1. თუ წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს სურს, ცენტრალურ ორგანოს შესთავაზოს გასაშვილებელი ბავშვი საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ მისი შვილად აყვანის მიზნით, მან უნდა წარადგინოს ბავშვის შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბავშვის ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, ოჯახის ისტორიის, ბავშვის და მისი ოჯახის სამედიცინო ისტორიის, ბავშვის განსხვავებული საჭიროებების (მათი არსებობის შემთხვევაში) და იმ გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზედაც ბავშვი ექვემდებარება გაშვილებას.
2. წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ანგარიში აგრეთვე უნდა შეიცავდეს:
ა) დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებებს, რომელთა საფუძველზედაც ბავშვი ექვემდებარება გაშვილებას;
ბ) შეფასებას, რომელიც ადასტურებს, რომ შეთავაზებული ბავშვის ამ მშვილებლების (მშვილებლის) ოჯახში აღზრდა ბავშვის საუკეთესო ინტერესს შეესაბამებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ცენტრალური ორგანოსთვის ბავშვის შეთავაზება 1. თუ წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს სურს, ცენტრალურ ორგანოს შესთავაზოს გასაშვილებელი ბავშვი საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ მისი შვილად აყვანის მიზნით, მან უნდა წარადგინოს ბავშვის შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბავშვის ვინაობის, წარმომავლობის, სოციალური გარემოს, ოჯახის ისტორიის, ბავშვის და მისი ოჯახის სამედიცინო ისტორიის, ბავშვის განსხვავებული საჭიროებების (მათი არსებობის შემთხვევაში) და იმ გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზედაც ბავშვი ექვემდებარება გაშვილებას. 2. წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ანგარიში აგრეთვე უნდა შეიცავდეს: ა) დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებებს, რომელთა საფუძველზედაც ბავშვი ექვემდებარება გაშვილებას; ბ) შეფასებას, რომელიც ადასტურებს, რომ შეთავაზებული ბავშვის ამ მშვილებლების (მშვილებლის) ოჯახში აღზრდა ბავშვის საუკეთესო ინტერესს შეესაბამება .