გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
140210018002388653
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002388653

საქმე №2/693-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი - თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე ნ--ა ღ---–--ე

წარმომადგენელი ა-–---ი მ------–---–ი

მოპასუხე - შ----ა კ------–---–ი

წარმომადგენელი ლ---–ა ს----–---–ი, ტ---ა რ------ე

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 შეწყდეს ქორწინება ნ--ა ღ---–--ესა და შ----ა კ------–---–ს შორის, რეგისტრირებული 2006 წლის 21 სექტემბერს.

1.2 მოპასუხე შ----ა კ------–---–ს შვილების - მ----ლ კ------–---–ისა (დაბ.28.11.2006 წ.) და თ--------ზ კ------–---–ის (დაბ.10.12.2010 წ.) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულის სასარგებლოდ 350-350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 21 სექტემბრდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2006 წლის 28 ნოემბერს დაბადებული მ----ლ კ------–---–ი და 2010 წლის 10 დეკემბერს დაბადებული თ--------ზ კ------–---–ი. მხარის განმარტებით, ის მოპასუხესთან და მისი ოჯახის წევრებთან ხშირი კონფლიქტური ურთიერთობების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახი არასრულწლოვან შვილებთან ერთად. გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავს რომ მოპასუხე შ----ა კ------–---–ი 2 წელზე მეტია წასულია საზღვარგარეთ (ისრაელში). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს განქორწინებას და მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. ასევე მოსამზადებელ სხომაზე მისი წარმომადგნელი დაეთანხმა განქორწინებას და ალიმენტის ნაწილში სარჩელი ცნო 50-50 ლარის ნაწილში თითოეული ბავშის სასარგებლოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამსახურის განყოფილების მიერ გაცემული ქორწინების მოწმობით აა№123588 დასტურდება, რომ შ----ა კ------–---–ი და ნ--ა ღ---–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 21 სექტემბერიდან.

 

3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ მშვილები - მ----ლ (დაბ. 2006 წლის 28 ნოემბერს) და თ--------ზ (დაბ. 2010 წლის 10 დეკემბერს) კ------–---–ები .

 

3.1.4 მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მოპასუხე შ----ა კ------–---–ი რამდენიმე წელია წასულია საზღვარგარეთ;

 

3.1.5 მოსარჩელე ნ--ა ღ---–--ე შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში ქ. გორი, ანტონოვის ქ. №4.

 

3.1.6 მხარეთა განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ არასრულწლოვან მ----ლ კ------–---–ს გააჩნია თვალთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც პერიოდულად საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

4.1 მოპასუხე სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ და გააჩნია გარკვეული შემოსავალი

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--ა ღ---–--ის სარჩელი შ----ა კ------–---–ის მიმართ განქორწინების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ალიმენტის ნაწილში კი ნაწილობრივ და მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილების მ----ლ კ------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტი სარჩოს სახით თვეში 200 ლარის, ხოლო თ--------ზ კ------–---–ის სასარგებლოდ თვეში 180 ლარის, ჯამში 380 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძრვიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

6. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1158-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის საფუძველზე, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად კი, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

 

ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით ოჯახის აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის განმარტებით, იგი მოპასუხესთან და მის ოჯახის წევრებთან ხშირი კონფლიქტური ურთიერთობების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახი არასრულწლოვან შვილებთნ ერთად, თავად მოპასუხე შ----ა კ------–---–ი კი 2 წელზე მეტია რაც საზღვარგარეთ არის წასული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ქორწინება უნდა შეწყდეს განქორწინებით, ვინაიდან ქორწინება არის რა ორი პირის თავისუფალ ნებაზე დამყარებული კავშირი, მათგან თუნდაც ერთ-ერთის მხრიდან ოჯახის აღდგენასა და შენარჩუნებაზე უარი, უკვე გამორიცხავს შემდგომ თანაცხოვრებას. ასევე გასათვალისწინებელია ის წინა პირობები, რაც საქმეში მხარეთა მიერ იქნა განცხადებული სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტებების დროს, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს მხარეთა შორის არსებული ქორწინების შეწყვეტა განქორიწინებით.

 

”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.

 

”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დასტურდება, რომ მხარეები 2006 წლის 21 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, ამ ეტაპზე ოჯახის აღდგენა შუძლებელია, რის გამოც უნდა მოხდეს ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით. ამასთან, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზევე, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი საფუძველზე, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც არასრულწლოვანი ბავშვების, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი. სასამართლო ალიმენტის დანიშვნის დროს, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი, ამასთან მოპასუხის კმაყოფაზე არავინ იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების ერთობლიობა წარმოადგენს იმ საფუძველზე, რითაც ხდება სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა.

 

გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების ნორმალური აღზრდა - განვითარებისთვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს მისი ინტერესების დაკმაყოფილებას, რათა მომავალში იგი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გარკვეულწილად ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი გადატანილია მოსარჩელზე ანუ მოცემულ შემთხვევაში დედაზე, ხოლო მამა, იმ დოზით, როგორც დედა, ვერ იღებს მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში. სწორედ ალიმენტის შესაბამისი თანხის განსაზღვრით უნდა მოხდეს იმ მდგომარეობის გათანაბრება, რაც მოცემულ შემთხვევაში არის მხარეთა შორის. სასამართლო ბავშვების ინტერესების გათვლისწინებით, ასევე მოპასუხის, როგორც ალიმენტის გადამხდელის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად მხარეთა მიერ იქნა წარმოდგენილი, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვან მ----ლ კ------–---–ს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო პერიოდულად საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, მიიჩნევს, რომ ალიმენტის სახით შვილების მიმართ ჯამში 380 ლარის დაკისრება წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რაც დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე უნდა დაეკისროს შ----ა კ------–---–ს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, განქორწინების ნაწილში სრულად, ხოლო ალიმენტის ნაწილში ნაწილობრივ, ამასთან ვინაიდან მოპასუხემ პირველი და მესამე სასარჩელო მოთხოვნა სრულად სცნო, ხოლო მეორე-ნაწილობრივ, ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი შემდეგი გაანგარიშებით:

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 04 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დაუბრუნდეს, ხოლო მოპასუხეს ალიმენტის ნაწილში უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ--ა ღ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1 შეწყდეს ქორწინება ნ--ა ღ---–--ესა (დაბადებული 1985 წლის 23 სექტემბერს პ/ნ №5--------61) ქორწინებამდე და ქორწინების შემდგომი გვარი - ღ---–--ე) და შ----ა კ------–---–ს (დაბადებული - 1986 წლის 03 მაისს პ/ნ №59001028587,ქორწინებამდე და ქორწინების შემდგომი გვარი - კ------–---–ი) შორის, რეგისტრირებული 2006 წლის 21 სექტემბერს გორის სამსახურის განყოფილების მიერ (სააქტო ჩანაწერი მნ 0079438);

1.2 მოპასუხე შ----ა კ------–---–ს (პ/ნ №59001028587) არასრულწლოვანი შვილის 2006 წლის 28 ნოემბერს დაბადებული მ----ლ კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით სარჩელის შეტ---ს დღიდან _ 2018 წლის 04 აპრილიდან პირის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

1.3 მოპასუხე შ----ა კ------–---–ს (პ/ნ №59001028587) არასრულწლოვანი შვილის 2010 წლის 10 დეკემბერს დაბადებული თ--------ზ კ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი თვეში 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით სარჩელის შეტანის დღიდან _ 2018 წლის 04 აპრილიდან პირის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.

 

2. მოსარჩელე ნ--ა ღ---–--ეს (პ/ნ №5--------61) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 04 აპრილს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (განქორწინების ნაწილში).

 

3. მოპასუხე შ----ა კ------–---–ს სახელმწიფო ბიუეჯტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ალიმენტის ნაწილში).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე