გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
080210017002119140
კატეგორია
დავის ტიპი
ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2840-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - ლ--–- ქ-----–--ე

წარმომადგენელი - რ---–--დ ჭე-–---

მოპასუხე - სსიპ სახ--–-–------------------------------------------------------------------–---------------------------ი

დავის საგანი - ქორწინების ჩანაწერის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (№2-----16) გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირებული ქორწინების აქტი (№6----------; რეგ: 3---------) ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------სა და დ-------ი ჩე---------ს შორის.

 

დავის არსი: მოსარჩელის განმარტებით, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (საქმე №2-----16) გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ დ-------ი ჩე---------მა (დაბ: 1--- წ.) და ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------მ (დაბ: 1--- წ.) იქორწინეს 1----–-–------------–ს. ხსენებული გადაწყვეტილების ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (იგივე მოპასუხესთან) წარდგენისას იგი მიიჩნიეს ხარვეზიანად, რადგან იგი იკითხებოდა ისე თითქოს ე-–--ა ლა-----------ს დაქორწინების მომენტში ჰქონდა ორი გვარი ლა------------ჩე---------ა, რაც სინამდვილეში ასე არ ყოფილა. კერძოდ, სასამართლოში თავდაპირველად შეტანილი განცხადების (14.0-.2--- წ. №2-- 2---) შესავლით ნაწილში ნათლად და გარკვევით იყო მითითებული, რომ დ-------ი ჩე---------მა და ე-–--ა ლა-----------მ იქორწინეს 1----–-–------------–ს, რის შემდეგაც ე-–--ა ლა-----------მ შეიცვალა გვარი და გახდა ჩე---------ა. განცხადების მოთხოვნით ნაწილში კი მითითებული იყო, რომ (სტილი დაცულია: დაადგინოთ დ-------ი ჩე---------ისა და ე-–--ა ლა------------ჩე---------ას ქორწინების ი/მნიშვნელობის ფაქტი, რომ ისინი დაქორწიდნენ 1----–-–------------–ს და იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში).

 

2----–-–----------ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422 მუხლის ,,გ’’ პუნქტის შესაბამისად, გაუქმდა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს გადაწყვეტილება ხსენებულ საქმეზე იმ მოტივით, რომ თავის დროზე სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა განმცხადებლის ლ--–- ქ-----–--ის ძმა ზვიადი ქ-----–--ე, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, საბერძნეთში. 2017 წლის 14 ივნისს კი ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ განიხილა და დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, მასზედ, რომ დ-------ი ჩე---------ი (დაბ: 1--- წ.) დაქორწინდა ე-–--ა ლა-----------ზე (დაბ: 1--- წ.) 1----–-–------------–ს, ქორწინება შედგა მარნეულის რაიონის სოფ. ო-------ში. ქორწინების შემდეგ ე-–--ა ლა-----------მ მიიღო გვარი ჩე---------ა.

მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილების დარეგისტრირებაზეც უარი უთხრა მოსარჩელეს იმ მოტივით, რომ როდესაც ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ 2----–-–----------ის განჩინებით (საქმე №2-----16) გააუქმა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს №2----16 გადაწყვეტილება, იმავდროულად უნდა გაუქმებულიყო ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხესთან დარეგისტრირებული ქორწინების აქტი (№6----------; რეგ: 3---------).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით განმარტა, რომ ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის’’ 1140-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 1148-ე მუხლისა და ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ქორწინების ბათილობას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო, შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახ. სერვისების განვითარების სააგენტო, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ვერ განახორციელებს მოქალაქეზე რეგისტრირებული რომელიმე ქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილობას.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (საქმე №2----16) გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ დ-------ი ჩე---------მა (დაბ: 1--- წ.) და ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------მ (დაბ: 1--- წ.) იქორწინეს 1----–-–------------–ს.

მტკიცებულება: ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (საქმე №2----16) გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 21-22).

 

3.1.2. დადგენილია, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–----------ის განჩინებით გაუქმდა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (საქმე №2----16) გადაწყვეტილება.

მტკიცებულება: ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–----------ის განჩინება.

- (იხ. ს.ფ. 26-27);

 

3.1.3. დადგენილია, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–------------ს N2----17 გადაწყვეტილებით ლ--–- ქ-----–--ის, ლიზა ქ-----–--ის და ზვიად ქ-----–--ის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ დ-------ი ჩე---------ი (დაბ: 1--- წ.) დაქორწინდა ე-–--ა ლა-----------ზე (დაბ: 1--- წ.) 1----–-–------------–ს, ქორწინება შედგა მარნეულის რაიონის სოფელ ო-------ში ქორწინების შემდეგ ე-–--ა ლა-----------მ მიიღო გვარი - ჩე---------ა.

მტკიცებულება: ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–-------------ს განჩინება.

- (იხ. ს.ფ. 28-29);

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილით ირკვევა, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–----------ის N2----16 წლის განჩინებების თანახმად, ლ--–- ქ-----–--ის განცხადება დარჩა განუხილველი, ზვიად ქ-----–--ის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (№2----16) გადაწყვეტილება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა განიხილა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია და გამოარკვია, რომ 2----–-–---------–---ს (№2-----16) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა ქორწინების აქტი (№6----------; რეგ: 3--------- წელს სსგს ქუთაისის სრ სამსახური მიერ) ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------სა და დ-------ი ჩე---------ას შორის. საქართველოს ტყიბულის მაგისტრი სასამართლოს წარმოდგენილი განჩინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ იმსჯელა და გამოიტანა განჩინება მხოლოდ 2----–-–---------–---ს №2----16 წლის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

 

ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლებელია ქორწინების გაბათილება/შეწყვეტა და არ არის ნამსჯელი სასამართლო განჩინებაში ქორწინების აქტის შეწყვეტისა ან გაბათილების დათქმის შესახებ, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა და ქორწინების შეწყვეტის ან ბათილობის შესახებ აღნიშვნა შეიტანოს მოქ. ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------სა და დ-------ი ჩე---------ას ქორწინების აქტის ჩანაწერში.

 

მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი. (ტ.1.ს/ფ 30).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სამოქალაქო კოდექსი;

5.2. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება); ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. ამავე კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. ხოლო, 1148-ე მუხლის შესაბამისად, არავის არ შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (საქმე №2----16) გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ი/მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ დ-------ი ჩე---------იმ (დაბ: 1--- წ.) და ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------მ (დაბ: 1--- წ.) იქორწინეს 1----–-–------------–ს. (იხ. ს.ფ. 21-22).

 

დადგენილია, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–----------ის განჩინებით გაუქმდა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (საქმე №2----16) გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 26-27);

 

დადგენილია, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–------------ს N2----17 გადაწყვეტილებით ლ--–- ქ-----–--ის, ლიზა ქ-----–--ის და ზვიად ქ-----–--ის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ დ-------ი ჩე---------იმ (დაბ: 1--- წ.) და ე-–-- ჩე---------ა-ლა-----------მ (დაბ: 1--- წ.) იქორწინეს 1----–-–------------–ს, ქორწინება შედგა მარნეულის რაიონის სოფელ ო-------ში ქორწინების შემდეგ ე-–--ა ლა-----------მ მიიღო გვარი - ჩე---------ა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–------------ს N2----17 გადაწყვეტილებით, განმცხადებლების იურიდიული ინტერესი მიღწეული იქნა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო რეგისტრაცია, რადგან ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (საქმე №2----16) გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა (№6----------; რეგ: 3---------) ქორწინების აქტი ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------სა და დ-------ი ჩე---------ს შორის, ხოლო აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინების ფაქტი უკავშირდება და წარმოშობს გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს დაქორწინებულ პირთა შორის, შესაბამისად ქორწინების რეგისტრაციის მომენტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მეუღლეთა შორის წარმოშობილი ამ ვალდებულებებისა თუ უფლებების რეალიზაციისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია არ შეიძლება ერთიდაიგივე პირთა მიმართ არსებობდეს ორი ქორწინების სააქტო ჩანაწერი.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (საქმე №2----16) გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული (№6----------; რეგ: 3---------) ქორწინების აქტის, ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------სა და დ-------ი ჩე---------ს შორის ბათილობის საკითხი.

 

6.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–------------ს N2----17 გადაწყვეტილებით ლ--–- ქ-----–--ის, ლიზა ქ-----–--ის და ზვიად ქ-----–--ის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ დ-------ი ჩე---------ი (დაბ: 1--- წ.) დაქორწინდა ე-–-- ლა-----------ზე (დაბ: 1--- წ.) 1----–-–------------–ს, ქორწინება შედგა მარნეულის რაიონის სოფელ ო-------ში. ქორწინების შემდეგ ე-–--ა ლა-----------მ მიიღო გვარი - ჩე---------ა.

დადგენილია, რომ დღემდე არ გაუქმებულა ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (საქმე №2----16) გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი ფაქტი, მასზედ, რომ დ-------ი ჩე---------მა (დაბ: 1--- წ.) და ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------მ (დაბ: 1--- წ.) იქორწინეს 1----–-–------------–ს, რაც წარმოადგენს ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–------------ს N2----17გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის რეგისტრაციაზე უარის საფუძველს, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ითხოვს გადახდილი სახ. ბაჟის მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებას. შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს ლ--–- ქ-----–--ის სარჩელი.

 

2. გაუქმდეს (ბათილად იქნეს ცნობილი) ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2----–-–---------–---ს (№2----16) გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული ქორწინების აქტი (№6----------; რეგ: 3---------) ე-–--ა ჩე---------ა-ლა-----------სა და დ-------ი ჩე---------ს შორის.

 

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე