გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.02.2019
საქმის ნომერი
080310017002215145
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/1432-17 29 იანვარი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

მოსარჩელე - ო-–-----–-----ო

წარმომადგენელი - ი-----------–---–ი

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წყალტუბოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - მ--------------ე

დავის საგანი - ქორწინების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ოჩამჩირის (თბილისი) მმაჩის განყოფილების აღდგენითი 1997 წლის 20 აგვისტოს რეგისტრირებული N107 ქორწინების სააქტო ჩანაწერი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება ო-–-----–-----ოს და ა-------–---–-------ს ორი აქტიური ქორწინების ჩანაწერი: პირველი - N107 აქტი რეგისტრირებული ოჩამჩირის (თბილისი) მმაჩის განყოფილების მიერ 20.08.1997 წელს და მეორე - N39 აქტი რეგისტრირებული ოჩამჩირის N2 მმაჩის განყოფილების მიერ 30.07.2001წ. შესაბამისად, ვინაიდან რეგისტრირებულია ორი ქორწინების სააქტო ჩანაწერი სამოქალაქო რეესტრის ქუთაისის სამსახური მოსარჩელეს უარი ეთქვა ქორწინების მოწმობის გაცემაზე ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს 20.08.1997 წლის ოჩამჩირის (თბილისი) მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული N107 ქორწინების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობას.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2001 წლის 30 ივლისს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ შედგა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №39 შეიცავს ო-–-----–-----ოს და ა-------–---–-------ს შორის სწორ მონაცემებს, შესაბამისად მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 1997 წლის 20 აგვისტოს ოჩამჩირის (თბილისი) მმაჩის განყოფილებაში აღდგენით რეგისტრირებული N107 ქორწინების სააქტო ჩანაწერი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წყალტუბოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ 1987 წლის 3 აგვისტოს გაიცა ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმად, 1987 წლის 3 აგვისტოს დაქორწინდნენ 1965 წლის 12 ივლისს დაბადებული ა-------–--------------–----კო და 1967 წლის 10 აპრილს დაბადებული გ------------–------------–-ს ასული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1987 წლის 3 აგვისტოს ქორწინების მოწმობა (ასლი, თარგმანი);

 

3.1.2. ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, N107 ქორწინების სააქტო ჩანაწერში საცოლის ქორწინებამდე გვარი - გუცმანი შესწორდა გ-------ი-ზე. დაბადების ადგილი ოჩამჩირე შესწორდა რუსეთზე. დაემატა საქმროს ქორწინების შემდგომი გვარი ლისენკო, ხოლო ქორწინების N39 სააქტო ჩანაწერში საცოლის ქორწინებამდე გვარი - გუტმანი შესწორდა გ-------ი-ზე., სახელი ოლგა შესწორდა ო-–----ზე.

 

ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ცნობილი იქნა ბათილად ოჩამჩირის მმაჩის განყოფილებაში 1997 წლის 30 ივლისს აღდგენით რეგისტრირებული ო-–--- ანატოლის ასული გუტმანის დაბადების სამოქალაქო აქტი N951 ჩანაწერი, გადაწყვეტილების მიღების დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი ოჩამჩირის მმაჩის განყოფილებაში 2001 წლის 30 ივლისს აღდგენითი რეგისტრირებული ო-–--- ანატოლის ასული გ-------ის დაბადების სამოქალაქო აქტის N146 ჩანაწერი, გადაწყვეტილების მიღების დღიდან; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გაუქმდა ო-–-----–-----ოს პირადობის არასწორო მოწმობა და პასპორტი.

 

ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შესწორდა ა-------–---–-------ს და ო-–--- გ-------ის ქორწინების სააქტო ჩანაწერში (აქტი N39 და აქტი N107) საცოლის დაბადების თარიღი ,,10.04.1965“-წელი თარიღით ,,10.04.1967“-წელზე და ქორწინების აქტში N39 დაემატა საცოლის დაბადების ადგილი - რუსეთი, ქორწინების სააქტო ჩანაწერში (აქტი N107) საქმროს სახელში მიეთითა ,,ანატოლი“, მამის სახელში - ,,იურის ძე“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

-2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;

- 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 20.08.1997 წელს ოჩამჩირის (თბილისი) მმაჩის განყოფილების მიერ შედგა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №107, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1965 წელს 12 ივლისს დაბადებული ა-------–---–------- და 1967 (1965 წელი გადაშლილია) წლის 10 აპრილს დაბადებული ო-–-----–-----ო დაბადებული კრონშტატი, რუსეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების ჩანაწერის აქტი №107.

- მხარეთა ახსნა განმარტება;

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2001 წლის 30 ივლისს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ შედგა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №39, რომლის თანახმად 1987 წლის 3 აგვისტოს რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1965 წელს 12 ივლისს დაბადებული ა-------–--------------–----კო და 1967 წლის (1965 წელი გადაშლილია) 10 აპრილს დაბადებული გ-------ი ო-–---, ქორწინების შემდგომი გვარი ლისენკო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №39 ქორწინების აქტის ჩანაწერი;

- მხარეთა ახსნა განმარტება;

- ქორწინების მოწმობა;

 

3.1.4. დადგენილია, რომ ა-------–---–------- გარდაიცვალა 2015 წლის 7 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა;

 

4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ არ ხდიან.

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ‘‘სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი; სამოქალაქო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.

 

განსახილველ საქმეზე დავის საგანია 1997 წლის 20 აგვისტოს ოჩამჩირის (თბილისი) მმაჩის განყოფილებაში აღდგენით რეგისტრირებული N107 ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომლითაც მოხდა მოქალაქეების ო-–-----–-----ოს და ა-------–---–-------ს შორის ქორწინების რეგისტრაცია. აღნიშნული სააქტო ჩანაწერი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება); ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. ამავე კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. ხოლო, 1148-ე მუხლის შესაბამისად, არავის არ შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20.08.1997 წელს ოჩამჩირის (თბილისი) მმაჩის განყოფილების მიერ შედგა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №107, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1965 წელს 12 ივლისს დაბადებული ა-------–---–------- და 1965 წლის 10 აპრილს დაბადებული ო-–-----–-----ო.

 

ასევე დადგენილია, რომ 2001 წლის 30 ივლისს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ შედგა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №39, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1965 წელს 12 ივლისს დაბადებული ა-------–---–------- და 1967 წლის (1965 წელი გადაშლილია) 10 აპრილს დაბადებული გ-------ი ლისენკო ო-–---. აღსანიშნავია, რომ №39 სააქტო ჩანაწერი მე-16 გრაფაში შენიშვნის სახით, დაფიქსირებულია პირველადი ქორწინების მოწმობის მონაცემები შესაბამისად: 198წ. 03 აგვისტო.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების ფაქტი უკავშირდება და წარმოშობს გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს დაქორწინებულ პირთა შორის, შესაბამისად ქორწინების რეგისტრაციის მომენტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მეუღლეთა შორის წარმოშობილი ამ ვალდებულებებისა თუ უფლებების რეალიზაციისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით ბუნებრივია არ შეიძლება ერთიდაიგივე პირთა მიმართ არსებობდეს ორი ქორწინების სააქტო ჩანაწერი. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 1997 წლის 20 აგვისტოს ოჩამჩირის (თბილისი) მმაჩის განყოფილებაში აღდგენით რეგისტრირებული N107 ქორწინების სააქტო ჩანაწერი. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია არსებობდა თუ არა რეგისტრაციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება, რაც მის მიერ არ განხორციელდა, აღნიშნული კი №107 სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

7.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წყალტუბოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაგებლითვე ანუ საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს, რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ო-–-----–-----ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნას ცნობილი 1997 წლის 20 აგვისტოს ოჩამჩირის (თბილისი) მმაჩის განყოფილებაში აღდგენით რეგისტრირებული N107 ქორწინების სააქტო ჩანაწერი, მოქალაქეების ო-–-----–-----ოს (გ-------ი) და ა-------–---–-------ს ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი