1. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოში ხელახალი რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.
2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოში ხელახალი რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლი, აღნიშნული ჩანაწერიდან ამონაწერი ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა);
ბ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული, ქართულენოვანი თარგმანი;
გ) განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული სახი