მუხლი 427. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების შინაარსი
თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;
ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;
გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;
დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;
ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
2. თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
…ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს…
საქმე №ა-753-ა-7-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2026
…ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა/არარსებობის საკითხს; აღარ აფასებს, მითითებული საფუძველი რამდენად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ საქმის წარმოების განახლების რომელიმე წინაპირობას; აღარ ადგენს ვადას განცხადების სსსკ-ის 427-ე მუხლთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადება ფორმალური თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს საქართველოს…
…მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 427–ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14…
საქმე №ას-1350-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
…მოთხოვნით 10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განჩინებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, ზ.ხ–ძეს დაევალა 05 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 1) შუამდგომლობის სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით; 2) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის…
…განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. განცხადების განმხილველი სასამართლო, საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე საკუთარი ინიციატივით ამოწმებს ფორმალური თვალსაზრისით შეესაბამება თუ არა განცხადება კანონის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა…
…კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ, რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი და რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ამ განცხადების საფუძვლიანად მიჩნევას. დასახელებული კოდექსის 427-ე მუხლი ჩამოთვლის იმ წინაპირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა…
…მხრივ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სხვა საპროცესო მექანიზმებსაც, რომლებიც იძლევა განცხადების წარდგენისას დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუკი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან/და საქმის წარმოების…