1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენა დაიშვება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:
ა) განცხადება დადასტურებულია განმცხადებლის ციფრული ხელმოწერით;
ბ) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა საზღვარგარეთ მყოფი განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას .
3. საზღვარგარეთ მყოფი განმცხადებელი, რომელიც მიმართავს სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ან შესაბამისი ცნობის გაცემასთან ერთად მოითხოვოს მისი ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელებისთვის აუცილებელი, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის საშუალებით.
6. დოკუმენტების ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შესაბამისი ელექტრონული რეესტრის საშუალებით შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში დედნების წარმოსადგენად უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 60 კალენდარული დღისა.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
8. განმცხადებლის ვინაობასთან ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე. განცხადების მიღებამდე მომსახურების გაწევაზე უარის თქმა შესაძლებელია ზეპირი ფორმით, რაც უნდა დასტურდებოდეს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერით.
9. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის უფლებამოსილი პირის თანხმობის გამოხატვა, ასევე განცხადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი-მე-4 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესი