1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას.
2. თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცავს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელ მონაცემებს, რაც შეუძლებელს ხდის პირის, რომლის მიმართ ხორციელდება სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, იდენტიფიცირებას ან იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის ზუსტი დროის დადგენას, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის 74-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისა