განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.07.2018
საქმის ნომერი
330310015001168297
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310015001168297

საქმე №3ბ/1461-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – ჯ---–----- კ--------ე;

წარმომადგენელი- ნ-----–- გ---------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

წამომადგენელი - ლ--- დ-------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

წამომადგენელი - თ----- ს---------;

 

მესამე პირი - ე----- კ--------ე;

წარმომადგენელი - თ------- გ--------–--ე;

 

მესამე პირი - ლ--–- კ--------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

 

1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ე----- კ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1927 წლის 23 თებერვალს გაცემული №--- დაბადების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ ა-–---------- კ--------ე დაიბადა 1927 წლის 31 იანვარს. დედა - ბ----–- მ-----–ის ასული კ--------ე და მამა - ვ-–-------- მ-----–ის ძე კ--------ე (ტ.1, ს/ფ 204-205).

 

2.2. 2010 წლის 20 თებერვლის, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმით დგინდება, რომ ა-–---- კ--------ე დაბადებული 1927 წლის 31 იანვარს, გარდაიცვალა 2007 წელს (გარდაცვალების თვე და რიცხვი არ არის მითითებული) ქ. თბილისში, გ-–-------–-ში, გულით. ოქმის მიხედვით ა-–---- კ--------ის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელ პირებად/მოწმეებად მითითებულია ნ--- კ--------ე (ნათესავი) და ჯ---–----- კ--------ე (ნათესავი) (ტ.1, ს/ფ 126).

 

2.3. 2010 წლის 15 მარტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული №0---------- გარდაცვალების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ 1927 წლის 31 იანვარს დაბადებული ა-–---- კ--------ე გარდაიცვალა 2007 წელს (გარდაცვალების თვე და რიცხვი არ არის მითითებული) ქ. თბილისში. გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ 2010 წლის 20 თებერვალს შედგენილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის ოქმი (ტ.1, ს/ფ 192-193).

 

2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2012 წლის 24 დეკემბრის №------------ გადაწყვეტილებით შესწორდა მოქალაქე ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში სახელი ”ა-–----“ სახელით ”ა-–----------“ (ტ.1, ს/ფ 196-197).

 

2.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 18 ივნისის №---------- წერილით დგინდება, რომ ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემებით ა-–---- კ--------ეს პენსია შეწყვეტილი აქვს 2006 წლის 01 აგვისტოდან, დამატებითი საბუთის (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამდასტურებელი დოკუმენტის ახალი ნიმუშის) წარმოუდგენლობის გამო (ტ.1, ს/ფ 225).

 

2.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №--------- წერილით დგინდება, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობას ეთხოვა გარდაცვალების აქტის დადასტურების შესახებ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2010 წლის 20 თებერვლის ოქმის კანონიერების შესწავლა და მისი სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ტ.1, ს/ფ 317).

 

2.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2015 წლის 11 აგვისტოს №-------------- წერილით დგინდება, რომ გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის კანონიერების შესწავლის მიზნით ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დაბარებულები იყვნენ 2010 წლის 20 თებერვალს შედგენილი ოქმში მითითებული მოწმეები: ჯ---–----- კ--------ე და ნ--- კ--------ე. 2015 წლის 06 აგვისტოს გამოცხადებული იყო მხოლოდ ჯ---–----- კ--------ე, რომელიც არის ა-–---------- კ--------ის ძმისშვილი და ნ--- კ--------ის შვილი. მან დაადასტურა, რომ 2010 წლის 20 თებერვალს ა-–----/ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ შედგენილ ოქმში ფიქსირდება მისი ხელმოწერა და ეთანხმება, რომ ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2007 წელს (ტ.1, ს/ფ 199-200).

 

2.8. 2015 წლის 10 ივლისს ე----- კ--------ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ა-–---------- კ--------ის (დაბადებული 31.01.1927 წ.) გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა გარდაცვალების თარიღის ნაწილში, ვინაიდან გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში არასწორადაა მითითებული ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღი - 2007 წელი. რეალურად კი იგი გარდაიცვალა 2006 წლის 08 ნოემბერს. ე----- კ--------ის განმარტებით აღნიშნული საქმისწარმოებისადმი იურიდიული ინტერესს წარმოადგენს შემდგომში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა და ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების მოწმობის აღება (ტ.1, ს/ფ 292).

 

2.9. ე----- კ--------ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს ჩატარდა სხდომა. ზეპირ მოსმენაზე მონაწილეობას იღებდა ე----- კ--------ე, ჯ---–----- კ--------ის წარმომადგენელი თ----- ბ--------, მოწმეები: ნ--- მ------–---–ი, ლ--- ბ--------–---–ი და კ------ კ---------ი.

 

ზეპირ მოსმენაზე ე----- კ--------ემ მიუთითა, რომ მისი მამა ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის 08 ნოემბერს თბილისში. მისი განმარტებით ჯ---–----- კ--------ე არის მისი ბიძაშვილი (ა-–---------- კ--------ის ძმის შვილი), ხოლო ნ--- კ--------ე - ჯ---–----- კ--------ის დედა. მის მიერ ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების ფაქტის დადგენის განცხადებაში მამის გარდაცვალების თარიღი მიუთითა შეცდომით 2005 წელი. აღნიშნულ წელს გარდაიცვალა მისი დედა ნ--- კ--------ე.

 

ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწმე ნ--- მ------–---–მა განმარტა, რომ არის ე----- კ--------ის მეზობელი. ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა ე----- კ--------ის დედის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. ლ--- ბ--------–---–ის განმარტებით, ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა თ----- ბ--------საგან. ლ--- ბ--------–---–ი ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღად უთითებს 2007 წელს, ხოლო კ------ კ---------ს არ ახსოვს როდის გარდაიცვალა ა-–---------- კ--------ე (ტ.1, ს/ფ 339-348).

 

2.10. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე----- კ--------ის განცხადება და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 15 მარტს ნაძალადევის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ა-–---------- კ--------ის სახელზე რეგისტრირებული №0---------- გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი გარდაცვალების თარიღის ნაწილში (ტ.1, ს/ფ 55-59).

 

2.11. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 08 სექტემბრის №------------ გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა გარკვეულ დროში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მონაცემებით: ა-–---------- კ--------ე, პ/ნ 0----------, გარდაიცვალა 2006 წელს თბილისში. გარდაცვალების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია სრს გლდანი-ნაძალადევის სამსახურის მიერ 2010 წლის 15 მარტს №0---------- აქტით

(ტ.1, ს/ფ 309-312).

 

2.12. 2015 წლის 23 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ჯ---–----- კ--------ემ და მოითხოვა 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილების გაუქმება და ე----- კ--------ის საჩივრის შემსწავლელი პირებისათვის სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

2015 წლის 28 სექტემბრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №----------- გადაწყვეტილებით ჯ---–----- კ--------ის 2015 წლის 23 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი ,,ა-–---------- კ--------ის სახელზე რეგისტრირებული №0---------- გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე“ მიღებული იქნა წარმოებაში. ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს 2015 წლის 28 სექტემბრის №0-------- წერილით ე----- კ--------ის საჩივრის შემსწავლელი პირებისათვის სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი გადაგზავნილი იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში.

 

ჯ---–----- კ--------ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოებისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ჩატარდა ზეპირი მოსმენა, დაკითხული იქნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წელს. ამასთან, ჯ---–----- კ--------ის წარმომადგენელმა თ----- ბ-------მა ადმინისტრაციული წარმოებისას დაადასტურა, რომ არც ჯ---–----- კ--------ე და არც თვითონ არ ესწრებოდნენ ა-–---------- კ--------ის პანაშვიდს და დაკრძალვას, აღნიშნულის შესახებ მათთვის შემთხვევით გახდა ცნობილი 2007 წელს სოფელ დიღომში ახლობლის დაკრძალვაზე ყოფნის დროს, ხოლო მოწმე კ------ კ---------მა კი მიუთითა, რომ ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის შემოდგომაზე. მოწმემ აღნიშნა, რომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაკითხვისას ღელავდა და ამიტომ მიუთითა, რომ არ ახსოვდა ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების ზუსტი თარიღი, თუმცა მოგვიანებით გაახსენდა დეტალები.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ---–----- კ--------ის 2015 წლის 23 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი ”ა-–---------- კ--------ის სახელზე რეგისტრირებული №0---------- გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე“ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში (ტ.1, ს/ფ 11-20; 135-136).

 

2.13. მოწმე ლ--- ბ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ა-–---------- კ--------ის ბიძაშვილი. მისი განმარტებით, ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2005 წელს ე----- კ--------ის სახლში გ-–-------–-ში, რომლის შესახებაც შეიტყო 2007 წელს ჯ---–----- კ--------ის ოჯახში სტუმრობისას.

 

მოწმე კ------ კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ე----- კ--------ის მეზობელი, ა-–---------- კ--------ე გარდაცვალებამდე 2-3 წელი ცხოვრობდა შვილთან ე----- კ--------ესთან. ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის ნოემბერში ე----- კ--------ის სახლში გ-–-------–-ში. იგი იმყოფებოდა მის დაკრძალვაზე.

 

მოწმე ე----- ჯ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ე----- კ--------ის დედა ნ--- კ--------ე გარდაიცვალა 2005 წელს, ხოლო მისი მეუღლე ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის შემოდგომაზე (მოწმეეთა ჩვენება - იხ.: სხდომის ოქმი).

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: - დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.

 

”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა.

 

”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

 

”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებულ ”სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის” 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის წინაპირობის აღმოჩენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საკუთარი ინიციატივით გამოაქვს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობება პირებს, რომელთა მიმართ შედგენილია სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. ამავე ბრძანების 66-ე მუხლის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელია მხარეთა ახსნა-განმარტების მიღება, მოწმის ან ექსპერტის დაკითხვა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი წერილობითი გადაწყვეტილებით ნიშნავს ზეპირ მოსმენას.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 10 ივლისს ე----- კ--------ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა 1927 წლის 31 იანვარს დაბადებული ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, გარდაცვალების თარიღის ნაწილში, ვინაიდან გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში არასწორადაა მითითებული ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღი - 2007 წელი. რეალურად კი იგი გარდაიცვალა 2006 წლის 08 ნოემბერს.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესრტის სამსახურის 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე----- კ--------ის განცხადება და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 15 მარტს ნაძალადევის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ა-–---------- კ--------ის სახელზე რეგისტრირებული №0---------- გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი გარდაცვალების თარიღის ნაწილში.

 

2010 წლის 15 მარტს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული №0---------- გარდაცვალების აქტის ჩანაწერის მიხედვით, 1927 წლის 31 იანვარს დაბადებული ა-–---- კ--------ე გარდაიცვალა 2007 წელს (გარდაცვალების თვე და რიცხვი არ არის მითითებული) ქ. თბილისში. გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ 2010 წლის 20 თებერვალს შედგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის ოქმი. ასევე დადგენილია, რომ 2010 წლის 20 თებერვლის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმით, 1927 წლის 31 იანვარს დაბადებული ა-–---- კ--------ე გარდაიცვალა 2007 წელს (გარდაცვალების თვე და რიცხვი არ არის მითითებული) ქ. თბილისში, გ-–-------–-ში, გულით. ოქმის მიხედვით ა-–---- კ--------ის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელ პირებად/მოწმეებად მითითებულია ნ--- კ--------ე (ნათესავი) და ჯ---–----- კ--------ე (ნათესავი).

 

სასამართლომ მიუთითა 2010 წელს მოქმედ ”სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება/მიმართვა, რომელსაც უნდა დაერთოს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები. გარდაცვალების რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას ადგენდა აღნიშნული კანონის 881-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის ”გ.გ” ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვალების რეგისტრაციისათვის გარდაცვალების მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგენოდა გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 15 მარტს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული №0---------- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი ემყარებოდა კანონით დადგენილ მტკიცებულებას, თუმცა თავის მხრივ ა-–---------- კ--------ის მიმართ, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის მიხედვით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენელი დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა - ჯ---–----- კ--------ის და ნ--- კ--------ის ჩვენებებს და სხვა დამატებითი მოკვლევა მის მიერ ჩატარებული არ ყოფილა. ანუ ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღად 2007 წლის მითითება ემყარება ორი მოწმის - ჯ---–----- კ--------ის და ნ--- კ--------ის ჩვენებებს. ამასთან, არც აღნიშნული მოწმეები მიუთითებენ და არც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ჯ---–----- კ--------ე და ნ--- კ--------ე ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ ა-–---------- კ--------ის გარდაცვალებისთანავე, ისინი ესწრებოდნენ ა-–---------- კ--------ის პანაშვიდს და/ან დაკრძალვას. მეტიც, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოშიც და სასამართლო სხდომაზეც მოსარჩელე ჯ---–----- კ--------ის წარმომადგენელმა თ----- ბ-------მა მიუთითა, რომ ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების შესახებ მოსარჩელე მხარემ შეიტყო შემთხვევით, 2007 წელს სოფელ დიღომში ახლობლის დაკრძალვაზე ყოფნის დროს. ნ--- კ--------ე და ჯ---–----- კ--------ე ა-–---------- კ--------ის პანაშვიდს და/ან დაკრძალვას არ დასწრებიან. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ--- ბ--------–---–ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ იგი არის ა-–---------- კ--------ის ბიძაშვილი. მისი განმარტებით ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2005 წელს ე----- კ--------ის სახლში გ-–-------–-ში, რომლის შესახებაც შეიტყო 2007 წელს ჯ---–----- კ--------ის ოჯახში. მოწმემ დაადასტურა, რომ ა-–---------- კ--------ის დაკრძალვას არ დასწრებია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემებით ა-–---- კ--------ეს პენსია შეწყვეტილი აქვს 2006 წლის 01 აგვისტოდან, დამატებითი საბუთის (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამდასტურებელი დოკუმენტის ახალი ნიმუშის) წარმოუდგენლობის გამო.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 08 სექტემბრის №------------ გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა გარკვეულ დროში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მონაცემებით: ა-–---------- კ--------ე, პ/ნ 0----------, გარდაიცვალა 2006 წელს თბილისში. გარდაცვალების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია სრს გლდანი-ნაძალადევის სამსახურის მიერ 2010 წლის 15 მარტს №0---------- აქტით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ე----- კ--------ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღს არ წარმოადგენდა 2007 წელი. ასევე დადგინდა, რომ 2010 წლის 20 თებერვლის, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმში მითითებული მოწმის - ჯ---–----- კ--------ის მიერ დაფიქსირებული გარდაცვალების თარიღი 2007 წელი არ ეყრდნობოდა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, კონკრეტულ მტკიცებულებას, უფრო მეტიც მის მიერ აღნიშნული თარიღი გაიგივებული იქნა გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის შეტყობინების თარიღთან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სხდომაზე დაკითხული მოწმე კ------ კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ე----- კ--------ის მეზობელი, ა-–---------- კ--------ე გარდაცვალებამდე 2-3 წელი ცხოვრობდა შვილთან ე----- კ--------ესთან. ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის ნოემბერში ე----- კ--------ის სახლში გ-–-------–-ში. იგი იმყოფებოდა მის დაკრძალვაზე. ასევე, სასამართლომ მოწმე ე----- ჯ------–---–ის ჩვენებით დაადგინა, რომ ე----- კ--------ის დედა ნ--- კ--------ე გარდაიცვალა 2005 წელს, ხოლო მისი მეუღლე ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის შემოდგომაზე. მოწმემ მიუთითა, რომ იმყოფებოდა ა-–---------- კ--------ის დაკრძალვაზე.

 

მოწმე კ------ კ---------მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაკითხვისას ღელავდა და ამიტომ განმარტა, რომ არ ახსოვდა ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების ზუსტი თარიღი, თუმცა მოგვიანებით გაახსენდა დეტალები.

 

ამდენად, სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნია, რომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილება, ასევე კანონიერია სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივრის ავტორს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 33-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილებისა და თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ჯ---–----- კ--------ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორია მათი სამართლებრივი შეფასებაც.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საკითხი მასზედ, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრი დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება იმ საქმეზე, რომელზეც არსებობდა აქტი პირის გარდაცვალების შესახებ და აღნიშნულის გაუქმებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ - გამგეობამ უარი განაცხადა. აპელანტს მიაჩნია, რომ ვიდრე გამგეობის მიერ გამოცემული აქტი პირის გარდაცვალების დადგენის შესახებ კანონიერ ძალაშია, სამოქალაქო რეესტრი არ არის უფლებამოსილი განიხილოს გარდაცვალების შესახებ სააქტო ჩანაწერში ცვლილების განხორციელების საკითხი.

 

აპელანტი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოსურათებზე, სადაც ასახულია გარდაცვლილის ქვა და აღნიშნავს, რომ მასზედ განხორციელებული გარდაცვალების თარიღის ჩანაწერი არის გადასწორებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. 1927 წლის 23 თებერვალს გაცემული №--- დაბადების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ ა-–---------- კ--------ე დაიბადა 1927 წლის 31 იანვარს. დედა - ბ----–- მ-----–ის ასული კ--------ე და მამა - ვ-–-------- მ-----–ის ძე კ--------ე.

 

4.2. 2010 წლის 20 თებერვლის, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმით დგინდება, რომ ა-–---- კ--------ე დაბადებული 1927 წლის 31 იანვარს, გარდაიცვალა 2007 წელს (გარდაცვალების თვე და რიცხვი არ არის მითითებული) ქ. თბილისში, გ-–-------–-ში, გულით. ოქმის მიხედვით ა-–---- კ--------ის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელ პირებად/მოწმეებად მითითებულია ნ--- კ--------ე (ნათესავი) და ჯ---–----- კ--------ე (ნათესავი).

 

4.3. 2010 წლის 15 მარტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული №0---------- გარდაცვალების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ 1927 წლის 31 იანვარს დაბადებული ა-–---- კ--------ე გარდაიცვალა 2007 წელს (გარდაცვალების თვე და რიცხვი არ არის მითითებული) ქ. თბილისში. გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ 2010 წლის 20 თებერვალს შედგენილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის ოქმი.

 

4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის 2012 წლის 24 დეკემბრის №------------ გადაწყვეტილებით შესწორდა მოქალაქე ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში სახელი ”ა-–----“ სახელით ”ა-–----------“.

 

4.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 18 ივნისის №---------- წერილით დგინდება, რომ ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემებით ა-–---- კ--------ეს პენსია შეწყვეტილი აქვს 2006 წლის 01 აგვისტოდან, დამატებითი საბუთის (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ახალი ნიმუშის) წარმოუდგენლობის გამო.

 

4.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 24 ივნისის №--------- წერილით დგინდება, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობას ეთხოვა გარდაცვალების აქტის დადასტურების შესახებ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2010 წლის 20 თებერვლის ოქმის კანონიერების შესწავლა და მისი სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

 

4.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2015 წლის 11 აგვისტოს №-------------- წერილით დგინდება, რომ გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის კანონიერების შესწავლის მიზნით ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დაბარებულები იყვნენ 2010 წლის 20 თებერვალს შედგენილ ოქმში მითითებული მოწმეები: ჯ---–----- კ--------ე და ნ--- კ--------ე. 2015 წლის 06 აგვისტოს გამოცხადებული იყო მხოლოდ ჯ---–----- კ--------ე, რომელიც არის ა-–---------- კ--------ის ძმისშვილი და ნ--- კ--------ის შვილი. მან დაადასტურა, რომ 2010 წლის 20 თებერვალს ა-–----/ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ შედგენილ ოქმში ფიქსირდება მისი ხელმოწერა და ეთანხმება, რომ ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2007 წელს.

 

4.8. 2015 წლის 10 ივლისს ე----- კ--------ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ა-–---------- კ--------ის (დაბადებული 31.01.1927 წ.) გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა გარდაცვალების თარიღის ნაწილში, ვინაიდან გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში არასწორადაა მითითებული ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღი - 2007 წელი. რეალურად კი იგი გარდაიცვალა 2006 წლის 08 ნოემბერს. ე----- კ--------ის განმარტებით აღნიშნული საქმისწარმოებისადმი იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს შემდგომში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა და ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების მოწმობის აღება (ტ.1, ს/ფ 292).

 

4.9. ე----- კ--------ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს ჩატარდა სხდომა. ზეპირ მოსმენაზე მონაწილეობას იღებდა ე----- კ--------ე, ჯ---–----- კ--------ის წარმომადგენელი თ----- ბ--------, მოწმეები: ნ--- მ------–---–ი, ლ--- ბ--------–---–ი და კ------ კ---------ი.

 

ზეპირ მოსმენაზე ე----- კ--------ემ მიუთითა, რომ მისი მამა ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის 08 ნოემბერს თბილისში. მისი განმარტებით ჯ---–----- კ--------ე არის მისი ბიძაშვილი (ა-–---------- კ--------ის ძმის შვილი), ხოლო ნ--- კ--------ე - ჯ---–----- კ--------ის დედა. მის მიერ ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების ფაქტის დადგენის განცხადებაში მამის გარდაცვალების თარიღი მიუთითა შეცდომით 2005 წელი. აღნიშნულ წელს გარდაიცვალა მისი დედა ნ--- კ--------ე.

 

ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწმე ნ--- მ------–---–მა განმარტა, რომ არის ე----- კ--------ის მეზობელი. ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა ე----- კ--------ის დედის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. ლ--- ბ--------–---–ის განმარტებით, ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა თ----- ბ--------საგან. ლ--- ბ--------–---–ი ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღად უთითებს 2007 წელს, ხოლო კ------ კ---------ს არ ახსოვს როდის გარდაიცვალა ა-–---------- კ--------ე.

 

4.10. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე----- კ--------ის განცხადება და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 15 მარტს ნაძალადევის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ა-–---------- კ--------ის სახელზე რეგისტრირებული №0---------- გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი გარდაცვალების თარიღის ნაწილში.

 

4.11. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 08 სექტემბრის №------------ გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა გარკვეულ დროში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მონაცემებით: ა-–---------- კ--------ე, პ/ნ 0----------, გარდაიცვალა 2006 წელს თბილისში. გარდაცვალების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია სრს გლდანი-ნაძალადევის სამსახურის მიერ 2010 წლის 15 მარტს №0---------- აქტით..

 

4.12. 2015 წლის 23 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ჯ---–----- კ--------ემ და მოითხოვა 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილების გაუქმება და ე----- კ--------ის საჩივრის შემსწავლელი პირებისათვის სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

2015 წლის 28 სექტემბრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №----------- გადაწყვეტილებით ჯ---–----- კ--------ის 2015 წლის 23 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი ,,ა-–---------- კ--------ის სახელზე რეგისტრირებული №0---------- გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე“ მიღებული იქნა წარმოებაში. ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს 2015 წლის 28 სექტემბრის №0-------- წერილით ე----- კ--------ის საჩივრის შემსწავლელი პირებისათვის სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი გადაგზავნილი იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში.

 

ჯ---–----- კ--------ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოებისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ჩატარდა ზეპირი მოსმენა, დაკითხული იქნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წელს. ამასთან, ჯ---–----- კ--------ის წარმომადგენელმა თ----- ბ-------მა ადმინისტრაციული წარმოებისას დაადასტურა, რომ არც ჯ---–----- კ--------ე და არც თვითონ არ ესწრებოდნენ ა-–---------- კ--------ის პანაშვიდს და დაკრძალვას, აღნიშნულის შესახებ მათთვის შემთხვევით გახდა ცნობილი 2007 წელს სოფელ დიღომში ახლობლის დაკრძალვაზე ყოფნის დროს, ხოლო მოწმე კ------ კ---------მა კი მიუთითა, რომ ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის შემოდგომაზე. მოწმემ აღნიშნა, რომ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაკითხვისას ღელავდა და ამიტომ მიუთითა, რომ არ ახსოვდა ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების ზუსტი თარიღი, თუმცა მოგვიანებით გაახსენდა დეტალები.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ---–----- კ--------ის 2015 წლის 23 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი ”ა-–---------- კ--------ის სახელზე რეგისტრირებული №0---------- გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე“ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 21 აგვისტოს №------------ გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში.

 

4.13. მოწმე ლ--- ბ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ა-–---------- კ--------ის ბიძაშვილი. მისი განმარტებით, ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2005 წელს ე----- კ--------ის სახლში გ-–-------–-ში, რომლის შესახებაც შეიტყო 2007 წელს ჯ---–----- კ--------ის ოჯახში სტუმრობისას.

 

მოწმე კ------ კ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ე----- კ--------ის მეზობელი, ა-–---------- კ--------ე გარდაცვალებამდე 2-3 წელი ცხოვრობდა შვილთან ე----- კ--------ესთან. ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის ნოემბერში ე----- კ--------ის სახლში გ-–-------–-ში. იგი იმყოფებოდა მის დაკრძალვაზე.

 

მოწმე ე----- ჯ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ე----- კ--------ის დედა ნ--- კ--------ე გარდაიცვალა 2005 წელს, ხოლო მისი მეუღლე ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის შემოდგომაზე

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

4.2.3. განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ალექანდრე კ--------ის გარდაცვალების თარიღი. მნიშვნელოვანია შეფასდეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავდაპირველად გამოცემულ გარდაცვალების შესახებ აქტში დაფიქსირებული გარდაცვალების თარიღი იყო თუ არა ჭეშმარიტი. აღნიშნულის დადგენა განსაზღვარავს სადავო აქტების - გარდაცვალების შესახებ სააქტო ჩანაწერში გარდაცვალების თარიღის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებისა და მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტეილების კანონიერების ბედს.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2010 წლის 15 მარტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ გაიცა №0---------- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი, სადაც მიეთითა, რომ 1927 წლის 31 იანვარს დაბადებული ა-–---- კ--------ე გარდაიცვალა 2007 წელს (გარდაცვალების თვე და რიცხვი არ არის მითითებული). გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2010 წლის 20 თებერვლის ოქმი პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ. თავის მხრივ ამ ოქმის გამოცემის საფუძველი გახდა ნ--- კ--------ისა და ჯ---–----- კ--------ის განმარტება. ამდენად, 2010 წლის 15 მარტის სააქტო ჩანაწერის საფუძველს წარმოადგენდა გამგეობის ოქმი, რომელიც შედგენილი იყო მითითებულ პირთა ახსნა-განმარტების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისს ე----- კ--------ემ განცხადებით მიმართა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ა-–---------- კ--------ის სახელზე რეგისტრირებული გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა გარდაცვალების თარიღის ნაწილში, ვინაიდან ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის 08 ნოემბერს. განცხადებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო ადმისტრაციული წარმოება. სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა წერილობით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას და მოითხოვა მის მიერ გაცემული ოქმის კანონიერების შესწავლა და სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა. გამგეობამ ოქმის სისწორის დადგენის მიზნით, კვლავ მოიწვია ნ--- და ჯ---–----- კ--------ეები, რომელთაგან მხოლოდ ჯ---–----- კ--------ემ შეძლო გამოცხადება. მან კვლავ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების ჭეშმარიტება, რომ ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღი იყო 2007 წელი. აღნიშნულის საფუძველზე გამგეობამ ძალაში დატოვა მის მიერ გაცემული ოქმი, სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა კი განაგრძო ადმინისტრაციული წარმოება სააქტო ჩანაწერში დაფიქსირებული თარიღის ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

 

სააპელაციო პალატა უპირველესად ყურადღებას მიაქცევს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა გარდაცვალების შესახებ სააქტო ჩანაწერის სისწორეზე იმ პირობებში, როდესაც ძალაში იყო მისი საფუძველი დოკუმენტი - გამგეობის აქტი, რომელიც ადგენდა ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი აწესებს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის პრინციპს. კერძოდ, პირველ და მე-2 ნაწილთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტი.

 

აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი”, რომლის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. ამავე წესის 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს; მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, მოცემული წესიც ითვალისწინებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, რომლის მიზნითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებასა და ურთიერთშეჯერებას ახორციელებს მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის სამსახური თავად. ადმინისტრაციული ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა არ გულისხმობს მის უაპელაციოდ გათვალისწინებას, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოპოვებული ინფორმაციის სისწორეს მხარე ეჭვქვეშ აყენებს. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის ვალდებულებას წარმოადგენს შეაფასოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაც, რაც მის მიერ მისაღები გადაწყვეტილების კანონიერების განმსაზღვრელი იქნება. იმ შემთხვევაში თუკი სამოქალაქო რეესტრის სამსახურს არ ექნებოდა ვალდებულება, საეჭვოობის შემთხვევაში, გადაემოწმებინა გამგეობის მიერ მიწოდებული ოქმი, მაშინ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ფუნქცია გაურკვეველი დარჩებოდა, იგი მხოლოდ მოახდენდა გამგეობის მიერ დადგენილ ფაქტთა აღრიცხვას ყოველგვარი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რაც სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზანსა და კანონმდებლის ნებას პრინციპულად ეწინააღმდეგება. სწორედ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო წარმოადგენს იმ უფლებამოსილ პირს დაადგინოს და აღრიცხოს იმგვარი ფაქტები, როგორიცაა პირთა გარდაცვალება. მართალია აღნიშნულ ვალდებულებას იგი ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა ეს გარემოება სამოქალაქო რეესტრის სამსახურს არ ათავისუფლებს მოვალეობისგან სადავოობის შემთხვევაში კონტროლი განახორციელოს ფაქტების სისწორეზე. ადმინისტრაციულ ორგანოს მიკუთვნებული უფლებამოსილება ამავდროულად გულისხმობს მის ვალდებულებასაც. შესაბამისად, მას აღნიშნულ გადაწყვეტილებათა სისწორეზე ეკისრება პასუხისმგებლობაც. სწორედ აღნიშნული გარემოება და მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა საჭიროებს საქმის ყოველმხრივ გამოკვლევა, შესწავლასა და მათ საფუძველზე სწორ სამართლებრივ, დასაბუთებულ შეფასებას.

 

გარდა განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აქტის კანონიერების გადამოწმების ვალდებულებისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია საკუთარი ინიციატივის საფუძველზეც. ადმინისტრაციული ორგანო თვითკონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია გამოიკვლიოს, შეისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში ბათილად ცნოს მის მიერ გამოცემული აქტები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეჭვი მათ კანონიერებაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ სამოქალაქო რეესტრის სამსახური არ იყო უფლებამოსილი გამოეკვლია ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღი, მაშინ როდესაც გამგეობის ოქმით აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილი იყო. პირიქით, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენდა სამოქალაქო რეესტრის სამსახურის კანონისმიერ ვალდებას.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ჯ---–----- და ნ--- კ--------ეებისთვის ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა 2007 წელს. ისინი ა-–---------- კ--------ის გარდაცვალებას, მის პანაშვიდს და/ან დაკრძალვას არ დასწრებიან. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული პირები უტყუარად ვერ დაადასტურებდნენ ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების თარიღს. აღნიშნულის დადასტურებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პირი იყოს ფაქტის თვითმხილველი. გადაცემული ინფორმაცია ვერ იქნება სარწმუნო და მასზედ დაყრდნობით დადგენილი ფაქტიც ვერ იქნება სანდო.

 

გარდაცვალების ფაქტისა და თარიღის უტყუარად დადასტურების მიზნით როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწვეულ იქნენ მოწმეები. კერძოდ, კ------ კ---------ის ჩვენების თანახმად, იგი არის ე----- კ--------ის მეზობელი, ა-–---------- კ--------ე გარდაცვალებამდე 2-3 წელი ცხოვრობდა შვილთან ე----- კ--------ესთან. ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის ნოემბერში ე----- კ--------ის სახლში გ-–-------–-ში. იგი იმყოფებოდა მის დაკრძალვაზე. ასევე მოწმე ე----- ჯ------–---–მა დაადასტურა, რომ ა-–---------- კ--------ე გარდაიცვალა 2006 წლის შემოდგომაზე. მოწმემ მიუთითა, რომ იმყოფებოდა ა-–---------- კ--------ის დაკრძალვაზე. ამდენად, წარმოდგენილი მოწმეები გახლდათ თვითმხილველები ა-–---------- კ--------ის გარდაცვალებისა, ისინი იმყოფებოდნენ მის დაკრძალვაზე და აქვთ მეტად სარწმუნო და უტყუარი ინფორმაცია, ვიდრე შეიძლება ჰქონოდა ჯ---–----- და ნ--- კ--------ეებს.

 

პალატა ასევე, მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემებზე, რომლის თანახმად ა-–---- კ--------ეს პენსია შეწყვეტილი აქვს 2006 წლის 01 აგვისტოდან, დამატებითი საბუთის (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამდასტურებელი დოკუმენტის ახალი ნიმუშის) წარმოუდგენლობის გამო.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ცალსახად მიუთითებენ, რომ ა-–---------- კ--------ის გარდავალების თარიღს არ წარმოადგენდა 2007 წელი.

 

აპელანტი საკუთარი პოზიციის გამყარების მიზნით მიუთითებს ა-–---------- კ--------ის გარდაცვალების ქვაზე ამოტვიფრულ თარიღზე და აღნიშნავს, რომ იგი გადასწორებულია, რაც ადასტურებს ე----- კ--------ის განმარტების უზუსტობას. ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ ქვაზე თავდაპირველად დატანილი იყო თარიღი 2005, ხოლო შემდგომ გადასწორებულ იქნა და მითითებულია 2006. სააპელაციო პალატა ვერც აღნიშნულ პოზიციას გაიზიარებს და განმარტავს, რომ გარდაცვალების ქვაზე დატანილი ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს ოფიციალური დოკუმენტის საფუძველი, ვერც ადმინისტრაციული ორგანო და ვერც სასამართლო ვერ იმსჯელებს მის სისწორეზე. ამასთან, აპელანტის მიერ დასახელებული არც ეს გარემოება მიუთითებს ა-–---------- კ--------ის გარდაცვალებას 2007 წელს. საქეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტი ან/და დასაბუთებული მოსაზრება, რომელიც დაადასტურებდა ა-–---------- კ--------ის 2007 წელს გარდაცვალების ფაქტს, აღნიშნულის საპირწონედ კი საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც გამორიცხავს 2007 წელს გარდაცვალების ფაქტს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ სწორად მიიჩნია, რომ მის მიერ გამოცემული სააქტო ჩანაწერი ეფუძნებოდა არასწორ ინფორმაციას და კანონიერად გააუქმა იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას კანონშესაბამის აქტად მიაჩნია ასევე, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველს ჰქმნის.

 

4.3. განსახილველ საქმეზე აპელანტი სააპელაციო საჩივარში აფიქსირებს, რომ ითხოვს წინმსწრები განჩინებების გადასინჯვას, როგორიცაა ზოგიერთი მოწმეების დაკითხვაზე უარის თქმა, სპეციალისტის, ექსპერტის მოწვევის და განმარტების მოცემაზე უარის თქმა, მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, ე-----ი კ--------ის არაუფლებამოსილ პირად ცნობაზე უარის თქმა და ა.შ. სხვა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი დასახელებული მოთხოვნის დასაბუთების მიზნით არ მიუთითებს რაიმე კონკრეტულ ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ გარემოებაზე, არ აკონკრეტებს თუ რომელ მოწმეთა მოწვევაზე უარის თქმის ნაწილში არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას. ამასთან, ბუნდოვნად, დაკონკრეტების გარეშე მიუთითებს სხვა განჩინებებზე. პალატას საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ხოლო სასამართლოს მიერ გამოტანილი საპროცესო დოკუმენტები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ადგილი არ აქვს რომელიმე საპროცესო ნორმის დარღვევას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

სასამართლო ხარჯები:

 

6. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმიცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ---–----- კ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე