სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლი · სსსკ 429
თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
…სასამართლოს მიერ ამ განჩინებით გადაწყვეტილი საკითხის შინაარსს. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული განჩინების საბოლოო ხასიათი ვერ განაპირობებს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვას. 16. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, ხოლო განცხადების დასაშვებობის რომელიმე პირობის არარსებობის შემთხვევაში, იგი განუხილველად უნდა დატოვოს.
…ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ.
საქმე №ბ-505-8(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
…არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ.
საქმე №ას-367-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
აღნიშნული წესი გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლიდან. 14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები, თავის მხრივ, იმპერატიული ხასიათისაა და მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ იძლევა ნორმაში მოცემული დანაწესისაგან სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- 285-ე, 399-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე, 425-ე, 427-ე, 429-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა 1. შპს „ო.ჰ–ის“ და შპს „ო.ჰ–ის 33.3% წილის მესაკუთრე პარტნიორის ო.ს–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინების (საქმე №ას-752-2025) ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
საქმე №ა-24-ა-5-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2026
საქმე №ას-278-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2026
საქმე №ბ-50-2(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2026
ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ამოწმებს, დასაშვებია თუ არა წარდგენილი განცხადება, მათ შორის, აკმაყოფილებს თუ არა 427-ე…
ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ამოწმებს, დასაშვებია თუ არა წარდგენილი განცხადება, მათ შორის, აკმაყოფილებს თუ არა 427-ე…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 429, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-429/