1. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის სხვა ფორმების წარმოშობა, შინაარსის შეცვლა და შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც სამეურვეო პირი განეკუთვნება. უცხოელს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი საქართველოს სამართლის მიხედვით.
2. თუ მეურვეობის ღონისძიების გატარება აუცილებელია, მაგრამ დადგენილი არ არის, ვინ მონაწილეობს მეურვეობაში, ან თუ მონაწილე სხვა ქვეყანაში იმყოფება, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია სამეურვეო პირისათვის.
3. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის დროებითი ღონისძიებები ექვემდებარება მეურვეობის დამწესებელი ქვეყნის სამართალს.
საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №53 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების“ 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის“ 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
…საქართველოს კანონის მე-2, მე-10, 68-ე, 69-ე, 70-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 32-ე, 51-ე, 52-ე, 54-ე და 55-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ი.ქ–იას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ოლქის მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე№2-1424/2013) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე, 54-ე და 55-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, და დაადგინა: 1.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, მუხლი 54. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93712/muxli-54/