მუხლი 36. სამართლის გამოყენება, როცა მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი
თავი VI — ვალდებულებითი სამართალი. სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები
1. თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს. ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია.
2. თუ ხელშეკრულების საგანია მიწის ნაკვეთზე უფლება ან მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც არის მიწის ნაკვეთი.
3. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებისას ივარაუდება, რომ იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც ხელშეკრულების დადებისას გადამზიდველს აქვს ადმინისტრაციის ძირითადი ადგილსამყოფელი, თუ ამავე ქვეყანაშია დატვირთვის, გადმოტვირთვის ან გამგზავნის ძირითადი ადგილსამყოფელი. სხვა შემთხვევებში მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
4. დაზღვევის ხელშეკრულებისას ივარაუდება, რომ იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც დასაზღვევი რისკის ძირითადი ნაწილი არსებობ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-493-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
…შემთხვევაში, სადავოა სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება, რომელსაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს, შესაბამისად, დავა სპეციალური კანონის მე-8, 35-ე და 36-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ უნდა გადაწყდეს. 39. რაც შეეხება სარჩელის წარდგენის ეტაპზე…
საქმე №ას-287-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2020
…შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც იურიდიული პირის ადმინისტრაციას აქვს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. აღნიშნული დოქტრინა ასახულია ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 წინადადებაშიც, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც…
საქმე №ას-1597-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
…განსჯადი არ არის, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, ის ინგლისის სასამართლოების მიერ, ინგლისური სამართლის შესაბამისად უნდა განხილულიყო. 20. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 35.1 და 36.1 მუხლების მიხედვით, სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე,…
…განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით“. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ…
…შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც იურიდიული პირის ადმინისტრაციას აქვს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. აღნიშნული დოქტრინა ასახულია ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 წინადადებაშიც, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც…