საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და ბავშვის უფლებების დაცვა;

ბ) განახორციელოს საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურები;

გ) კოორდინაცია გაუწიოს ყველა ორგანიზაციას/დაწესებულებას, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობენ საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა;

დ) ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის სამსახურებთან და გაუცვალოს მათ ინფორმაცია;

ე) განახორციელოს ამ კანონით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებან