გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2019
საქმის ნომერი
240310016001367217
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240310016001367217

(3/36-2016)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

 

მოსარჩელე - ს----- და---–-ა

წარმომადგენელი - და---- ჯა--–--

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

წარმომადგენელი - გრ-----– კი---–-–---–ი

 

დავის საგანი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაბადების თარიღის შესწორებაზე უარის თქმის ნაწილში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №01/118674/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილება დაბადების თარიღის შესწორებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №01/118674/გ გადაწყვეტილება;

 

1.3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც სათანადო ცვლილება შევა მოსარჩელე ს----- და---–-ას დაბადების სააქტო ჩანაწერში და დაბადების თარიღის - „19---–-–---------------ს“ ნაცვლად მიეთითოს მისი ნამდვილი დაბადების თარიღი - „19---–-–---------–-სი“.

 

მოსარჩელის განმარტებით, ყველა სამართლებრივი დოკუმენტში, რაც გაცემულია ს----- და---–-ას სახელით და დაცულია სამოქალაქო რეესტრის ბაზაში, დაბადების თარიღად მითითებულია „19---–-–---------–-სი“. ეს დოკუმენტებია:1978 წლის 19 დეკემბერს გაცემული სსრკ პასპორტი; 2003 წლის 0- ივლისს გაცემული პირადობის მოწმობა; 2006 წლის 0- სექტემბერს გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი; 2003 წლის 23 ივლისს გაცემული დიპლომატიური პასპორტი;. ასევე, ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ: 1991 წლის 19 ივნისს ოფიციალური მოწვევა პოლონეთიდან; 2005 წლის 28 თებერვალს გაცემული იტალირი მართვის მოწმობა; 2002 წლის 28 სექტემბრის ქორწინების მოწმობა ს----- და---–-ასა და ეკა ფილიშვილს შორის; 1999 წლის 30 მარტს ს----- და---–-ას სახელზე გაცემული იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ გაცემული ატესტატი; და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები რომლების ადასტურებენ რომ ს----- და---–-ას დაბადების თარიღია დაბადების თარიღია „19---–-–---------–-სი“.

 

ამდენად, არსებობს დოკუმენტთა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაშვებული შესწორების გასწორება, რაზედაც ს----- და---–-ას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, თუ სასამართლო წესით დადგინდება სადავო სააქტო ჩანაწერში შეცდომის არსებობა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის საფუძველზე მოხდება სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღის შეცვლა. სამსახური არ არის წინააღმდეგი საკითხთა მოგვარებისათვის საჭირო ცვლილებები შევიდეს დაბადების სააქტო ჩანაწერში, თუმცა დაბადების თარიღისა და სახელის შესწორებისათვის საჭიროა სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ს----- და---–-ას დაბადების ფაქტი რეგისტრირებულია 19---–-–-----------------ს, მარტვილის რაიონის გაჭედილის ს/ს მიერ (აქტი №5-). დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულია ს----- და---–-ას დაბადების შემდეგი მონაცემები - დაბადებული 19---–-–---------------ს, დედა - ლი---- ზო----ს ასული და---–-ა, მამა - ალ---------ე ან------ს ძე და---–-ა. დაბადების მოწმობაში ციფრებით მითითებულ ს----- და---–-ას დაბადების თარიღს- ,,2--08’’ ხაზი აქვს გადასმული საფუძვლის მითითების გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების აქტის ჩაწერა №50.

 

3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში არ მოიძებნა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილის საკოლის მოსწავლეთა 1962-1972 წლების საარქივო ჩანაწერები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.03.2016წ. №34/6356 საარქივო ცნობა.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აპრილს სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სკოლის საარქივო მასალაში ინახება 1962 წელს ჩარიცხულ მოსწავლეთა საშუალო განათლების ატესტატების ჩასაწერი წიგნი, სადაც შეტანილია მათი სკოლის კუსრსდამთავრებულის ს----- და---–-ას შემდეგი პერსონალური მონაცემები: - სახელი-ს-----, გვარი - და---–-ა, დაბადების თარიღი - 2--0-.1---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი ME 1 16 00385432;

 

3.1.4. საქართველოს ეროვნული არქივის ზუგდიდის ადგილობრივ არქივში და შპს ,,მარტვილის მრავალპროფილიან საავადმყოფო’’-ში, მარტვილის სამშობიარო სახლის 1--- წლის სამედიცინო მასალა არ მოიძებნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.03.2016წ. №34/6356 საარქივო ცნობა;

 

3.1.5. 2002 წლის 28 სექტემბერს ქ. თბილისის ქორწინების სასახლის მიერ რეგისტრირებულია ს----- და---–-ასა და ეკა ფილიშვილის ქორწინების ფაქტი (აქტი №0008038), სადაც მითითებულია ს----- და---–-ას შემდეგი მონაცემები: სახელი - ს-----, გვარი - და---–-ა. დაბადების თარიღი - 19---–-–---------–-სი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--09.2002წ. №№0008038 ქორწინების ჩაწერის აქტი;

 

3.1.6. ს----- და---–-ას სახელზე 1978 წლის 19 დეკემბერს გაცემულ სსრკ პასპორტში; 2003 წლის 07 ივლისს გაცემულ პირადობის მოწმობაში; 2006 წლის 07 სექტემბერს გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტში; 2003 წლის 23 ივლისს გაცემულ დიპლომატიურ პასპორტში ს----- და---–-ას დაბადების თარიღად მითითებულია - „2--0-.1--- წ.“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მოქალაქის პასპორტი

- პასპორტის და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადება-ანკეტები;

-მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახსნა-განმარტება, შესაგებელი.

 

3.1.7.2016 წლის 18 თებერვალს ს----- და---–-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომლითაც დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა მოითხოვა, კერძოდ, მარტვილის რაიონის გაჭდილის ს/ს მიერ 19---–-–-----------------ს რეგისტრირებული №5- აქტის ჩანაწერის დაბადების თარიღად „2--08.1--- წ.“ ნაცვლად, „2--0-.1--- წ.“ დაფიქსირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს----- და---–-ას 18.02.2016 წ. განცხადება.

 

3.1.8.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილებით ს----- და---–-ას 2016 წლის 18 თებერვლის №038216000313001214079270 განცხადება, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილება.

 

3.1.9.2016 წლის 11 აპრილს ს----- და---–-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაბადების თარიღის შესწორებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.04.2016წ. №60691ადმინისტრაციული საჩივარი;

- 07.04.2016წ. განცხადება.

 

3.1.10.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №01/118674/გ გადაწყვეტილებით ს----- და---–-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 13.05.2016 №01/118674/გ გადაწყვეტილება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ს----- და---–-ა დაიბადა 19---–-–---------–-სს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად - სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი ზემოდასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მარტვილის რაიონის გაჭდილის ს/ს მიერ 19---–-–-----------------ს რეგისტრირებული დაბადების №5- აქტის ჩანაწერში და შესაბამისად, ს----- და---–-ას დაბადების მოწმობაში დაბადების თარიღი - „19---–-–---------------“ მითითებულია შეცდომით. დაბადების თარიღის არასწორად დაფიქსირების ვარაუდს ამყარებს ის გარემოებაც, რომ როგორც მოსარჩელე ს----- და---–-ა განმარტავს, იგი 19---–-–---------–-სს დაიბადა ქ. მარტვილში, ბებიამისმა ვინაიდან 28 აგვისტო იყო მარიამობის დღე და სახალხო ზეიმი, ადგილობრივ სასოფლო საბჭოში შეცდომით დაარეგისტრირებინა მისი დაბადების ფაქტი. ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ საწინააღმდეგო დადასტურებული არ არის, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული იქნა შეცდომა და ს----- და---–-ას დაბადების თარიღად, ნაცვლად „19---–-–---------–-სისა“, შეცდომით მიეთითა „19---–-–---------------“. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დე----- ჯე-–--- და ტა-----– და---–-ამ განმარტეს, რომ, ს----- და---–-ას დაბადების თარიღია - „19---–-–---------–-სი“. და ამ დღეს ულოცავდნენ ს----- და---–-ას დაბადების დღეს, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მტკიცებულებები ასევე უნდა იქნას გამოყენებული საკითხის სწორედ შეფასებისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს----- და---–-ა დაბადებულია არა 19---–-–---------------ს, არამედ - 19---–-–---------–-სს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს----- და---–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №01/118674/გ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ს----- და---–-ა სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა დაბადების აქტის ჩანაწერში, დაბადების თარიღის - „28 აგვისტოს“ – „23 ივლისით“ შესწორებაზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №01/118674/გ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ და შესაბამისად, ითხოვს მოპასუხე მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც მოხდება დაბადების აქტის ჩანაწერში მოსარჩელის დაბადების თარიღის შესწორება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი და არსებობს თუ არა დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს განსაზღვრავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.

 

ზემომითითებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა.

 

ამავე კანონის 21–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემი ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ იმ პერიოდამდე სანამ არ დადგინდება საწინააღმდეგო.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----- და---–-ას სახელზე რეგისტრირებულია დაბადების მხოლოდ ერთი სააქტო ჩანაწერი №5-, რომელიც განხორციელებულია 19---–-–-----------------ს. სააქტო ჩანაწერის მიხედვით, ს----- და---–-ა დაიბადა 19---–-–---------------ს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა, განათლების დამადასტურებელი მოწმობები და ყველა ამ დოკუმენტში მოსარჩელის დაბადების თარიღად მითითებულია 19---–-–---------–-სი. აღნიშნული დაადასტურეს ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის ძმამ და მეზობელმა.

 

6.3. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის წესსა და საფუძვლებს არეგულირებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავი. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძვლები რეგლამენტირებულია 76-ე მუხლით, ხოლო იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი, განსაზღვრავს 79-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ს----- და---–-ა დაიბადა 19---–-–---------–-სს, დაბადების აქტის ჩანაწერსა და მის საფუძველზე გაცემულ დაბადების მოწმობაში კი მოსარჩელის დაბადების თარიღად შეცდომით მითითებულია „19---–-–---------------“. ამრიგად, დადასტურებულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის შესახებ გარემოება.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილება.

 

6.5. ,,სამოქალქო აქტების შესახებ” საქრთველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ;

 

იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არის მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილება, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №01/118674/გ გადაწყვეტილება.

 

ამასთან, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევლოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც სათანადო ცვლილება შევა მოსარჩელის დაბადების სააქტო ჩანაწერში და დაბადების თარიღად - „19---–-–---------------ს“ ნაცვლად, მიეთითება - „19---–-–---------–-სი“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით ს----- და---–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ს----- და---–-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი, მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----- და---–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №038116000313 გადაწყვეტილება დაბადების თარიღის შესწორებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 13 მაისის №01/118674/გ გადაწყვეტილება;

 

4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც სათანადო ცვლილება შევა მოსარჩელე ს----- და---–-ას დაბადების სააქტო ჩანაწერში და დაბადების თარიღის - „19---–-–---------------ს“ ნაცვლად მიეთითოს მისი ნამდვილი დაბადების თარიღი - „19---–-–---------–-სი“;

 

5. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, მოსარჩელე ს----- და---–-ას სასარგებლოდ დაეკისროს - 100 ლარი, მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია