განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002307533
საქმე №3ბ/2657-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
02 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ე-–--- მ------–ი
წარმომადგენელი - გ-----------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - თ----------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიცია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ე-–--- მ------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2017 წლის 2-----------ს ე-–--- მ------–ის წარმომადგენელმა - გ-----------მ №0----------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ე-–--- მ------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის დაბადების თარიღის შესწორება, კერძოდ, დაბადების თარიღად „2---------წ.“ დაფიქსირება მოითხოვა.
განმცხადებელმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა დაბადების V------------- მოწმობის ასლი შემდეგი მონაცემებით: სახელი - ე-–---, გვარი - თ---–-–---–ი, დაბადების თარიღი სიტყვიერად მითითებულია - „ო–---------------------–---------------–--------–--–ი“, ხოლო რიცხვებით - „2---------“, ჩანაწერის რეგისტრაციის თარიღი და მოწმობის გაცემის თარიღი - „2---------“, აქტი №5--.
2017 წლის 0--------------ს ე-–--- მ------–ის წარმომადგენელმა - გ-----------მ დამატებით №0----------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ე-–--- მ------–ის სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის საფუძველზე ბავშვის გვარის ცვლილება, ასევე სხვა აღმოჩენილი უზუსტობების შესწორება მოითხოვა.
2017 წლის 0--------ს „სახელის შეცვლის მოწმობის“ თანახმად, ე-–--ა რ------ს ასულ თ---–-–---–ს შეეცვალა გვარი და მამის სახელი და მიეთითა „ე-–--ა რ-----ის ასული მ------–ი“. სახელის შეცვლის შესახებ აქტი რეგისტრირებულია 2017 წლის 0-------ს, ს----–----ის ოლქის მუნიციპალური წარმონაქმნი „რ----–--ის რ-----ის“ ადმინისტრაციის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ, №1- სააქტო ჩანაწერით.
2017 წლის 3-----------ერს ე-–--- მ------–ის წარმომადგენელმა - გ-----------მ №0----------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ბავშვის გვარის შეცვლის ნაწილში წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0----------ის №0----------- გადაწყვეტილებით მოქალაქე გ-----------ს უარი ეთქვა 2017 წლის 2-----------ს №0----------- განცხადებაზე, კერძოდ, დაბადების თარიღის შესწორების ნაწილში. ე-–--- თ---–-–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გვარი „თ---–-–---–ი“ შეიცვალა გვარით „მ------–ი“-ზე, მამის სახელი „რ------ს ასული“ - „რ-----ის ასული“-ზე; ასევე შესწორდა აქტის რეგისტრაციის თარიღი: „2--------- წელი“-ზე. განმცხადებელს განემარტა, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე-მე-80 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი ინიციატივით შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, შესწორება ან/და დამატება.
ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სამსახურის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანო საკმ----სი საფუძველების არსებობისას, რა დროსაც წარმოდგენილი უნდა იქნას სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებისა და ცვლილების შეტანის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას წარმოდგენილი და მოძიებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად არ დასტურდება ე-–--- თ---–-–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის დაბადების თარიღის არასწორად დაფიქსირების ფაქტი, შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა უსაფუძვლოა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ შეიძლება დაკმაყოფილდეს. ხოლო ბავშვის გვარი და მამის სახელი შესაცვლელია განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სახელის და გვარის შეცვლის მოწმობის საფუძველზე.
გ----ის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 2------სს რეგისტრირებულია №5-- დაბადების აქტის ჩანაწერი მონაცემებით: ბავშვის სახელი - ე-–---, გვარი - თ---–-–---–ი (შესწორდა გვარით - მ------–ი) დაბადების თარიღი - 1--- წლის 2------სი, მშობლები: მამა - თ---–-–---–ი რ------ (შესწორდა სახელით - რ-----ი) ს------ს ძე, დედა - მ------–ი მ----ა ნ-----–-----ს ასული. გაცემულია დაბადების მოწმობა V-------------.
2017 წლის 2----------რს ე-–--- მ------–ის წარმომადგენელმა - გ-----------მ №2----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და 2017 წლის 0----------ის №0----------- გადაწყვეტილების გაუქმება და 2017 წლის 2-----------ს №0----------- (ე-–--- თ---–-–---–ის დაბადების ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორება სიტყვიერად და ციფრობრივად „2---------“ წლის ნაცვლად ჩაიწეროს „2---------“ წელი) და 2017 წლის 3-----------რის №0----------- განცხადებების (სახელისა და გვარის შეცვლის ნაწილში ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ) დაკმაყოფილება მოითხოვა.
2017 წლის 2-----------ის №2----- განცხადებით ე-–--- მ------–ის წარმომადგენელმა - გ-----------მ დააზუსტა 2017 წლის 2-----------ის №2----- ადმინისტრაციული საჩივარში მითითებული მოთხოვნა და 2017 წლის 0----------ის №0----------- გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაბადების მოწმობაში თარიღის შესწორება მოითხოვა.
2017 წლის 1---------ს ე-–--- მ------–ის წარმომადგენელმა - გ-----------მ №1---- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და 2017 წლის 2-----------ის №2----- საჩივართან დაკავშირებით დამატებით წარადგინა დოკუმენტები თარგმნილი და დამოწმებული სახით.
2002 წელს ე-–--- თ---–-–---–ის მიერ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში წარდგენილ დოკუმენტებში - განცხადება-ანკეტაში და დაბადების V------------- მოწმობაში დაბადების თარიღი მითითებულია 1--- წლის 2------სი.
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქის - მ----ა ნ-----–-----ს ასული მ------–ის პასპორტში (X-------------) მითითებულია შვილი - ე-–--ა თ---–-–---–ი, დაბადების თარიღი 1--- წლის 2------სი.
2017 წლის 2------------ს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურმა №0-------- წერილით მიმართა სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს და 1--- წლის 2------სს და ასევე 1--- წლის 2-----------ს დაბადებულ ე-–--- მ------–ის (თ---–-–---–ის) სახელზე საინფორმაციო ბარათის შედგენა მოითხოვა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს 2017 წლის 2-----------ის №7-------- წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კართოტეკაში და ერთიან მონაცემთა ბაზაში, 1--- წლის 2------სს დაბადებულ მოქ. ე-–--- მ------–ის (თ---–-–---–ის) და 1--- წლის 2-----------ს დაბადებულ მოქ. ე-–--- მ------–ის (თ---–-–---–ის) შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
2017 წლის 2------------ს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №0-------- წერილით მიმართა ქ. გ----ის სამშობიარო სახლს და შემდეგი ინფორმაცია მოითხოვა: „1-----------------------------–--------------––------------–-–------–------------------–-----–-------–------------------------------------–---–-----------------------------------------------–--------------––------------–--------------–---------------–------------–--------–---------–-–---–--------------–-–--–---–---------------------------------------------------–--------------“.
სს „ი------ს“ 2018 წლის 0---------ს №4--- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „2----–-–------------------------------------–---------–-–---------–-----------–-------------–------–-----------------------–--------------––------------------–-–--------------–----------–--------------------–-----------------------–-–--------------–-----------–--–---–-----------–----------------------–--–---–--------–---------–------–--------------------–--------------------–-–-----–----–-----–-----------------–----–--------------------------------–------------------–-------–-–---–----------–-------------–-----–-----------------------–--------------––-.“
2017 წლის 2------------ს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №0-------- წერილით მიმართა ქ-------–-----------–--------- სახლს და შემდეგი ინფორმაცია მოითხოვა: „1-----------------------------–--------------––------------–-–------–------------------–-----–-------–------------------------------------–---–-----------------------------------------------–--------------––------------–--------------–---------------–------------–--------–---------–-–---–--------------–-–--–---–---------------------------------------------------–--------------“.
შპს „№----–-------------------------ს“ ადმინისტრაციის 2018 წლის 2----------------- წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „კ-–-------------–-------–-–------------–---–----------------------–-----------------------–-–--------------–---–-----------–-------------------------------–------------–--------–--------–-–---–----–--------------------------------------.“
2017 წლის 2------------ს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №0-------- წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და 2017 წლის 2-----------ის ე-–--- მ------–ის წარმომადგენლის გ--- ს-----ის №2----- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მოითხოვა ნ-----–--ზ მ-----–ის ძე მ------–ის და მ----ა გ------ი ასულ მ------–ის გ----ი, ვ------ის ს/ს, 1-------- საკომლო ჩანაწერების ასლები. ასევე მიუთითა, რომ საჩივრის მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა ზემოაღნიშნული პირების შვილის მ----ამ/მ----ა მ------–ის და ამ უკანასკნელის შვილის - ე-–--- თ---–-–---–ი/მ------–ის საკომლო ჩანაწერების მოძიება.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 1---------ს №2------ წერილის თანახმად, ვ------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1--------; 1----1--- წლების კავშირგაწყვეტილ კომლთა საკომლო წიგნში ფიქსირდება ნ-----–--ზ მ-----–ის ძე მ------–ი. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 120 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აგებული 1961 წელს. კომლის პირად სარგებლობაში ირიცხება 0,06 ჰა მიწის ფართობი. 1-------- წლების საკომლო წიგნებში, მათ შორის კავშირგაწყვეტილ კომლთა აღრიცხვის ჟურნალში ნ-----–--ზ მ-----–ის ძე მ------–ის და მ----ა გ------ის ასეული მ------–ის კომლის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. სოფელ ვ------ის 1-------- წლების საკომლო წიგნებში მ----ამ/მ----ა ნ-----–-----ს ასული მ------–ის და ე-–--- თ---–-–---–ი/მ------–ის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2---------ს №0--------- გადაწყვეტილებით ე-–--- მ------–ის წარმომადგენლის გ--- ს-----ის 2017 წლის 2-----------ის №2----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0----------ის №0----------- გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში წარმოდგენილია 1--- წლის 2------სს რეგისტრირებული ე-–--- მ------–ის დაბადების აქტი №5-- ჩანაწერი, რომელშიც გადასწორების გარეშე მითითებულია დაბადების თარიღი - 1--- წლის 2------სი. სააგენტომ მოიძია ე-–--- მ------–ის მიერ წარდგენილი განცხადება-ანკეტა და აქტის საფუძველზე პირველადად გაცემული დაბადების მოწმობის V------------- ასლი, სადაც დაბადების თარიღი ფიქსირდება 1--- წლის 2------სი. შესწორების საქმისწარმოების ფარგლებში კი საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია V------------- დაბადების მოწმობის დამოწმებული ასლი, სადაც დაფიქსირებულია ე-–--- მ------–ის განსახვავებული დაბადების თარიღი. ამასთან, სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოძიებული და დაინტერესებული მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ე-–--- მ------–ის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის შეცდომით მითითების ფაქტს. შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ არ დგინდება ე-–--- მ------–ის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის არასწორად მითითების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 0--------ს ე-–--- მ------–ის სახელის შეცვლის მოწმობით კი დასტურდება მის მიერ გვარისა და მამის სახელის შეცვლის ფაქტი, რომელიც მიუხედავად განმცხადებლის მოთხოვნისა შეწყვეტილიყო ცვლილების შეტანის საქმისწარმოება, დაბადების აქტის ჩანაწერში მონაცემების შეცვლის საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სამსახურის 2017 წლის 0----------ის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გ----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1--------–ის №5-------- წერილის თანახმად, მოქ. ე-–--- რ------ს ასულ მ------–ის (გვარის შესწორებამდე-თ---–-–---–ი) დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია გ----ის მმაჩის განყოფილების მიერ 2--------- წელს აქტით №5--. (აღნიშნული დაბადების აქტის ორივე ეგზემპლარი ბაზაშია). ე-–--- რ------ს ასულ მ------–ის (გვარის შესწორებამდე-თ---–-–---–ი) დაბადების აქტის ჩანაწერი 1--- წლის გ----ის დაბადების აქტის ჩანაწერში რეგისტრირებული არ არის.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის 2018 წლის 1--------–ის №7-------- წერილის თანახმად, 1--- წლის აქტი №5-- რეგისტრირებულია გ------ი მ------–---–ზე, მარეგისტრირებელი გ----ი. აქტი ბაზირებულია. ე-–--- რ------ს ას მ------–ის დაბადების აქტი №5-- რეგისტრირებულია 1--- წელს.
სასამართლო სხდომაზე ი--ა წ------–-–---–მა და ლ---- ხ--–-–---–მა მიუთითეს, რომ ე-–--- მ------–ი დაიბადა 1--- წლის 2-----------ს.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0----------ის №0----------- და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2---------ს №0--------- გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შემოწმდეს განსახილველი დავის ფარგლებში.
სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომელის თანახმაც, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მა------ დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; „ბ“ პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; „გ“ პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია.
დადგენილია, რომ გ----ის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 2------სს რეგისტრირებულია №5-- დაბადების აქტის ჩანაწერი მონაცემებით: ბავშვის სახელი - ე-–---, გვარი - თ---–-–---–ი (შესწორდა გვარით - მ------–ი) დაბადების თარიღი - 1--- წლის 2------სი, მშობლები: მამა - თ---–-–---–ი რ------ (შესწორდა სახელით - რ-----ი) ს------ს ძე, დედა - მ------–ი მ----ა ნ-----–-----ს ასული. გაცემულია დაბადების მოწმობა V-------------.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებას წარმოადგენს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე-80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 2-----------ს, ე-–--- მ------–ის წარმომადგენელმა - გ-----------მ №0----------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ე-–--- მ------–ის დაბადების ჩანაწერში ბავშვის დაბადების თარიღის შესწორება, კერძოდ, დაბადების თარიღად „2---------წ.“ დაფიქსირება მოითხოვა.
განმცხადებელმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა დაბადების V------------- მოწმობის ასლი შემდეგი მონაცემებით: სახელი - ე-–---, გვარი - თ---–-–---–ი, დაბადების თარიღი სიტყვიერად მითითებულია - „ო–---------------------–---------------–--------–--–ი“, ხოლო რიცხვებით - „2---------“, ჩანაწერის რეგისტრაციის თარიღი და მოწმობის გაცემის თარიღი - „2---------“, აქტი №5--.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი“, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის, ასევე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
აღნიშნული წესის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს. მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0----------ის №0----------- გადაწყვეტილებით მოქალაქე გ-----------ს უარი ეთქვა 2017 წლის 2-----------ს №0----------- განცხადებაზე, კერძოდ, დაბადების თარიღის შესწორების ნაწილში.
2017 წლის 2----------რს ე-–--- მ-----–ის წარმომადგენელმა - გ-----------მ №2----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და 2017 წლის 0----------ის №0----------- გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაბადების მოწმობაში თარიღის შესწორება მოითხოვა (მოთხოვნა დაზუსტდა 2017 წლის 2-----------ის №2----- განცხადებით).
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2---------ს №0--------- გადაწყვეტილებით ე-–--- მ------–ის წარმომადგენლის გ--- ს-----ის 2017 წლის 2-----------ის №2----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0----------ის №0----------- გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებზე. კერძოდ, 2002 წელს ე-–--- თ---–-–---–ის მიერ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში წარდგენილ დოკუმენტებში - განცხადება-ანკეტაში დაბადების თარიღად მითითებულია -2--------- წელი, ხოლო დაბადების V------------- მოწმობაში სიტყვიერად „ო–---------------------–---------------–----------–--–-“, რიცხობრივად - 2---------წ., რაც თანხვედრაშია გ----ის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 2------სს რეგისტრირებულ №5-- დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემთან, რომლის საფუძველზეც გაცემულია დაბადების მოწმობა V-------------. საქმეში ასევე წარმოდგენილია ე-–--- მ------–ის დედის - მ----ა ნ-----–-----ს ასული მ------–ის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქის პასპორტში (X-------------), შვილის (ე-–--- მ------–ი) - დაბადების თარიღად ასევე მითითებულია 1--- წლის 2------სი.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმადაც, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბა------ შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ არ არსებობს 1--- წლის 2------სის №5-- დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის, კერძოდ, ბავშვის დაბადების თარიღის შესწორების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სასამართლოში დამატებით წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის 2018 წლის 1--------–ის №7-------- წერილი, რომლის თანახმადაც, 1--- წლის აქტი №5-- რეგისტრირებულია გ------ი მ------–---–ზე, მარეგისტრირებელი გ----ი. ე-–--- რ------ს ას მ------–ის დაბადების აქტი №5-- რეგისტრირებულია 1--- წელს, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გ----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1--------–ის №5-------- წერილით ირკვევა, რომ მოქ. ე-–--- რ------ს ასულ მ------–ის (გვარის შესწორებამდე-თ---–-–---–ი) დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია გ----ის მმაჩის განყოფილების მიერ 2--------- წელს აქტით №5--. (აღნიშნული დაბადების აქტის ორივე ეგზემპლარი ბაზაშია). ე-–--- რ------ს ასულ მ-----–ის (გვარის შესწორებამდე-თ---–-–---–ი) დაბადების აქტის ჩანაწერი 1--- წლის გ----ის დაბადების აქტის ჩანაწერში რეგისტრირებული არ არის.
ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია V------------- დაბადების მოწმობის დამოწმებული ასლის საფუძველზე შესწორების განხორციელების თაობაზე და აღნიშნა, რომ ე-–--- მ------–ის მიერ წარმოდგენილ დაბადების მოწმობის ასლში მითითებულია ურთიერთშეუსაბამო მონაცემები. კერძოდ, ე-–--- თ---–-–---–ის (მ------–ი) დაბადების თარიღად რიცხობრივად დაფიქსირებულია 2--------- წელი, ხოლო სიტყვიერად - ო–---------------------–---------------–--------–--–ი. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ე-–--- მ------–ის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის შეცდომით მითითების ფაქტს, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემის (ბავშვის დაბადების თარიღი) სისწორე, სასამართლომ მოსარჩელის პოზიციის დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენება სარწმუნოდ არ მიიჩნია.
რაც შეეხება ე-–--- მ-----–ის გვარისა და მამის სახელის შეცვლის საკითხს, დადგენილია, რომ 2017 წლის 0--------ს „სახელის შეცვლის მოწმობის“ თანახმად, ე-–--ა რ------ს ასულ თ---–-–---–ს შეეცვალა გვარი და მამის სახელი და მიეთითა „ე-–--ა რ-----ის ასული მ------–ი“. სახელის შეცვლის შესახებ აქტი რეგისტრირებულია 2017 წლის 0-------ს, ს----–----ის ოლქის მუნიციპალური წარმონაქმნი „რ----–--ის რ-----ის“ ადმინისტრაციის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ, №1- სააქტო ჩანაწერით.
სასამართლომ მოიხმო „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების ერთ-ერთი საფუძველია ჩანაწერში დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. ამავე კანონის 78-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტში ცვლილების შეტანის ერთ-ერთი საფუძველია სახელის ან/და გვარის შეცვლა, ხოლო მე-18 მუხლის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის მიუხედავად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ შეწყვეტს საქმისწარმოებას ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის შესახებ განცხადების განხილვისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ასევე გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ 2017 წლის 0--------ს „სახელის შეცვლის მოწმობა“ წარმოადგენდა ე-–--- მ------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველს და მიუხედავად განმცხადებლის მოთხოვნისა ცვლილების შეტანის საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილი იყო დაბადების სააქტო ჩანაწერში განეხორციელებინა შესაბამისი შესწორება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 0----------ის №0----------- გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 2---------ს №0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის საშუალო განათლების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა - ატესტატი, სადაც მითითებული იყო რომ 1--- წელს დაბადებულმა ე-–--- თ---–-–---–მა (მ------–ი) 2--- წელს დაამთავრა მოსკოვის ოლქის ქ. ლ------–ის ქართული ლიცეუმის „კ---–----ის“ თერთმეტი კლასი. მტკიცებულებით ირკვევა, რომ მოსარჩელე პირველ კლასში იქნებოდა 5 წლის, ხოლო დაბადების აქტის ჩანაწერიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე სკოლაში 8 წლის შევიდა, რაც არ არის ლოგიკური.
სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტის შესახებ, რომ აპელანტს რუსეთის ფედერაციაში გაცემულ ყველა საბუთში დაბადების თარიღად უფიქსირდება 2--------- წელი, შესაბამისად, აპელანტი არის ე-–--- მ------–ი, რომელიც დაიბადა 1--- წლის 2-----------ს და ეს დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, აპელანტის მიერ წარმოდგენილი დაბადების მოწმობის ასლიდან, ატესტატიდან, დიპლომიდან, საპენსიო დაზღვევიდან, სერტიფიკატებიდან თუ სხვა საბუთებიდან, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და იხელმძღვანელა მხოლოდ იმ დოკუმენტაციით, რომლებიც ცალსახად არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეცდომის დაშვებას.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო არ დაინტერესებულა, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული ხარვეზის გამოსწორება. განმცხადებელი არ ითვლება რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ, ასევე დაუდგენელია, ითვლება თუ არა იგი საქართველოს მოქალაქედ. განმცხადებელი 1----იანი წლებიდან მოღვაწეობს რუსეთში, ასევე აპირებს გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ამისათვის კი მას დასჭირდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, მას აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს ეს უკანასკნელი იმ საფუძვლით, რომ მისი დედა არის რუსეთის მოქალაქე. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ამჟამად განმცხადებელი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, იგი აპირებს უარი განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობაზე, გადავიდეს საცხოვრებლად რუსეთში, მოიპოვოს დასახული გზით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და შესაბამისად აიღოს პასპორტი. ამ ქმ----ბის განსახორციელებლად მას დასჭირდება თავისი დაბადების მოწმობა, სადაც სწორად უნდა იყოს მითითებული მისი დაბადების თარიღი - 2----/1--- წელი, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო რეესტრის ბაზასა და ყველა დოკუმენტში განმცხადებლის დაბადების თარიღად მითითებულია 1--- წლის 2-----------. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით წარადგენს თავის დაბადების მოწმობას, სადაც მისი დაბადების თარიღი მითითებული იქნება შეცდომით - 2----/1--- წელი, რუსეთის ფედერაციის პასპორტშიც ანალოგიურად იგივე თარიღი დაფიქსირდება, ეს ფაქტი კი მთლიანად ეჭვქვეშ დააყენებს განმცხადებლის პიროვნებას, რადგანაც ვერ მოხერხდება მისი იდენტიფიკაცია და გაიგივება იმ პიროვნებასთან, რომელიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რუსეთში, მიიღო განათლება, აქვს სამსახური.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე და ცდილობს, დაადგინოს, რამდენ დოკუმენტშია მითითებული დაბადების თარიღად 2--------- წელი, თუმცა არც კი ცდილობს გაავლოს პარალელები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და საქმეს განიხილავს მხოლოდ ერთი კუთხით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და განსახილველ დავასთან მიმართებაში არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, არ ასახავს არსებულ სრულ რეალობას, საჭიროებს მეტ კონკრეტიზაციას, სამართლებრივი საფუძვლების მითითებას და განმარატებას. ადმინისტრაციულ ორგანოთა და სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხთან მიმართებაში სათანადოდ გამოკვლეული არ იქნა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, არ შეაფასა ისინი, არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები და გადაწყვეტილება მიიღო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების კვლევის გარეშე. მოსარჩელემ კანონის დაცვით მიმართა მოპასუხეს მოქმ----ბის გასახორციელებლად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომის გასწორების თაობაზე. ამის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, დოკუმენტები, რომლებშიც მოსარჩელის დაბადების თარიღად მითითებულია 1--- წლის 2-----------, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეთა მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ნამდვილად ქალაქ თბილისში დაიბადა, 1--- წლის 2-----------ს, მ----ა------ დღესასწაულზე.
აპელანტი თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
სააპელაციო პალატა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ 1--- წლის 2------სს რეგისტრირებული დაბადების სააქტო ჩანაწერი და V------------- დაბადების მოწმობის ასლი, რომელშიც დაბადების რეგისტრაციის თარიღი - 1--- წლის 2----------- - მითითებულია არასწორად, გაცემულია მოსარჩელეზე, ე-–--- მ------–ზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ე-–--- მ------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული დაბადების თარიღის სისწორის დადგენა, არსებობს თუ არა მასში შესწორების შეტანის საფუძვლები.
სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს განსაზღვრავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტიდან გამომდინარე, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მათ შორის, დაბადება, ხოლო იმავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; „გ“ პუნქტის მიხედვით კი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია.
დადგენილია, რომ გ----ის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 2------სს რეგისტრირებულია №5-- დაბადების აქტის ჩანაწერი მონაცემებით: ბავშვის სახელი - ე-–---, გვარი - თ---–-–---–ი (შესწორდა გვარით - მ------–ი) დაბადების თარიღი - 1--- წლის 2------სი, მშობლები: მამა - თ---–-–---–ი რ------ (შესწორდა სახელით - რ-----ი) ს------ს ძე, დედა - მ------–ი მ----ა ნ-----–-----ს ასული. გაცემულია დაბადების მოწმობა V-------------. ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის 2-----------ს, ე-–--- მ------–ის წარმომადგენელმა - გ-----------მ №0----------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ე-–--- მ------–ის დაბადების ჩანაწერში ბავშვის დაბადების თარიღის შესწორება, კერძოდ, დაბადების თარიღად „2---------წ.“ დაფიქსირება მოითხოვა. განმცხადებელმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა დაბადების V------------- მოწმობის ასლი შემდეგი მონაცემებით: სახელი - ე-–---, გვარი - თ---–-–---–ი, დაბადების თარიღი სიტყვიერად მითითებულია - „ო–---------------------–---------------–--------–--–ი“, ხოლო რიცხვებით - „2---------“, ჩანაწერის რეგისტრაციის თარიღი და მოწმობის გაცემის თარიღი - „2---------“, აქტი №5--. მოსარჩელეს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ უარი ეთქვა დაბადების თარიღის ცვლილებაზე.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებას წარმოადგენს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე-80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. იმავე კანონის 79-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით კი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის ერთ-ერთი საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა. ამასთან, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბა------ შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული წესის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს. მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესაძლებელია ცვლილების შეტანა, თუმცაღა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. როდესაც მხარე მიუთითებს, რომ არსებული ჩანაწერი არასწორია, შეცდომას წარმოადგენს, მანვე უნდა უზრუნველყოს იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ნამდვილად დაადასტურებს არსებული ჩანაწერის უსწორობას.
განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ 2002 წელს ე-–--- თ---–-–---–ის მიერ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში წარდგენილ დოკუმენტებში - განცხადება-ანკეტაში დაბადების თარიღად მითითებულია -2--------- წელი, ხოლო დაბადების V------------- მოწმობაში სიტყვიერად „ო–---------------------–---------------–----------–--–-“, რიცხობრივად - 2---------წ., რაც თანხვედრაშია გ----ის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წლის 2------სს რეგისტრირებულ №5-- დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემთან, რომლის საფუძველზეც გაცემულია დაბადების მოწმობა V-------------.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ე-–--- მ------–ის დედის - მ----ა ნ-----–-----ს ასული მ------–ის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქის პასპორტში (X-------------), შვილის (ე-–--- მ------–ი) - დაბადების თარიღად ასევე მითითებულია 1--- წლის 2------სი, ხოლო მშობლის პასპორტში ვერ იქნებოდა დაფიქსირებული და მითითებული შვილზე მონაცემები, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის 2018 წლის 1--------–ის №7-------- წერილი, რომლის თანახმადაც, 1--- წლის აქტი №5-- რეგისტრირებულია გ------ი მ------–---–ზე, მარეგისტრირებელი გ----ი. ე-–--- რ------ს ას მ------–ის დაბადების აქტი №5-- რეგისტრირებულია 1--- წელს, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გ----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1--------–ის №5-------- წერილით ირკვევა, რომ მოქ. ე-–--- რ------ს ასულ მ------–ის (გვარის შესწორებამდე-თ---–-–---–ი) დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია გ----ის მმაჩის განყოფილების მიერ 2--------- წელს აქტით №5--. (აღნიშნული დაბადების აქტის ორივე ეგზემპლარი ბაზაშია). ე-–--- რ------ს ასულ მ-----–ის (გვარის შესწორებამდე-თ---–-–---–ი) დაბადების აქტის ჩანაწერი 1--- წლის გ----ის დაბადების აქტის ჩანაწერში რეგისტრირებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ არ არსებობს 1--- წლის 2------სის №5-- დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის, კერძოდ, ბავშვის დაბადების თარიღის შესწორების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემის უსწორობა ვერ იქნება დადასტურებული მხოლოდ იმ ფაქტით, რომ დაბადების მოწმობაში განსხვავებული თარიღი წერია, მით უფრო, როდესაც დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემის სისწორე არ დასტურდება. აპელანტის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი, სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ყველა დოკუმენტი, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე, გაცემულია დაბადების მოწმობის საფუძველზე და ამდენად, მათში მითითებული დაბადების თარიღი ზუსტად ვერ იქნება მიჩნეული. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების შინაარსის გათვალისწინებით, მხოლოდ მოწმეთა ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტის არსებობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. თუმცა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ V------------- დაბადების მოწმობის ასლი, რომელშიც დაბადების რეგისტრაციის თარიღი - 1--- წლის 2----------- - მითითებულია არასწორად, გაცემულია მოსარჩელეზე.
რაც შეეხება ე-–--- მ-----–ის გვარისა და მამის სახელის შეცვლის საკითხს, დადგენილია, რომ 2017 წლის 0--------ს „სახელის შეცვლის მოწმობის“ თანახმად, ე-–--ა რ------ს ასულ თ---–-–---–ს შეეცვალა გვარი და მამის სახელი და მიეთითა „ე-–--ა რ-----ის ასული მ------–ი“. სახელის შეცვლის შესახებ აქტი რეგისტრირებულია 2017 წლის 0-------ს, ს----–----ის ოლქის მუნიციპალური წარმონაქმნი „რ----–--ის რ-----ის“ ადმინისტრაციის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ, №1- სააქტო ჩანაწერით. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტში ცვლილების შეტანის ერთ-ერთი საფუძველია სახელის ან/და გვარის შეცვლა, ხოლო მე-18 მუხლის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის მიუხედავად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო არ შეწყვეტს საქმისწარმოებას ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის შესახებ განცხადების განხილვისას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ 2017 წლის 0--------ს „სახელის შეცვლის მოწმობა“ წარმოადგენდა ე-–--- მ------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველს და მიუხედავად განმცხადებლის მოთხოვნისა ცვლილების შეტანის საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილი იყო დაბადების სააქტო ჩანაწერში განეხორციელებინა შესაბამისი შესწორება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სადავო აქტების უკანონობა, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად გადაწყვიტა, რამდენადაც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე-–--- მ------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე მანანა ჩოხელი
მოსამართლეები თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე