1. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა (პირმა) კანონით დადგენილი წესით განცხადებით უნდა მიმართონ (მიმართოს) ცენტრალურ ორგანოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების ფორმას ამტკიცებს ცენტრალური ორგანო.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები (პირი) უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მიზნით მშვილებლებად (მშვილებლად) რეგისტრაციისთვის უნდა აკმაყოფილებდნენ (აკმაყოფილებდეს) ყველა მოთხოვნას, რომლებიც დადგენილია საქართველოში ბავშვის შვილად აყვანისთვის.
4. უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირები (პირი) ვალდებული არიან (ვალდებულია), დამატებით წარადგინონ (წარადგინოს) სათანადო დოკუმენტაცია, რომელსაც ითვალისწინებს წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობა და მოითხოვს შესაბამისი კომპეტენტური ორგან
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ მიმართვა 1. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა (პირმა) კანონით დადგენილი წესით განცხადებით უნდა მიმართონ (მიმართოს) ცენტრალურ ორგანოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების ფორმას ამტკიცებს ცენტრალური ორგანო. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები (პირი) უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მიზნით მშვილებლებად (მშვილებლად) რეგისტრაციისთვის უნდა აკმაყოფილებდნენ (აკმაყოფილებდეს) ყველა მოთხოვნას, რომლებიც დადგენილია საქართველოში ბავშვის შვილად აყვანისთვის. 4. უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირები (პირი) ვალდებული არიან (ვალდებულია), დამატებით წარადგინონ (წარადგინოს) სათანადო დოკუმენტაცია, რომელსაც ითვალისწინებს წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობა და მოითხოვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო .