1. ცენტრალური ორგანო წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის შეთავაზებიდან (ინფორმაციის მიღებიდან) 7 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდნენ, იმ მშვილებლებს (მშვილებელს), რომლებიც (რომელიც) მითითებული არიან (მითითებულია) წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ბავშვის შესახებ ანგარიშში, შვილად აყვანის მიზნით სთავაზობს ბავშვს.

2. მშვილებლები (მშვილებელი) ვალდებული არიან (ვალდებულია), 7 სამუშაო დღის ვადაში ან წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობით დაადასტურონ (დაადასტუროს) საკუთარი პოზიცია შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში მშვილებლებისგან (მშვილებლისგან) პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ისინი (იგი) უარს ამბობენ (ამბობს) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე. ამის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანო