1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები (ელექტრონული და მატერიალური ფორმით) ინახება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოში, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.
2. სამოქალაქო აქტების ჩანაწერები, მათ შენახვაზე პასუხისმგებელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ქრონოლოგიური წესით ფორმირდება სამოქალაქო აქტების ჩანაწერების წიგნებად.
3. ყოველი 5 წლის შემდეგ სამოქალაქო აქტების ჩანაწერების წიგნები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ შესანახად გადაეცემა სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივს, სადაც ინახება 75 წლის განმავლობაში, შესაბამის წიგნში თავმოყრილი სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესრულების წლიდან.
4. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების წიგნებში თავმოყრილი სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესრულების წლიდან ყოველი 75 წლის გასვლის შემდეგ, შესაბამისი სამოქალაქო აქტების ჩანაწერების წიგნები სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის მიერ მუდმივად შესანახად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ არქივ