1. ქორწინების პირობები თითოეული დასაქორწინებელი პირისათვის ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება.
2. თუ ქორწინების პირობებიდან რომელიმე არ არსებობს და ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს, შესაძლებელია საქართველოს სამართლის გამოყენება, თუ:
ა) სხვა ქვეყნის სამართალი ქართულ ჩვეულებებთან შედარებით ზღუდავს ქორწინების თავისუფლებას;
ბ) წინა ქორწინება ხელს არ უშლის ხელახალ ქორწინებას;
გ) წინა ქორწინება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილებით შეწყვეტილი ან ბათილია;
დ) დასაქორწინებელი პირის ყოფილი მეუღლე გამოცხადებულია გარდაცვლილად.
3. ქორწინების ფორმის საკითხი განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც განხორციელდა ქორწინება. თუ დასაქორწინებელ პირთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის, ქორწინება საქართველოში შეიძლება განხორციელდეს იმ ქვეყანაში მოქმედი ქორწინების ფორმის შესაბამისად, რომელსაც ეს პირი განეკუთვნებ