თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ან გარდაცვალების, აგრეთვე დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არსებობს სამოქალაქო აქტის ორი სხვადასხვა ჩანაწერი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია მცდარი მონაცემები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განცხადების წარდგენაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2011 კანონი №5569
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება