მშობლების ერთობლივი განცხადებით

1. მამობის დადგენის თაობაზე ერთობლივ განცხადებას მშობლები წარადგენენ პირადად.

2. მშობლის მიერ განცხადების პირადად წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში განცხადება შეიძლება წარადგინოს მის მიერ უფლებამოსილმა პირმა (წარმომადგენელი).

3. განცხადება მამობის დადგენის შესახებ ასევე შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.

4. მამობის დადგენის შესახებ მშობლების ერთობლივ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

გ) ბავშვის არასრულწლოვანი დედის და/ან მამის ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

დ) ბავშვის არასრულწლოვანი მშობლის დაბადების მოწმობ