თავი VI — ვალდებულებითი სამართალი. სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები
1. სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით.
2. არჩეული ქვეყნის სამართალი მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს სხვა ქვეყნის სამართლით ხელშეკრულების დადების შემდეგაც.
3. სამართლის არჩევა ჩაითვლება ბათილად, თუ იგი უგულებელყოფს ხელშეკრულებასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართლის იმპერატიულ ნორმებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-493-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
…მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება, რომელსაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს, შესაბამისად, დავა სპეციალური კანონის მე-8, 35-ე და 36-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ უნდა გადაწყდეს. 39. რაც შეეხება სარჩელის წარდგენის…
საქმე №ას-287-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2020
…მიერ სამართლის არჩევის შემთხვევაშიც, იგი ჩაითვლება ბათილად, თუ იგი უგულებელყოფს ხელშეკრულებასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართლის იმპერატიულ ნორმებს. (საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 35-ე და 36-ე მუხლები). 33.ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება…
საქმე №ას-1597-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
…სასამართლოების განსჯადი არ არის, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, ის ინგლისის სასამართლოების მიერ, ინგლისური სამართლის შესაბამისად უნდა განხილულიყო. 20. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 35.1 და 36.1 მუხლების მიხედვით, სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა,…
…განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას“. ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება,…
…კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი [6] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 32-ე მუხლის პირველი პუნქტი [7] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 35-ე და 36-ე მუხლები [8] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 36-ე მუხლის პირველი პუნქტი [9] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის…
საქმე №ა-204-შ-43-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2004