1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის წინაპირობის აღმოჩენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საკუთარი ინიციატივით გამოაქვს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობება პირებს, რომელთა მიმართ შედგენილია სამოქალაქო აქტის ჩანაწერ