1. თუ მშვილებელი შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობას განაცხადებს, მისი თანხმობის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას შვილად აყვანის შესახებ.
2. შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება:
ა) მშვილებლის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან), პიროვნული მახასიათებლები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია;
ბ) გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, მშობლის (მშობლების) და მეურვის/მზრუნველის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ჯანმრთელობის მდგომარეობა), პიროვნული მახასიათებლები;
გ) ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძველი;
დ) მშვილებლისა და ბავშვის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებები;
ე) მშვილებლისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების საფუძველი;
ვ) მშვილებლისა და ბავშვის თავსებადობის შესახებ დასკვნა.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მომზადებული შვილად აყვანის შესახებ დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
თავი IV
საერთაშორისო შვილად აყვა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა 1. თუ მშვილებელი შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობას განაცხადებს, მისი თანხმობის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას შვილად აყვანის შესახებ. 2. შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება: ა) მშვილებლის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან), პიროვნული მახასიათებლები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია; ბ) გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, მშობლის (მშობლების) და მეურვის/მზრუნველის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ჯანმრთელობის მდგომარეობა), პიროვნული მახასიათებლები; გ) ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძველი; დ) მშვილებლისა და ბავშვის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებები; ე) მშვილებლისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზების საფუძველი; ვ) მშვილებლისა და ბავშვის თავსებადობის შესახებ დასკვნა. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მომზადებული შვილად აყვანის შესახებ დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. თავი IV საერთაშორისო შვილად აყვანა