1. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, გარდაცვალების, აგრეთვე დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.

2. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, ასევე უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც შეუძლებელია განმცხადებლის მიერ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა ან ინფორმაციას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების არათანაზომიერი ხარჯების და ძალისხმევის გამომწვევი გარემოებების შესახებ;

ბ) დეტალურ ინფორმაციას იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებითაც განმცხადებელი ასაბუთებს დასადგენ ფაქტს;

გ) მოწმეთა სახელს, გვარსა და მისამართს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები დადგენილი უნდა იქნეს მოწმეთა ჩვენებებით.

3. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების და დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებებს უნდა დაერთოს იმ პირთა ფოტოსურათები, რომელთა მიმართაც უნდა დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირები გარდაცვლილები არია