1. დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია:

ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;

გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს დაბადების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები