საქმე ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი № 18156/05)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 130111, 13/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ს

მეორე სექციის

განჩინება

საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“

(განაცხადი №18156/05)

 

2010 წლის 27 მაისი

ქ. სტრასბურგი

 

წინამდებარე განჩინება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ის შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ გადასინჯვას.

 

საქმეზე „ჭიჭინაძე საქარ თ ველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

ფრანსუაზ ტულკენსი, სასამართლოს თავმჯდომარე

ირენეუ კაბრალ ბარეტო

ვლადიმირო ზაგრებელსკი

დანუტე ჯოშიენე

დრაგოლიუბ პოპოვიჩი

ანდრეას შაიო

ნონა წოწორია

კრისტინა პარდალოსი, მოსამართლეები

და სალი დოლე, სექციის რეგისტრატორი

2010 წლის 4 მაისს გამართული დახურული თათბირის შემდეგ გამოიტანა შემდეგი განჩინება:

 

1. პროცედურა

1. საქმეს დაფუძვლად დაედო განცხადი (№18156/05) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2005 წლის 12 აპრილს, სასამართლოში შემოიტანა რუსეთის მოქალაქემ, ბნ-მა სულხან ჭიჭინაძემ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად. თავდაპირველად განაცხადი შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ განმცხადებელს არ შე ე ძლო ესარგებლა საკუთრებით, რომელიც მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო და სავალდებულო აღსრულებას დაქვემდებარებული განჩინებით გადაეცა. 2006 წლის 12 აგვისტოსა და 6 ნოემბერს განმცხადებელმა წარმოადგინა დამატებითი საჩივრები 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სამოქალაქო პროცესის განახლების შესახებ.

2. განმცხადებელს მიეცა უფლება, წარმოედგინა საქმე წერილობითი ფორმით, ქართულ ენაზე, სასამართლოს რეგლამენტის №34 §3 და 36 §2 მუხლების შესაბამისად. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა ყოფილი სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან – ბ-ნი დავით თომაძე.

3. 2007 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს მთავრობას ეცნობა 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან მიმართებაში კონვენციის 6§1, მე-13 მუხლებისა და №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიების შესახებ. სასამართლომ რუსეთის მთავრობას შესთავაზა პროცესში მესამე მხარედ ჩართვა (კონვენციის 36§1 მუხლი და სასამართლო რეგლამენტის 44-ე მუხლი). ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება განცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთდროულად განხილვის თაობაზე (მუხლი 29§3).

4. საქართველოს მთავრობამ („მთავრობა“) და განმცხადებლმა წარმოადგინეს მათი მოსაზრებები განცხადის დასაშვებობისა და არსებითი შესახებ (რეგლამენტის 54-ე „ა” მუხლი). რუსეთის მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ არ სურდა პროცესში მესამე მხარედ ჩართვა.

 

ფაქტები

 

1. საქმის გარემოებები

 

ა. ისტორია

5. განმცხადებელი დაიბადა 1952 წელს და ამჟამად ცხოვრობს ქ. ბელგოროდში, რუსეთის ფედერაციაში.

6. მას ეკუთვნის სახლი, რომელიც მდებარეობს მაზნიაშვილის ქუჩის №54-ში, ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში („აჭარის ა/რ“), საქართველო. სახლი და მომიჯნავე შენობა-ნაგებობები განლაგებულია 284 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთზე.

7. 1994 წლის 8 აპრილის კონტრაქტის („ნასყიდობის ხელშეკრულება“) საფუძველზე, განმცხადებელმა სახლის ნახევარი („სახლი მაზნიაშვილზე“) დაუთმო ბ-ნ გ-ს, იმჟამად, აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს 150.000.000 კუპონად (დროებითი ქართული ვალუტა, რომელიც მიმოქცევაში იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, ფულადი რეფორმის საჭიროებებიდან გამომდინარე). საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული თანხის მსყიდველობითი უნარი შეესაბამებოდა 300 ევროს. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა ნოტარიუსის მიერ. მოწმის მიერ აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით მოცემულ წერილობით ჩვენებაში ნათქვამია, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ბნ-მა გ-მ განმცხადებელს გადასცა 3.000 აშშ. დოლარი (2.199 ევრო) ნაღდი ფულის სახით. მაზნიაშვილზე მდებარე სახლის გაყიდვიდან მოკლე ხანში, განმცხადებელმა დატოვა ბათუმი და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში. სავარაუდოდ, ასეთი ნაჩქარევი გამგზავრების მიზეზი იყო ბნ-ი გ-ს მხრიდან განმცხადებელზე მუდმივი ზეწოლა სახლის მეორე ნაწილის დათმობის მოთხოვნით.

8. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის შექმნილი დაძაბული ვითარების შედეგად (იხ. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ“ №9103/04, §52) აჭარის მთავრობის წევრები, მათ შორის, ბ-ნი გ., გაიქცნენ ქვეყნიდან 2004 წლის მაისში.

 

ბ. განმცხადებლის საკუთრების უფლების წარმოშობა მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლზე

9. 2004 წლის 7 ივნისს, განმცხადებელმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ბნ. გ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებას ბათილად ცნობა იმ მიზეზით, რომ კონტრაქტი გაფორმებული იქნა ზეწოლის ქვეშ („სამოქალაქო საქმე“). კერძოდ, განმცხადებელი, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოპასუხემ – იმ დროისათვის ძალზე გავლენიანმა პირმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – მისი პიროვნებისა და ოჯახის მიმართ განხორციელებული მუქარით, იგი აიძულა დაეთმო მაზნიაშვილზე მდებარე სახლი სასაცილოდ მცირე თანხის სანაცვლოდ. განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს დადგენილებით მიწის დამაგრება დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 10. 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და გასცა განკარგულება მაზნიაშვილზე მდებარე ქონების დამაგრების შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება და დავის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა აღსასრულებლად გადაუგზავნა აჭარის იუსტიციის სამინისტროს ნოტარიუსთა პალატას. იმის გამო, რომ აღნიშნული არ გასაჩივრებულა, გადაწყვეტილება გახდა საბოლოო ხუთ დღეში და როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დამაგრების შესახებ ჩანაწერი სათანადო წესის დაცვით გაკეთდა მიწის რეესტრში.  

11. 2004 წლის 25 აგვისტოს აჭარის ა/რ პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ბნ. გ-ს წინააღმდეგ, მის მიერ თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებების გამო. აღნიშნული სისხლის სამართალწარმოების მიმდინარეობის საფუძველზე, პროკურორმა აჭარის უმაღლეს სასამართლოს მიმართა, ბრალდებულის უძრავ-მოძრავი ქონების – მათ შორ ი ს, მაზნიაშვილზე მდებარე ქონების კონფისკაციის მოთხოვნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37 (1) მუხლის („სსსკ“ „კონფისკაციის პროცესი“) საფუძველზე. პროკურორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაზნიაშვილზე მდებარე სახლი იყო 68 მ2 და შეფასებული იყო 50.000 ლარად (21.275 ევრო).

12. 2004 წლის 10 სექტემბერს, აჭარის უმაღლესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის თხოვნა და ბრძანა ბნ-ი გ-ს ქონების ნაწილის კონფისკაცია, რაც მოიცავდა მაზნიაშვილზე მდებარე სახლსაც. პროკურორმა ნაწილობრივი კონფისკაციის ფაქტი გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

13. 2004 წლის 18 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის – ბ.ნ-ი გ-ს დაუსწრებლად დააკმაყოფილა განმცხადებლის 2004 წლის 7 ივნისის განცხადება. სასამართლომ ბათილად ცნო ნასყიდობის ხელშეკრულება, დაადასტურა განმცხადებლის საკუთრების უფლება მაზნიაშვილზე მდებარე ქონებაზე და ბათუმის მიწის რეესტრის სააგენტოს, რომელიც წარმოადგენდა აჭარის იუსტიციის სამინისტროს ერთეულს, უბრძანა განეხორციელებინა რეგისტრაციისათვის საჭირო ფორმალობები. გადაწყვეტილებაში შემდეგ მითითებულია, რომ იგი გახდებოდა საბოლოო მოპასუხისათვის მისი გადაცემიდან ათ დღეში. კანონით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში, გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება საბოლოო გახდა – თარიღი უცნობია.

14. 2004 წლის 7 დეკემბერს, 2004 წლის 18 ნოემბრის სავალდებულო და საბოლოო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, განმცხადებელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სთხოვა კონფისკაციის პროცესის შეწყვეტა მაზნიაშვილზე მდებარე სახლთან მიმართებაში.

15. 2004 წლის 27 დეკემბერს ან 2005 წლის 26 იანვარს, 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე (საქმის მასალებში ფიგურირებს ოფიციალური დოკუმენტი, რომელზეც მითითებულია ორი სხვადასხვა თარიღი) ბათუმის მიწის რეესტრის სააგენტომ დაარეგისტრირა განმცხადებლის საკუთრების უფლება მაზნიაშვილზე მდებარე ქონებაზე, რაც შეადგენდა 68 მ2-ს. 2005 წლის 18 თებერვალს, რეესტრმა გასცა კიდევ ერთი სერ ტ იფიკატი, რომელიც ადასტურებდა განმცხადებლის საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე.

16. 2005 წლის 17 იანვარს, მას შემდეგ, რაც მოისმინა საქმე გენერალური პროკურატურისა და ბნ-ი გ-ს წარმომადგენლების თანდასწრებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მაზნიაშვილზე მდებარე სახლის ჩამორთმევას და ძალაში დატოვა გადაწყვეტილების სხვა დებულებები. სასამართლოსათვის ნათელი იყო, რომ 50.000 ლარად (21.275 ევრო) შეფასებული ქონება წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებას 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად. უზენაესმა სასამართლომ აჭარის უმაღლეს სასამართლოს მისცა მითითება მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ქონების კონფისკაციის პროცესის შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე.

17. 2005 წლის 18 მარტს, ბათუმის მიწის რეესტრის სააგენტომ წერილით მიმართა აჭარის პროკურატურას და ითხოვა განმარტება მაზნიაშვილზე მდებარე ქონების გარშემო. რეესტრის წარმომადგენელი დააბნია იმ ფაქტმა, რომ ქონება წარმოადგენდა განმცხადებლის საკუთრებას 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად და ამავდროულად, იყო მიმდინარე კონფისკაციის ობიექტი. გარდა ამისა, 2005 წლის 27 იანვრის ჩანაწერითა და 2005 წლის 18 თებერვლის სერ ტ იფიკატით დადასტურებული ფაქტების საწინააღმდეგოდ (იხ §15), რეესტრის თანამშრომელმა პროკურორს აცნობა, რომ განმცხადებლის საკუთრების უფლება მაზნიაშვილზე მდებარე ქონებაზე ჯერ არ იყო ოფიციალურად დარეგისტრირებული.

18. 2005 წლის 31 მარტით დათარიღებულ წერილში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ განმცხადებელი იყო მაზნიაშვილზე მდებარე სახლის მესაკუთრე 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით და მან დაამატა, რომ მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი შეჩერებული იყო.

 

გ. 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

19. 2005 წლის 24 მარტს, აჭარის პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და ითხოვა 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სამოქალაქო საქმის განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1 (ბ) პარაგრაფის საფუძველზე. პროკურორის განცხადებით, მაზნიაშვილზე მდებარე სახლის კონფისკაცია, რომელზეც საუბარი იყო აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, უკვე დადასტურებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. თუმცაღა, კონფისკაციის აღსრულება შეუძლებელი იყო 2004 წლის 18 ნოემბრის საწინააღმდეგო შინაარსის გადაწყვეტილების გამო. პროკურორი ჩიოდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მესამე მხარედ უნდა ჩაერთო იგი სამოქალაქო საქმეში, რომელიც უნდა შეჩერებულიყო კონფისკაციის თაობაზე მიმდინარე პროცესის დასრულებამდე.

20. 2005 წლის 7 აპრილსა და 18 ივნისს, განმცხადებელმა წარმოადგინა წერილობითი კომენტარი აჭარის პროკურორის მიერ დაყენებული ბათილად ცნობის მოთხოვნის საპასუხოდ. იგი დავობდა, რომ პროკურატურამ, როგორც კონფისკაციის პროცესის მხარემ, 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო 2005 წლის 17 იანვარს, უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომაზე. შედეგად, აჭარის პროკურორის თხოვნა ბათილად ცნობის შესახებ დაგვიანებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პარაგრაფების თანახმად. იგი ასევე მიუთითებდა, რომ მაზნიაშვილზე მდებარე სახლი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო საკუთრება და, შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს პროკურორთან ერთად მესამე მხარედ მოწვევა სამოქალაქო საქმეზე არ იყო მოსალოდნელი. აჭარის პროკურორს მინიმალური გულმოდგინება რომ გამოეჩინა და მაგალითისათვის, კონსულტაცია მიეღო ბათუმის მიწის რეესტრიდან ბ-ნ. გ-ს ქონების კონფისკაციის პროცესის დაწყებამდე _ 2004 წლის 25 აგვისტომდე, მისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი უკვე დამაგრებული იყო 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო პროცესის მსვლელობისას. განმცხადებელი ასევე აპროტესტებს პროკურორის შეცდომაში შემყვან განცხადებას, თითქოს მაზნიაშვილზე მდებარე სახლის კონფისკაცია დაამტკიცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

21. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გამეორებით, 2005 წლის 12 სექტემბერს, განმცხადებელმა გენერალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით სისხლის სამართლის საქმის დაწყების შესახებ აჭარის პროკურორის წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

22. 2005 წლის 23 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვ-მ განმცხადებელს, რომელიც ბელგოროდში ცხოვრობდა, გაუგზავნა დეპეშა და დაიბარა სასამართლოში 2005 წლის 30 სექტემბერს, აჭარის პროკურორის მიერ აღძრულ ბათილად ცნობის პროცესზე მოპასუხის სტატუსით. განმცხადებელმა გამოგზავნა საპასუხო დეპეშა 2005 წლის 27 სექტემბერს და ითხოვა სხდომის გადადება მისი ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით.

23. 2005 წლის 17 ოქტომბერს, მოსამართლე ვ-მ განმცხადებელი დეპეშის მეშვეობით დაიბარა სასამართლოში 2005 წლის 27 ოქტომბერს „მოპასუხის სტატუსით, ბათუმის ნოტარიუსის მიერ დაწყებულ პროცესზე“. დეპეშაში მითითებული იყო, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადაგზავნა წარმოებდა დაზღვეული ფოსტით.

24. 2005 წლის 18 ოქტომბერს, აჭარის პროკურატურამ შემდეგი ტექსტით უპასუხა განმცხადებლის 2005 წლის 12 სექტემბრის სისხლის სამართლის საჩივარს:

„როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აჭარის პროკურორის შუამდგომლობა და ხელახლა გახსნა საქმე. შედეგად, თქვენს მიერ წამოყენებული ბრალდება პროკურორის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, ...და თქვენ უფლება გაქვთ წარსდგეთ სასამართლოს წინაშე მოპასუხის სტატუსით“.

25. 2005 წლის 25 ოქტომბერს განმცხადებელმა მოსამართლე ვ-ს დეპეშით აცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლას და 2005 წლის 27 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე დასწრებას. მან მიუთითა, რომ ფოსტით აგზავნიდა აღნიშნულის დამადასტურებელ სამედიცინო დოკუმენტაციას და რომ საჯარო ნოტარიუსის განცხადება ჯერ კიდევ არ მიუღია.

26. 2005 წლის 1 ნოემბერს, განმცხადებელმა მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 ოქტომბრის გზავნილი (იხ. §23). მან შეიტყო, რომ ნოტარიუსმა, რომელმაც 1994 წლის 8 აპრილს დაამოწმა ნასყიდობის ხელშეკრულება, 2004 წლის 10 ოქტომბერს ითხოვა 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1 (ბ) პუნქტის საფუძველზე. ნოტარიუსი ჩიოდა, რომ იგი ჩართული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საქმეში მოპასუხის სტატუსით, რადგანაც 1996 წლის 3 მაისის საჯარო ნოტარიუსის აქტის თანახმად იგი პირადად აგებდა პასუხს აღნიშნული კონტრაქტის იურიდიულ ძალაზე. რაც შეეხება კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვას, ნოტარიუსი აცხადებდა, რომ მან 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ პირველად ადგილობრივი გაზეთიდან „ბათუმელები“ შეიტყო 2005 წლის 28 სექტემბერს. აღნიშნული სტატია, რომელიც დაიბეჭდა ზემოთ მითითებულ დღეს, დეტალურად აღწერდა კონფისკაციის პროცესსა და სამოქალაქო საქმეს, მიუთითებდა განმცხადებლისა და აჭარის პროკურორის კონფლიქტური ინტერესების არსებობაზე მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის გარშემო.

27. 2005 წლის 9 ნოემბერს მოსამართლე ვ-მ განმცხადებელი დეპეშით დაიბარა სასამართლოში 2005 წლის 14 ნოემბრისათვის, მოპასუხის სტატუსით „ბათუმის ნოტარიუსის მიერ დაწყებულ პროცესზე“. განმცხადებელმა მეორე დღეს გააგზავნა საპასუხო დეპეშა და ითხოვა სხდომის გადადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მან ასევე აცნობა მოსამართლე ვ-ს, რომ ფოსტით აგზავნიდა კომენტარს ნოტარიუსის მიერ დაყენებულ გაბათილების მოთხოვნაზე. ქალაქის სასამართლოს მიერ 2005 წლის 8 დეკემბერს მიღებული ზემოაღნიშნული კომენტარიდან ირკვევა, რომ განმცხადებელმა ნოტარიუსი მოიხსენია როგორც სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლების არმქონე (locus standi) ვისაც არ ჰქონდა უფლება ეჭვქვეშ დაეყენებინა დასრულებული სამოქალაქო საქმის შედეგი.

28. 2005 წლის 25 ნოემბერს განმცხადებელმა მოითხოვა დისციპლინუ რ ი პროცესის დაწყება მოსამართლე ვ-ს წანააღმდეგ. იგი ჩიოდა, რომ მოსამართლე გამოცხადების შესახებ დეპეშას მას სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე უგზვნიდა და ამგვარად, არ აძლევდა საშუალებას, გაცნობოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, რაც წარმოადგენდა მოსამართლის მიერ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევას.

29. 2005 წლის 30 ნოემბერს, მოსამართლე ვ-მ გან მ ცხადებელი კიდევ ერთხელ, დეპეშით დაიბარა სასამართლოში 2005 წლის 6 დეკემბერს, ნოტარიუსის მიერ აღძრული პროცესის განახლებულ სხდომაზე. 2005 წლის 5 დეკემბერს განმცხადებელმა საპასუხო დეპეშით ითხოვა სხდომის გადავადება.

30. 2006 წლის 14 მარტს, განმცხადებელმა ამანათით მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი გადაწყვეტილება – 2005 წლის 30 სექტემბრისა და 27 ოქტომბრის. კონვერტზე არსებული საფოსტო მარკა ადასტურებს, რომ მოსამართლე ვ-მ ამანათი გაგზავნა 2006 წლის 2 მარტს.

31. 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, მოსამართლე ვ. ადგენს, რომ ნოტარიუსის მიერ მოთხოვნილი 2005 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება დასაბუთებულია და 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნ ე ს ცნობილი და განახლდეს სამოქალაქო საქმის განხილვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1 (ბ) პუნქტის საფუძველზე. მოსამართლის გადაწყვეტილება დამყარებული იყო მხოლოდ ნოტარიუსის ზეპირ და წერილობით ჩვენებებზე და არ ხსნიდა მიზეზს თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ განმცხადებლის მოსაზრებების გათვალისწინება. სხვა დამატებითი მიზეზების გარეშე, მოსამართლემ დაამოწმა ნოტარიუსის პროცესუალური და არსებითი არგუმენტები, კერძოდ – ბათილად ცნობის მოთხოვნა დროულად იქნა წარმოდგენილი და ნოტარიუსი ნამდვილად უნდა ყოფილიყო ჩართული სამოქალაქო საქმეში. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ აღნიშნული არ გასაჩივრებულა.

32. რაც შეეხება 2005 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას, იგი შეეხებოდა აჭარის პროკურორის 2005 წლის 24 მარტის შუამდგომლობის ბათილად ცნობის მოთხოვნას. მოსამართლე ვ-მ თავდაპირველად მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი სათანადო წესის დაცვით იქნა გამოძახებული სასამართლოში ზეპირ მოსმენაზე, იგი არ გამოცხადდა და მიზეზი – ჯანმრთელობის პრობლემა – არ იქნა დასაბუთებული სამედიცინო დოკუმენტაციით. თუმცაღა, მოსამართლემ მხედველობაში მიიღო განმცხადებლის წერილობითი მოსაზრებები (იხ §20) და დაადგინა, რომ პროკურორის მოთხოვნა ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა იქნ ე ს დაკმაყოფილებული როგორც ვადაგასული.

 

დ. შემდგომი პროცედურები

33. 2006 წლის 24 მარტს, მოსამართლე ვ-მ განმცხადებელი დეპეშით დაიბარა სასამართლოში მოსარჩლის სტატუსით, განახლებულ სამოქალაქო საქმეზე. მოსამართლემ დააზუსტა, რომ ბნ-ი გ. და ნოტარიუსი იყვნენ თანამოპასუხეები აღნიშნულ საქმეში, ხოლო აჭარის პროკურორი დაშვებული იყო მესამე მხარის სტატუსით. 2006 წლის 28 მარტით დათარიღებულ დეპეშაში, განმცხადებელმა მოითხოვა სხდომის გადადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მან მიუთითა, რომ დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია, ისევე როგორც მისი მოთხოვნა მოსამართლე ვ-ს შეცვლის თაობაზე, გამოგზავნილი იყო ფოსტით.

34. 2006 წლის 19 აპრილს, განმცხადებელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მან მიუთითა, რომ მოსამართლე ვ-მ ბათილად ცნობის პროცესზე იგი გამოიძახა 2005 წლის 27 ოქტომბრის შემდეგაც და მოსამართლე დაადანაშაულა გადაწყვეტილების გაყალბებაში და მისი წინა თარიღით გაფორმებაში. იმავე დღეს მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს სთხოვა მისთვის გაეგზავნათ განაჩენის ასლი, რომლის თანახმადაც აჭარის პროკურორსა და ნოტარიუსს დართეს განახლებულ სამოქალაქო დავაში მონაწილეობის ნება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არც ერთი სასამართლოდან პასუხი არ დაბრუნებულა.

35. 2006 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, განმცხადებელმა მრავალი წერილი გაგზავნა გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო და სხვა უწყებებში, რომლებშიც იგი აცხადებდა, რომ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობამ შედეგად გამოიღო მისი საკუთრების უფლების დარღვევა. იგი ასევე ითხოვდა დევნის დაწყებას მოსამართლე ვ-სა და ნოტარიუსის, ან სულ მცირე – მოსამართლის ჩამოშორებას მისი სამოქალაქო საქმის შემდგომი განხილვიდან. აღნიშნული წერილებიდან ზოგი უპასუხო დარჩა, ხოლო ისინი, რომლ ე ბიც სისხლის სამართლებრივ ბრალდებას შეეხებოდნენ – არ იქნა დაკმაყოფილებული გენერალური პროკურატურის მიერ, დაუსაბუთებლობის მიზეზით.

36. 2007 წლის თებერვალში, განმცხადებელმა, საკუთარი დისგან, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა და ხშირი შეხება ჰქონდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანთან, შეიტყო, რომ მოსამართლე ვ-მ, უცნობ დღეს მიიღო გადაწყვეტილება მისი განახლებული საქმის განხილვის გარეშე დატოვების შესახებ. 2007 წლის 2 თებერვალს, მან ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს სთხოვა აღნიშნული განაჩენის მისთვის გადაცემა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არც ერთმა სასამართლომ არ უპასუხა აღნიშნულ მოთხოვნას.

37. 2007 წლის 7 თებერვლით დათარიღებულ წერილში, ბათუმის მიწის რეესტრის თანამშრომელი განმცხადებელს ატყობინებდა, რომ მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი დარეგისტრირდა როგორც სახელმწიფო საკუთრება აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის სააღსრულებო ბრძანების საფუძველზე. 2007 წლის 4 მარტს განმცხადებელმა ითხოვა აღნიშნული ბრძანების დამატებითი განმარტება, რაც უპასუხოდ დარჩა.

38. 2008 წლის 21 აპრილის წერილით, ბათუმის მიწის რეესტრის სააგენტო, წინა წერილის შინაარსისაგან განსხვავებით (იხ. წინა პუნქტი), განმცხადებლის დას ატყობინებდა, რომ არსებული ჩანაწერების თანახმად, მაზნიაშვილზე არსებული სახლი დარეგისტრირდა ბ-ნ გ-ს საკუთრებად, ნასყიდობის ხელშეკრულებას საფუძველზე.

 

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

 

ა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოცემულ მომენტში არსებული რედაქციით

39. კოდექსის შესაბამისი დებულებები ძალაში შესული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და სამოქალაქო საქმის წარმოების განახლების შესახებ:

 

მუხლი 421-ე – საქმის წარმოების განახლების სახეები

„კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.“

 

მუხლი 422-ე, პარაგრაფი 1 (ა) და (ბ) და პარაგრაფი მე-2 – განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ

1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნ ე ს ცნობილი, თუ:

ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;

ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე.

2. აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში“.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პარაგრაფების თანახმად, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნ ე ს ერთი თვის ვადაში, მას შემდეგ, რაც მხარისათვის ცნობილი გახდება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლები, 421-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის შინაარსის ფარგლებში. ვადა გახანგრძლივებას არ ექვემდებარებოდა. 426-ე მუხლი შემდგომ ადგენს, რომ 422-ე მუხლის 1 (ბ) პარაგრაფით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, განცხადების შეტანის ვადა – ერთი თვე იწყება იმ დღეს, როდესაც მხარეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს გადაეცა ფორმალური შეტყობინება გადაწყვეტილების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდნენ, იყო გასაჩივრებული და აფერხებდა ბათილად მის ცნობას. თუმცაღა, არ აღნიშნული მუხლი და არც კოდექსის სხვა რომელიმე დებულება არ ითვალისწინებდა ისეთი გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რომელიც ამგვარ განცხადებას აკმაყოფილებდა.

430-ე მუხლის თანახმად, ბათილად ცნობის შესახებ განცხადება უნდა განიხილოს ზეპირი წესით.

 

ბ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოცემულ მომენტში არსებული რედაქციით

40. 37 (1) მუხლი, რომელიც 2004 წლის 13 თებერვალს დაემატა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ადგენს, რომ თუ არსებობს გონივრული ეჭვი იმ პირის ქონების წარმოშობაზე, რომელსაც ბრალად ედება საჯარო სამსახურში დარღვევები, პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს აღნიშნული ქონების კონფისკაციის პროცესი. 

 

გ. 1996 წლის 3 მაისის აქტი ნოტარიატის შესახებ მოცემულ მომენტში არსებული რედაქციით

41. ნოტარიატის შესახებ აქტის 1-ლი და მე-5 მუხლების თანახმად საჯარო ნოტარიატი არის საჯახო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს.

მე-3 მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. თუმცაღა, სახელმწიფოს პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისთვის.

მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის და 31-ე-33 მუხლების თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია იყოს ნოტარიუსთა პალატის – საჯარო სამართლებრივი ასოციაციის წევრი, რომელიც შექმნილია მისი წევრების ინტერესების დასაცავად და მათი საქმიანობის კოორდინირების უზრუნველსაყოფად და რომელიც თავად წარმოადგენს იურიდიულ პირს.

მე-11 მუხლში აღწერილია ზედამხედველობა ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე, რომელსაც ნოტარიუსთა პალატის მეშვეობით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.  

 

სამართალი

 

I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა

42. განმცხადებელი ჩიოდა, რომ 2005 წლის 27 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობით დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტითა და №1 დამატებითო ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები. აღნიშნული დებულებების შინაარსი შემდეგია:

„სამოქალაქო უფლებების და ვალდებულებების დადგე ნ ის პროცე ს ში ... ყველას აქვს უფლება მოითხოვოს სამართლიანი ... განხილვა“.

 

№ 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი

„ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება ისარგებლოს მისი საკუთრებით. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი საკუთრება, თუ ეს არ შედის საჯარო ინტერესებში და არ ექვემდებარება პირობებს, რომლებიც კანონის და საერთაშორისო კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით არის გათვალისწინებული“.

 

ა. დასაშვებობა

43. მთავრობის განცხადებით, განმცხადებელს არ ამოუწურავს მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებები №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლთან მიმართებაში, რადგანაც იგი არ ჩაერთო განახლებულ დავაში საკუთრების უფლების დასადგენად (იხ. § 67).

44. განმცხადებელი არ დაეთანხმა აღნიშნულს.

45. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში მთავარი საკითხი არის არა განმცხადებლის საჩივრის დადგენა განახლებულ სამოქალაქო საქმეში, არამედ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ჩამოყალიბებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასამართლო იმეორებს, რომ თავად ბათილად ცნობის – როგორც ქმედების ბუნების გათვალისწინებით, განახლებული პროცესი გაბათილებული გადაწყვეტილების ხელახლა დადგენითაც რომ დამთავრდეს, ვერ უზრუნველყოფს სამართლებრივი დაცვის ს ა თანადო საშუალებას, რაც დააკმაყოფილებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტითა და № 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებ უ ლ მოთხოვნებს (The Mrevli Foundation v. Georgia (dec.), no. 25491/04, 5 May 2009, and Popov v. Moldova (no. 2), no. 19960/04, § 35, 6 December 2005).შესაბამისად, მთავრობის პროტესტი არ უნდა იქნ ე ს გაზიარებული.

46. სასამართლო ადგენს, რომ მე-6 მუხლის 1 პუნქტისა და № 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე განმცხადებლის მიერ წამოყენებული მოთხოვნები არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობით და არც დაუშვებელია რაიმე სხვა საფუძვლებით. შესაბამისად, ისინი უნდა ჩაითვალოს დასაშვებად.

 

ბ. არსებითი მხარე

 

1. მხარეთა არგუმენტები

47. მთავრობა აცხადებს, რომ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იყო კანონიერი და დასაბუთებული ზომა. კანონიერება გამომდინარეობდა იმ ფაქტიდან, რომ ბათილად ცნობა ეფუძნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1(ბ) პუნქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ რომელიმე მხარის სათანადო წესების დაცვით გამოუძახებლობა საქმის განხილვაზე აბათილებს საბოლოო გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის ლეგიტიმური დანიშნულებაა ძალთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. მოცემულ საქმეში მთავრობა აცხადებს, რომ ბათილად ცნობის მიზანი იყო ნოტარიუსის უფლების დაცვა ამ პრინციპის მხარდასაჭერად.

48. მთავრობა ასევე მიუთუითებს, რომ 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბათილად ცნობის შესახებ არ შეიძლება მიჩნეულ იქნ ე ს როგორც თვითნებური. ამგვარად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სათანადოდ განიხილა ბათილად ცნობის შესახებ ნოტარიუსის მოთხოვნის პროცესუალური კრიტერიუმები – სავალდებულო ერთთვიანი ვადის დაცვა – და მისი არსებითი დასაბუთებულობა. ამ უკანასკნელი ელემენტის შემოწმებისას, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ნოტარიუსს გააჩნდა ლეგიტიმური ინტერესი აღნიშნულ სამოქალაქო საქმეში. იმის გამო, რომ იგი პირადად იყო პასუხისმგებელი აღნიშნული გარიგების კანონიერებაზე, ნასყიდობის ხელშეკრულებას ბათილად ცნობას შე ე ძლო ჩრდილი მიეყენებინა ნიტარიუსის პროფესიული რეპუტაციისათვის, რადგან გაჩნდებოდა ვარაუდი, რომ იგი მონაწილეობდა ბ-ნი გ.-ს უკანონო გარიგებებში. მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს რომ არ მიეღო მხედველობაში ნოტარიუსის მოთხოვნა ბათილად ცნობის შესახებ, ეს ნოტარიუსს შეუზღუდავდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას. გარდა ამისა, ნოტარიუსის მონაწილეობა შესაძლებელს ხდიდა დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და ხელს უწყობდა სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

49. მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეზე ბათილად ცნობა არ დამდგარა სახელმწიფო მოხელის თხოვნით (a contrario, Ryabykh v. Russia, no. 52854/99, §52, ECHR 2003 IX)ან ახლად გამოვლენილი გარემოებების შედეგად. პირიქით, 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თავიდანვე მიზნად ისახავდა სამართლებრივი შეცდომის გამოსწორებას და არ შეიძლება ჩაითვალოს     მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევად.

50. განმცხადებელმა პასუხად განაცხადა, რომ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1 (ბ) პუნქტს საფუძველზე უდავოდ უკანონო და თვითნებური ქმედებაა, იმის გამო, რომ ნოტარიუსი არ ყოფილა მოცემული სამოქალაქო საქმის მხარე. კონტრაქტის გარშემო მიმდინარე დავის მხარეები იყვნენ თავად განმცხადებელი მომჩივანის სტატუსით და ბ-ნი გ. მოპასუხის სტატუსით. განმცხადებელმა დაამატა, რომ მას არანაირი უთანხმოება არ ჰქონია ნოტარიუსთან და რომ ამ უკანასკნელს არ უნდა სცოდნოდა ბ-ნი გ-ს მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ აღნიშნული კონტრაქტის გაფორმების პროცესში. თუმცაღა, თუ ნოტარუსს მიაჩნდა, რომ განმცხადებლის მოქმედება შეურაცხყოფდა მას, მას შეეძლო ცალკე სამოქალაქო სარჩელი შეეტანა მის წინააღმდეგ.

51. ნოტარიუსი მართლა დაინტერესებული რომ ყოფილიყო 1994 წლის 8 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებას ბედით, რომლის საფუძველზეც ბ-ნი გ. გახდა მაზნიაშვილზე მდებარე სახლის მესაკუთრე, მაშინ რატომ არ ისურვა ნოტარიუსმა კონფისკაციის პროცესში ჩარევა? განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ აჭარის პროკურორმა დაარწმუნა ნოტარიუსი, რომ მას მოეთხოვა 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო სტატია ადგილობრივ გაზეთში ამ სცენარის ნაწილი იყო (იხ. §26). იგი ასევე მიუთითებს, რომ 1996 წლის 3 მაისის ნოტარიუსის შესახებ აქტის შესაბამისი დებულებების თანახმად (იხ. §41), ნოტარიუსი ითვლება სახელმწიფო მოხელედ.                       

52. განმცხადებელი ჩივის, რომ მოსამართლე ვ.-მ ბათილად ცნო 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ნოტარიუსის არგუმენტებზე დაყრდნობით და მას არ მისცა წერილობითი ან ზეპირი კომენტარის წარმოდგენის საშუალება. განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ სინამდვილეში, 2005 წლის 27 ოქტომბერს სხდომა საერთოდ არ შემდგარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხოლო გადაწყვეტილება ძველი თარიღით გააფორმა მოსამართლემ 2006 წლის მარტში. განმცხადებელი ამასთან დაკავშირებით მიუთითებს იმ საეჭვო ფაქტზე, რომ მოსამართლე იგივე პროცესზე განმეორებით იბარებდა მას, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც და 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება მას გაუგზავნა 2006 წლის მარტის დასაწყისში (იხ §§27 და 28).

 

2. სასამართლოს შეფასება

53. სამართლო კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII).ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ.Ryabykh, §52). გარდა ამისა, საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას (იხ. სხვათა შორის, Burdov v. Russia, no. 59498/00, § 40, ECHR 2002-III).

54. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილება ადგენს განმცხადებლის საკუთრების უფლებას მაზნიაშვილზე მდებარე სახლზე. შესაბამისად, 2005 წლის 27 ოქტომბერს, ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩაერია განმცხადებლის უფლებაში სამართლებრივ განსაზღვრულობაზე და საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში. დასადგენია, ეს ორმაგი ჩარევა გამართლებული იყო თუ არა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და № 1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის კონტექსტში.

55. სასამართლოს მიაჩნია, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციასთან შეუსაბამოდ, რადგანაც მისი მიზანია ზემოხსენებული (§§ 46 და 47) ორი ფუნდამენტური სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება (mutatis mutandis, Popov no. 2პირველი შეცდომა, რომელიც სასამართლოს აზრით, ზეგავლენას ახდენს „კანონით დადგენილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ ჩატარებულ“ პროცესის პრინციპზე, არის მოსამართლის უკანონო და შეუფერებელი მონაწილეობა საქმეში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1 (ა) პუნქტი). მეორე სამართლებრივი შეცდომა უარყოფს, როგორც ეს მთავრობამ აღნიშნა, მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც იგი შეეხება სიტუაციას, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა მოხდა პროცესის ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რაც დაუშვებელია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1 (ბ) პუნქტი). სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ დარწმუნდეს, რომ ბათილად ცნობა არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით.

56. სასამართლოს მიუღებლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკუთარი პოზიცია დადასტურა და მხოლოდ გაითვალისწინა ნოტარიუსის არგუმენტები, ისე რომ არ დაინტერესებულა განმცხადებლის საპასუხო არგუმენტებით, რასაც მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლი, ზეპირ მოსმენაზე ან სულ მცირე, წერილობითი პროცედურის მეშვეობით. ქალაქის სასამართლოს თავი არ შეუწუხებია ასეთი სერიოზული პროცესუალური დარღვევის მიზეზების დასახელებით, რაც უკავშირდება მისსავე ქმედებას (იხ. §§ 23, 25-27), რასაც ააშკარავებს შესაბამისი გარემოებები. შედეგად განმცხადებელი გაუმართლებლად აღმოჩნდა უთანასწორო პირობებში ოპონენტის პირისპირ, რამაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით და I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ უფლებებზე (იხ.Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 October 1993, § 33, Series A no. 274; Hentrich v. France, 22 September 1994, §56, Series A no. 296 A). გარდა ამისა, საქმის მასალები არ შეიცავს საკმარის მტკიცებულებებს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, როგორც განმცხადებელი ირწმუნება, იყო გაყალბებული, თუმცა სასამართლო თვალს ვერ დახუჭავს იმ სავალალო ფაქტზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ განმცხადებელი დაიბარა პროცესზე ზემოთ მითითებული თარიღის გასვლის შემდეგაც (იხ. §§ 27 და 28).

57. სასამართლო ასევე ადგენს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ გაუკრიტიკებია ნოტარიუსის განცხადება, რომლის თანახმადაც მან 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო ადგილობრივი გაზეთიდან 2005 წლის 28 სექტემბერს. მსგავსი პრეცედენტის ანალოგიურად, რომელიც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და პროცესის ხელახლა დაწყებას და იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი წესი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის განცხადებები უნდა შემოწმებულიყო სათანადო გულმოდგინებითა და ზედმიწევნით. ნათელია, რომ ნოტარიუსს უნდა ეჩვენებინა, რომ გულმოდგინე ძალისხმევის მიუხედავად, მას არ შეეძლო მოეპოვებინა ინფორმაცია ან მიეთითებინა ფაქტები, რომლებიც სავარაუდოდ ზღუდავდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1 (ბ) პუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებას (იხ.Pravednaya v. Russia, no. 69529/01, §§ 17 and 27, 18 November 2004, and Popov (no. 2), §§ 26-28 and 49-51).ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1996 წლის 3 მაისის ნოტარიატის შესახებ აქტის თანახმად, ინდივიდუალური ნ ო ტარიუსები, რომლებიც გაერთიანებული არიან ნოტარიუსთა პალატაში, იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროს უშუალო ზედამხედველობის ქვეშ (იხ. §41). თუმცაღა, საქმის ფაქტებიდან ნათელია, რომ სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ორი დაქვემდებარებული სააგენტოს – ნოტარიუსთა პალატისა და მიწის რეესტრის სააგენტოს მეშვეობით – ინფორმირებული იყო გან მ ცხადებლის სამოქალაქო საქმის თაობაზე, მაშინ როდესაც მიმდინარეობდა საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მაშინაც, როცა 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება გახდა საბოლოო და სავალდებულო და განმცხადებელმა მიიღო საკუთრების უფლება მაზნიაშვილზე მდებარე საკუთრებაზე (იხ. §§ 10, 13 და 17-18). ასეთ პირობებში სასამართლოს მიუღებლად მიაჩნია, რომ ნოტარიუსმა, 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მოიხსნა 422-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, თანმდევი მტკიცების ტვირთი და დააფიქსირა, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო უფრო ადრე სცოდნოდა სამოქალაქო საქმის შესახებ. განსაკუთრებით დასანანია ის, რომ 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასინჯვა, სანამ გამოიტანდა იმ დასკვნას, რომ ბათილად ცნობის მოთხოვნა დროული და საფუძვლიანი იყო (იხ.Eugenia and Doina Duca v. Moldova, no. 75/07, § 35-37, 3 March 2009; Popov (no. 2), § 50; Kumkin and Others v. Russia, no. 73294/01, § 33, 5 July 2007).

58. სასამართლოსათვის ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნოტარიუსმა, რომელიც პირველი სამოქალაქო საქმის მხარე არც ყოფილა, მიაღწია 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1 (ბ) პუნქტის საფუძველზე. სინამდვილეში აღნიშნული დებულება შეეხება პროცესის რეალურ მხარეებს, იმის უზრუნველსაყოფად, რასაც მთავრობაც მიუთითებს, რომ დაცულ იქნ ე ს მათი პროცესუალური უფლება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კუთხით. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, პირი, რომელიც პროცესის მხარე არ ყოფილა, ვერ გაასაჩივრებს მისი პროცესუალური უფლებების შელახვას ასეთი პროცესის მსვლელობისას. რომც ჩავთვალოთ, რომ განმცხადებლის სამოქალაქო სარჩელით ნოტარიუსის პროფესიონალური რეოპუტაცია დაზარალდა, მაშინაც ისეთი რადიკალური ზომის სანაცვლოდ, როგორიც იყო საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხრიდან უფრო შესაფერისი ქმედება იქნებოდა ნოტარიუსისათვის მიეცა რჩევა განმცხადებლის წინააღმდეგ ახალი სარჩელის შეტანის შესახებ. სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმეორებით აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნ ე ს დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის (იხ.Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008, and, mutatis mutandis, Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004 VIII).

59. ზემოთ აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და არის ჩარევა განმცხადებლის მიერ მაზნიაშვილზე მდებარე სახლით სარგებლობის უფლებაში, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე პროცესის განახლების არასწორ გამოყენებას, რაც არ არის გამართლებული არსებითი ან გარდაუვალი ხასიათის გარემოებებით და ამით განმცხადებელს დააწვა ზედმეტი და არაპროპორციული ტვირთი (იხ.Smirnitskaya and Others v. Russia, no. 852/02, §§ 45 and 53, 5 July 2007; Gavrilenko v. Russia, no. 30674/03, §§ 37 and 41, 15 February 2007; Rahmanova v. Azerbaijan, no. 34640/02, §§ 65 and 73, 10 July 2008).

60. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.

 

II. კონვენციის სხვა დარღვევები

61. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტზე და მე-13 მუხლზე დაყრდნობით, განმცხადებელმა გაასაჩივრა განახლებული პროცესის ხანგრძლივობა და განაცხადა, რომ მას არ მიეცა მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებით სარგებლობის უფლება ბათილად ცნობის შესახებ 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

62. სასამართლომ პირველ რიგში აღნიშნა, რომ I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევის ფონზე, რაც შეეხება 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, განახლებული პროცესის ხანგრძლივობა არის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ხელს უშლის განმცხადებელს გაბათილებული გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული საკუთრებით სარგებლობაში. შესაბამისად, არ დგას აღნიშნული საკითხის დამოუკიდებლად განხილვის საჭიროება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით (იხ.Vrioni and Others v. Albania, no. 2141/03, § 64, 24 March 2009).

63. ასევე არ არსებობს განმცხადებლის მიერ, კონვენციის მე-13 მ უხლზე დაყრდნობით წამოყენებული პრეტენზიების განცალკევებულად განხილვის საჭიროება, ვინაიდან ეს საკითხი გაერთიანდა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპთან დაკავშირებულ საჩივარში (იხ, სხვათა შორის, Popov (no. 2), cited above, § 55, and Nikolay Zaytsev v. Russia, no. 3447/06, § 24, 18 February 2010)

 

III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება 

64. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”

 

ა. ზიანი

65. განმცხადებელმა მოითხოვა კომპენსაცია მაზნიაშვილზე მდებარე საკუთრებასთან დაკავშირებით. იგი ეყრდნობა ექსპერტთა დასკვნას, რომელიც შეადგინა შპს. „ეკონომიკს აუდიტმა“ კერძო აუდიტორულმა კომპანიამ საქართველოში. პირველი დასკვნის თანახმად, რომელიც დათარიღებულია 2007 წლის 29 ნოემბრით, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომლის სრულ ფართია 212.7 მ2, მთლიანობაში შეფასებულია 180.000 აშშ დოლარად (132.752 ევრო). მეორე დასკვნის თანახმად, რომელიც დათარიღებულია 2008 წლის 15 აპრილით, მთლიანი სახლის ღირებულება, რომლის საერთო ფართია 207.94 მ2, შეადგენს 320.000 ევროს. განმცხადებელმა განმარტა, რომ ფასებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პირველ დასკვნაში არ არის შესული იმ მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელზეც სახლი მდებარეობს. გარდა ამისა, განმცხადებელი აცხადებს, რომ პირველ და მეორე დასკვნებს შორის პერიოდში ბათუმში უძრავი ქონების ფასები ძალიან გაიზარდა. უძრავი ქონების სააგენტოს სარეკლამო ინფორმაციაზე დაყრდნობით განმცხადებელი ირწმუნება, რომ ბათუმის ამ უბანში ბინების ფასი იწყება 2.200 აშშ დოლარიდან (1.622 ევრო) ერთ კვადრატულ მეტრზე.

66. გარდა ამისა, განმცხადებელი ითხოვს 50.000 ევროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

67. მთავრობა აცხადებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნები არ არის სარწმუნო და განმცხადებლის მიერ დაყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები არ არის დასაბუთებული და ძალზე გადაჭარბებულია. მთავრობა სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ კონვენციის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იყოს მაზნიაშვილზე მდებარე სახლის ის ღირებულება, რომელიც დაფიქსირებული იყო აღნიშნული დარღვევის დროს. მთავრობამ ასევე სთხოვა სასამართლოს, დაეტოვებინა კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა, თუკი დადგენილი იქნებოდა განმცხადებლის კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა. მთავრობამ განმარტა, რომ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და პროცესის განახლების შემდეგ განხილვის გარეშე იქნა დატოვებული განმცხადებლის სარჩელი ბ-ნი გ-ს წინააღმდეგ, რაც გამოწვეული იყო მხარეთა მუდმივი გამოუცხადებლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თუმცა განმცხადებელს ყოველთვის შეეძლო შეეტანა სარჩელი და მოეთხოვა მაზნიაშვილზე მდებარე სახლზე საკუთრების უფლების აღდგენა, რა შემთხვევაშიც მოპასუხე სახელმწიფო შესაძლოა დათანხმებოდა დავის მოლაპარაკების გზით მოგვარებას.

68. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ შეეძლო მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა, კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ.De Wilde, Ooms and Versyp v. Belgium (Article 50), 10 March 1972, § 16, Series A no. 14, and Mancheva v. Bulgaria, no. 39609/98, § 72, 30 September 2004).რაც შეეხება წარმოდგენილ ექსპერტთა დასკვნებს, სასამართლო მიუთითებს, რომ დასკვნები შეეხება მთლიანი სახლის ღირებულებას, რომლის ფართია 207.94 ან 212.7 მ2. თუმცაღა, მოცემული საქმე არ შეეხება მაზნიაშვილზე მდებარე სახლს მთლიანობაში, არამედ მის ერთ ნაწილს, რომლის ფართი, სასამართლოს ხელთ არსებული საქმის მასალების თანახმად, არის 68 მ2 (იხ. §§ 7, 11, 15-16). გარდა ამისა, თუ დავუშვებთ, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ძალიან გაიზარდა, ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე უძრავი ქონების ორი სხვადასხვა შეფასება სულ ხუთი თვის ინტერვალით, ფასში იძლევა 188.000 ევროს განსხვავებას (იხ. §65), სამართლიან ეჭვს იწვევს შეფასების ჩამტარებელი ექსპერტების კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მიმართ. ორივე დასკვნის სათანადოდ განხილვის შემდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მათში მკაფიოდ არ არის მითითებული ღირებულების დადგენის წესები. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს აღნიშნულ დასკვნებს და ვერ მიიჩნევს მათ სარწმუნო მტკიცებულებებად. არც განმცხადებლის მითითება უძრავი ქონების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ფასებზე, არ დასტურდება, როგორც ბათუმში უძრავი ქონების ფასების შესახებ ინფორმაციის კანონიერი წყარო.

69. ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადად კონვენციის 41-ე მუხლით პრიორიტეტულად ითვლება restitutio in integrum(პირველადი მდგომარეობის აღდგენა), რადგანაც მოპასუხე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ყველა შესაძლო ზომა დარღვევის გამოსასწორებლად, იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად აღადგინოს დარღვევამდე არსებული მდგომარეობა (იხ. სხვათა შორის, Apostol v. Georgia, no. 40765/02, § 71, ECHR 2006 XIV; FC Mretebi v. Georgia, no. 38736/04, § 61, 31 July 2007; Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, §198).შესაბამისად, საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების ყველაზე მისაღები ფორმაა განმცხადებლისათვის საკუთრების უფლების აღდგენა მაზნიაშვილზე მდებარე უძრავ ქონებაზე, როგორც ეს დაადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით. თუ აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელი იქნება, ალტერნატივის სახით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მისთვის მაზნიაშვილზე მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვით მიყენებული ზარალის სანაცვლოდ გონივრული კომპენსაციის გადახდის გზით; კომპენსაციის თანხაზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ განჩინების საბოლოდ ცნობის თარიღიდან ექვსი თვის ვადაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. თუმცაღა, თუ მხარეები ვერ შეძლებენ თანხმობის მიღწევას მოცემულ პერიოდში, სასამართლო იტოვებს შემდგომი პროცედურის განხორციელების უფლებას კომპენსაციის თანხის დადგენის მიზნით, კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად (რეგლამენტის 75-ე მუხლის, 1-ლი და მე-4, პუნქტები).

70. გარდა ამისა, სასამართლოს უდავოდ მიაჩნია, რომ 2004 წლის 18 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმებით, განმცხადებელს შეექმნა გარკვეული შეფერხებები და უსიამოვნებები. შედეგად მიყენებული მორალური ზიანი სათანადოდ ვერ ანაზღაურდება მხოლოდ დარღვევის აღიარებითა და დადგენით. ობიექტური შეფასების შედეგად, სასამართლო განმცხადებელს მიაკუთვნებს 5.000 ევროს აღნიშნულ პუნქტში.

 

ბ. გაწეული ხარჯები და დანახარჯები

71. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა 120.000 რუბლი (2.956 ევრო) ადგილობრივ სასამართლოებსა და ევროსასამართლოში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. სასამართლოში მას წარმოადგენდა ბნ-ი ს. კუზნეცოვი, რუსი ადვოკატი ბელგოროდიდან. 

72. მთავრობამ აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია.

73. სასამართლოს პრეცედენტის კანონის თანახმად, განმცხადებელს უნაზღაურდება გაწეული ხარჯი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ადასტურებს, რომ ხარჯი ნამდვილად გაწეულია, რომ ეს აუცილებელი იყო და თანხის ოდენობა გონივრულობის ფარგლებშია (იხ. სხვათა შორის, Donadze v. Georgia, no. 74644/01, § 48, 7 March 2006; Gurgenidze v. Georgia, no. 71678/01, § 83, 17 October 2006).როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, განმცხადებელმა თავად შეადგინა ყველა დოკუმენტი ეროვნულ და ევროპულ სასამართლოებში მიმდინარე პროცესებისათვის. გარდა ამისა, მას ნება მიეცა თავად დაეცვა საკუთარი საქმე სასამართლოს წინაშე (იხ §2) და განმცხადებელს არ განუმარტავს თუ რა სახის დახმარება აღმოუჩინა მას ბნ-მა ს. უზნეცოვმა. საქმის მასალები არ შეიცავს არანაირ დოკუმენტს, რომელიც მიუთითებს ამ პირის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას ან ფორმას. შესაბამისად, სასამართლოს არ მიაჩნია დადგენილ ფაქტად ის, რომ ბნ-ი ს. კუზნეცოვი საერთოდ მუშაობდა საქმეზე და რომ განმცხადებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს მას გაწეული შრომა (იხ,a contrario, Ghavtadze v. Georgia, no. 23204/07, §120, 3 March 2009).რაც შეეხება სხვა პროცესუალურ ხარჯებს, განმცხადებელს არ დაუყენებია რაიმე მოთხოვნა სხვა კუთხით.

74. შექმნილი გარემოებების ფონზე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ არ არსებობს განმცხადებლისათვის ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების საფუძველი.

გ. საურავი

75.  სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საჯარიმო პროცენტი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვული სასესხო პროცენტის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად

1. დასაშვებად ცნობს განმცხადებლის მიერ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე წამოყენებულ პრეტენზიებს, 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტისა და I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას, 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

3. ადგენს, რომ არ არსებობს განმცხადებლის მიერ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-13 მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიების განცალკევებულად განხილვის საჭიროება.

4. ადგენს, რომ

ა. თუ შეუძლებელი იქნება მაზნიაშვილზე მდებარე უძრავი ქონების დაბრუნება, მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა გადაუხადოს (იხ. §69), გონივრული კომპენსაცია, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, პლუს გადასახადები, რომლებიც შესაძლოა გადასახდელი გახდეს, განჩინების საბოლოო ძალაში შესვლის თარიღიდან ექვსი თვის ვადაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.

ბ. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ფულადი კომპენსაციის თანხაზე, სასამართლო თავად დაადგენს მთავრობის მიერ გადასახდელ თანხას (იხ. § 69); და, შესაბამისად,

I. იტოვებს კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენების უფლებას;

II. მთავრობასა და განმცხადებელს სთხოვს, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განჩინების საბოლო ძალაში შესვლის თარიღიდან ექვსი თვის ვადაში წარმოადგინონ წერილობითი არგუმენტები საკითხზე და კერძოდ, აცნობონ სასამართლოს მათ მიერ მიღწეული რაიმე შეთანხმების შესახებ;

III. იტოვებს შემდგომი პროცედურების განხორციელების უფლებას და პალატის თავმჯდომარეს გადასცემს უფლებამოსილებას იგივე უფლების განხორციელებისათვის საჭიროების შემთხვევაში.  

5. ადგენს, რომ

ა. კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განჩინების საბოლოო ძალაში შესვლის თარიღიდან სამი თვის ვადაში, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელს, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისათვის არსებული კურსით, უნდა გადაუხადოს 5.000 (ხუთი ათასი) ევრო პლუს გადასახადები, რომლებიც შეიძლება გადასახდელი გახდეს;

ბ. აღნიშნული სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, ზემოთ მითითებულ თანხას გადახდის დღემდე დაერიცხება პროცენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო პროცენტის ოდენობით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

6. არ აკმაყოფილებს განმცხადებლის მიერ სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნას დარჩენილ ნაწილში. 

 

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობა წერილობით 2010 წლის 27 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. 

 

სალი დოლე                                            ფრანსუაზ ტულკენსი

სექციის რეგისტრატორი                                       თავმჯდომარე