1. გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ უნდა შეიცავდეს პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილსა და მშობლების მონაცემებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. გადაწყვეტილება გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ უნდა შეიცავდეს პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს, გარდაცვალების თარიღსა და ადგილს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. გადაწყვეტილებები დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა ასევე უნდა შეიცავდეს რეგისტრაციის თარიღს და რეგისტრაციის ორგანოს დასახელება