1. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი უფლებამოსილია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით შედგენილი მინდობილობით (რწმუნებულებით).

3. სხვა სახელმწიფოში დამოწმებული მინდობლობა(რწმუნებულება) წარდგენილი უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. უცხო ენაზე შედგენილ მინდობილობას(რწმუნებულებას) უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს შესრულებული/დამოწმებული თარგმანი წარმოდგენილი უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით ან ფოტოასლის სახით, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის საშუალებით.

6. წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზ