მუხლი 50. ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები
თავი VII — საოჯახო სამართალი
1. ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ბავშვის წარმოშობის დადგენა ერთ-ერთი მშობლის მიხედვით ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ეს მშობელი განეკუთვნება. თუ დედა დაქორწინებულია, ბავშვის წარმომავლობა შეიძლება დადგინდეს იმ ქვეყნის სამართლითაც, რომელსაც ამ კანონის 45-ე მუხლის თანახმად ბავშვის დაბადებისას ქორწინების ზოგადი შედეგები ეფუძნებოდა. თუ ქორწინება შეწყდა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების გამო, ქორწინების შეწყვეტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
2. თუ მშობლები დაქორწინებულნი არ არიან, მამის ვალდებულებები ფეხმძიმე მეუღლის მიმართ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც დედას აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელ
…ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების“ 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის“ 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე…
…ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის…