრის შეცვლის თაობაზე, ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლს, რომლის მე-3 პუნქტი აწესებს დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს. აქვე უნდა აღინიშნოს ,,ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენცია, რომლის პრინციპების დაცვის ვალდებულებაც აღიარებულია წევრი სახელმწიფოების მიერ. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ბავშვის მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციის ძირითადმა პრინციპებმა ასევე ასახვა ჰპოვა ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც დადასტურდა ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის პრიორიტეტულობა, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურაში მონაწილე პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობა და განიმარტა, რომ შვილად აყვანა ნიშნავს მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილ ისეთივე ურთიერთობას, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ქვეყნის მიერ აღიარებული ძირითადი პრინციპების საკანონმდებლო ნორმებით დამაგრების ერთ-ერთ მექანიზმს ქმნის ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 42-ე მუხლში ასახული ნორმები მიმართულია შვილად აყვანილი ბავშვის უფლებების დაცვისა და იმ გარანტიების შექმნისაკენ, რაც უზრუნველყოფს შვილად აყვანის ფაქტის კონფიდენციალურობას.

 

სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, 1-ლი პუნქტით, შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას. ამავე მუხლის 2-ე პუნქტით ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაბადების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევისა. 3-ე პუნქტის მიხედვით, ნაშვილების შესახებ მონაცემის (მონაცემების) შეცვლის შემთხვევაში ხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო 4-ე პუნქტის თანახმად, 18 წლამდე ნაშვილებს პირადი ნომერი შეეცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში განხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი ქმნის შვილად აყვანილი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და შვილად აყვანის ფაქტის შემდგომი გამჟღავნებისაგან დაცვის მექანიზმს, რა შემთხვევაშიც პრიორიტეტულია ბავშვის ინტერესი და ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო, მათ შორის სასამართლოც ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვი იმ ტიპის დაცვის მექანიზმებით, რაც საჭიროა მისი კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარებისათვის.

აღნიშნული პრინციპები, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის იმგვარი განმარტების გაზიარების დაშვების შესაძლებლობას, რომ შვილად აყვანილი ბავშვის დაბადების მონაცემებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია შვილად აყვანის რეგისტრაციის შემდეგ. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებს და თვლის, რომ მითითებული პუნქტების ჩანაწერი იძლევა საფუძველს მოთხოვნილი იქნას შვილად აყვანილი ბავშვის ხელახალი რეგისტრაცია შეცვლილი მონაცემებით. ამგვარი უფლების გამოყენება არ შეიძლება შეიზღუდოს იმგვარად, რომ ცვლილება დაუკავშირდეს მხოლოდ შვილად აყვანის რეგისტრაციის მომენტს, რამდენადაც საქმე ეხება შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და იმ საფრთხეების გაანალიზების გზით, რაც ქმნის საიდუმლოების გამხელის რეალურ საშიშროებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის, ,,ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციის, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის ერთობლივი ანალიზი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა მხოლოდ ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას: შვილად აყვანის საიდუმლოს გამხელისაგან ბავშვის დაცვას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ენიჭება პრინციპული მნიშვნელობა, რა მიმართებითაც კანონის მოქმედების ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ქმედება გამართლებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ დაბადების მოწმობის ხელახალი რეგისტრაცია შვილად აყვანილი პირის შეცვლილი მონაცემებით, მოთხოვილია სწორედ შვილად აყვანის საიდუმლოების გამხელისაგან ბავშვის დაცვის მიზნით, რაც ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, ბავშვის ნამდვილი ინტერესიდან გამომდინარე, იძლევა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადი ნომერი არის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევის გარდა.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ამავე კანონის 42-ე მუხლი არის კანონით გათვალისწინებული ის პირდაპირი შემთხვევა, რომელიც იძლევა პირადი ნომრის შეცვლის და აღნიშნული მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც გ---–--- პ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2----------ის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება; გ---–--- პ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 1------–--ის ?0----------- გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-----------ს ?0---------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადების მოთხოვნის შესაბისად შეცვალოს ა------- პ-------–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მისი პირადი ნომერი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. აპელანტ გ---–--- პ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2----------ის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მოსარჩელე გ---–--- პ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 1------–--ის №0----------- გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 1-----------ს №0---------- გადაწყვეტილება.

 

5. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ---–--- პ-------–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც ა------- პ-------–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერში შეიცვლება მისი პირადი ნომერი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

თავმჯდომარე : მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები : ნინო ქადაგიძე

 

მარიამ ცისკაძე