1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ამ წესის 68-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ წესის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს ან განცხადებას არ ერთვის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფოტოსურათი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს კანონით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

3. ხარვეზის აღმოფხვრამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

4. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახე