მუხლი 86. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის უფლებამოსილების მქონე ორგანო
თავი XI — სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო.
2. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2011).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №ბს-235(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2025
…ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების…
საქმე №ბს-1113(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
…როგორც სადავო ჩანაწერის განხორციელებისას, ასევე ამჟამად მოქმედი,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ადგენს ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადას, მაგრამ მითითებული კანონის 86.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერის ბათილად ცნობა ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით,…
…სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა. ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს…
…მქონე ფაქტის დადგენა საფუძველს იყო მოკლებული და მამობის დადგენის აქტის ჩანაწერის რეგისტრაციით დარღვეულ იქნა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონი, სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს სასამართლო. სასამართლო აღნიშნავს, რომ…
…აქტი (№6----------; რეგ: 3---------). 2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით განმარტა, რომ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის’ ’ 1140-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 1148-ე მუხლისა და,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ქორწინების ბათილობას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო, შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახ.…