განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.12.2019
საქმის ნომერი
120310019002917499
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №120310019002917499

საქმე N3ბ/2559-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები: ნინო ყანჩაველი ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - ც-----------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ე-------------------------ა“;

წარმომადგენელი - შ--–-----------ძე;

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისი;

წარმომადგენლები - ლ-----------ე, ი------------------ძე;

 

მესამე პირი (ა.ს.კ 16.2) - ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულო;

წარმომადგენელი - თ--------ე;

 

მესამე პირი (ა.ს.კ 16.2) - ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - თ--------ე;

 

მესამე პირი (ა.ს.კ 16.1) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის N4-- მომართვა.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ----------ს სარგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის N8-------------- და 2011 წლის 01 აგვისტოს N8------------- გადაწყვეტილებები.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 21 ივლისის N1------ ბრძანება და ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის N--- მიმართვა.

 

1.4. დაევალოს მოპასუხეს სს „ე------- - პ---- ჯ-------ას“ მიერ გაწეული საპ----ცესო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის) ანაზღაურება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

2.3. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

 

3.1. მესამე პირების - ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელს მხარი არ დაუჭირეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სს ე------- პ---- - ჯ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის N4-- მიმართვა. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს დაევალა სს „ე------- პ---- - ჯ-------ას“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ----------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება.

 

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე - ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს დაევალა სს „ე------- პ---- - ჯ-------ას“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N1------- ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 25 ივლისის N--- მიმართვა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ----------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება.

 

მოპასუხეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე - ჯავახეთის რეგიონულ ოფისს, ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელე სს „ე-------------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის გადახდა თანაბარწილად.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია ბ----------ს რ---------------------–-------------------------------------–--------------------- მიწის ფართობი 12465 კვმ. მასზედ განთავსებული შენობა - ნაგებობები: 002. ორსართულიანი, I-სართული 316 კვ.მ. განაშენიანების ფართი, 316 საერთო გარე ფართი, 274 კვმ. საერთო შიდა ფართი II სართული: 182 კვმ. საერთო გარე ფართი, 159 კვმ. საერთო შიდა ფართი, მდებარე ბ----------, დ------------–-----–ის ქ. წარმოადგენს სს ,,ე------- - პ----ჯ-------ას" საკუთრებას. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2007 წლის 29 ივნისი. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2007 წლის 29 ივნისს დამოწმებული უძრავი აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 24-25).

 

5.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება ს/ს ,,ე------- - პ-----ჯ-------ამ" შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს ს/ს ,,ს----------–--------------------–ი ს-------------–იო ე-------კომპანიისგან" (ტ.1. სფ. 24-25).

 

5.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 07 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ს/ს ,,ე--------პ---- ჯ-------ამ" და მოითხოვა სახელმწიფო პ----ექტის ფარგლებში ცვლილებათა რეგისტრაცია მდებარე ქ. ბ---------- ა----–-----–ის ქ.N33 და ამონაწერის საჯარო რეესტრიდან გაცემა (ტ.1, ს.ფ. 101).

 

5.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით ს/ს ,,ე-------------------------ას" დაუდგინდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება ს/კ 6----------- მესაკუთრე ს/ს ,,ე--------პ---- ჯ-------ა" და ს/კ 6-----------, მესაკუთრე ბ----------ს მუნიციპალიტეტი, რის გამოც მოთხოვნილი იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ.1.სფ.107).

 

5.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 2011 წლის 03 ივნისის N4-- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბ----------ს სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება ქ. ბ---------ში დ. ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე 1700 კვმ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ მდებარე შენობა - ნაგებობა (ტ.1, ს.ფ. 93).

 

5.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ----------ს სარგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 03 ივნისის N4-- მიმართვა დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ბ----------ს რაიონი ზ--------, სექტორი ქალაქი ბ----------, კოდი 23, კვარტალი N02, ნაკვეთი N266, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობთ 1700კვმ. და შენობა - ნაგებობა დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად და გაცემული იქნა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ 96-97).

 

5.7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N1------- ბრძანებით, ბ----------ს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა N6----------- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებული უძრავი ქონება (შენობა ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 1700კვ.მ მიწის ნაკვეთი) (ტ.1, ს.ფ. 86).

 

5.8. ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 25 ივლისის N--- მიმართვის საფუძველზე N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ----------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ტ.1, სფ. 85; 88-89; 90).

 

5.9. ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ამ" 2017 წლის 20 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისს N4-- მიმართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით (ტ.1, სფ. 77-80).

 

5.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ას" ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა არ მომხდარა, აღნიშნული მიჩნეული იქნა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარად და ს/ს ,,ე--------პ----ჯ-------ას" წერილობით ეცნობა 2018 წლის 12 თებერვლის N 0----- მიმართვით (ტ.2, ს.ფ. 38).

 

5.11. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას" საკუთრებაში არსებული 12465 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მოიცავს 1700 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც დარეგისტრირებულია ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და წარმოადგენს სადავოს. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ე------- პ---- ჯ-------ამ" აღნიშნული შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს სს ,,ს----------–-------------------–ი ს-------------–იო ე-------კომპანიისაგან" და მას შემდეგ ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით უწყვეტად. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ტერიტორიაზე დამატებით 1700 კვმ. მიწის ნაკვეთი და შენობა - ნაგებობა, გარდა სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას" საკუთრებაში რეგისტრირებული 12465 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული შენობა - ნაგებობებისა, არ არსებობს (ტ.1, ს.ფ. 24; 1047-108).

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ბ----------ს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ყურადღება არ გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, ნაკვეთი N266, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობთ 1700 კვმ. და შენობა - ნაგებობა მოიცვდა სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავი ქონებას (ს/კ/ 6-----------) და მასზედ განთავსებული შენობა - ნაგებობა სახელმწიფო საკუთრებაში/სარგებლობაში არ იყო.

 

საქმის განმხილველი სასამართლოს განმარტებით, ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ას" მიერ, სახელმწიფო პ----ექტის ფარგლებში ცვლილებათა რეგისტრაციის მიზნით, (მდებარე ქ. ბ---------- ა----–-----–ის ქ.N33) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 07 მარტს წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, რის გამოც საკადასტრო აზომვით ნახაზსა და ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ას" საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო იდენტურობის დასადგენად საქმის მასალები გადაეგზვანა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოში.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევას ავალდებულებს "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი და მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა, რასაც მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურმა ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 64.23.N02. ნაკვეთი N266) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა ამსახველი მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 2011 წლის 03 ივნისის N4-- მიმართვა, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება დარეგისტრიდა სახელმწიფო საკუთრებად გამოსცა ისე, რომ არ უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ დაუდგენია წარმოადგენდა თუ არა სადავო ტერიტორია აქტის გამოცემის დროისათვის სხვის საკუთრებას. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ას" მიერ 2017 წლის 20 მარტს წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისს N 4-- მიმართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით, აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა არ მომხდარა, რაც სასამართლოს მოსაზრებით მიჩნეული იქნა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო 2011 წლის 3 ივნისს N4-- მიმართვა გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც სასამართლოს მოსაზრებით ცალსახად დადასტურდა წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის N4-- მიმართვის ბათილად ცნობის საფუძვლით, ასევე ბათილად ცნო სასამართლომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N1------- ბრძანება, ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 25 ივლისის N--- მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ----------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება.

 

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

7.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს მიიჩნევს ბუნდოვნად და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით სამინისტროს და ასევე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაევალა ახლი აქტის გამოცემა, მაშინ როდესაც ასეთი ტერიტორიული ორგანო არ არსებობს და იგი ლიკვიდირებულია. წარმომადგენლის განმარტებით, თუ პირველი ინსტანციის სასამართლო მოიაზრებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრს, განმარტავს, რომ სააგენტო არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, იგი დამოუკიდებლად ახორციელებს წარმომადგენლობას, თუმცა მოცემულ სასამართლო დავაში მოპასუხე მხარეს არ წარმოდგენდა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ვერ გავრცელდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე, ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი, გასაგები და არ უნდა იწვევდეს ბუნდოვანებას აღსრულების ეტაპზე. მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ორ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე მისთვის გაურკვეველი რჩება თუ რა სახის ახალი აქტი უნდა იქნეს გამოცემული და რომელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 311- 312-ე მუხლებზე, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-5, 23-ე მუხლებზე არგუმენტირებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიმართვა არ წარმოადგენს უპირობოდ შესასრულებელ ინდივიდუალურ აქტს, მიუთითებს, რომ მიმართვაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას, რეგისტრაციის ხელშემშლელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ დააკამყოფილებს სახელმწიფოს მოთხოვნას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა არც გასაჩივრებული მიმართვის ბათილად ცნობის და არც სამინისტროსათვის წარმოების ჩატარების დავალების ფორმალური და მატერიალური საფუძვლები.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპ----ცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

8.2. პირველყოვლისა პალატა აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე და აქვე მიუთითებს, რომ დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის კუთხით, ანუ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა უკავშირდება მხოლოდდამხოლოდ პ----ცესის ხარჯების განაწილების ნაწილს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის მე-5 მუხლზე აპელირებით პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

პალატა ამავე კოდექსის მე-7 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

პალატა საკითხზე მსჯელობის მიზნით, მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავი ქონება - ბ----------ს რ---------------------–-------------------------------------–--------------------- მიწის ფართობი 12465 კვმ. მასზედ განთავსებული შენობა - ნაგებობები: 002. ორსართულიანი, I -სართული 316 კვმ. გაშენინანების ფართი, 316 საერთო გარე ფართი, 274 კვმ. საერთო შიდა ფართი II სართული: 182 კვმ. საერთო გარე ფართი, 159კვმ. საერთო შიდა ფართი, მდებარე ბ----------, დ----- ა----–-----–ის ქუჩა წარმოადგენს ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ას" საკუთრებას. პალატა აქვე ყუარადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტია 2007 წლის 29 ივნისს დამოწმებული უძრავი აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ამ" შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს ს/ს ,,ს----------–-------------------–ი ს-------------–იო ე-------კომპანიისგან".

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 07 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ამ" და მოითხოვა სახელმწიფო პოროექტის ფარგლებში ცვლილებათა რეგისტრაცია მდებარე ქ. ბ---------- ა----–-----–ის ქ. N33. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ას" დაუდგინდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება - ს/კ 6----------- მესაკუთრე ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ა" და ს/კ 6----------- მესაკუთრე ბ----------ს მუნიციპალიტეტი, რის გამოც მოთხოვნილი იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

საქმის მასალებით პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ დ----- ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე ს/ს ,,ე------- პ---- ჯ-------ას" საკუთრებაში არსებული 12465 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მოიცავს 1700 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც დარეგისტრირებულია ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და წარმოადგენს სადავოს. დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს სს ,,ს----------–-------------------–ი ს-------------–იო ე-------კომპანიისაგან" და მას შემდეგ ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით უწყვეტად. ამასთან დადგენილია, რომ სადავო ტერიტორიაზე დამატებით 1700 კვმ. მიწის ნაკვეთი და შენობა - ნაგებობა, გარდა სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას" საკუთრებაში რეგისტრირებული 12465 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული შენობა - ნაგებობებისა, არ არსებობს.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ საჯარო რეესტრის ბ----------ს სარეგისტრაციო სამსახურს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის, 2011 წლის 03 ივნისის N4-- მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულმა ქონებამ (საკადასტრო კოდით: ბ----------ს რაიონი ზ-------, სექტორი ქალაქი ბ----------, კოდი 23, კვარტალი N02, ნაკვეთი N266, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობთ 1700 კვმ. და შენობა - ნაგებობა) მოიცვა ს/ს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება - ს/კ 6----------- და მასზედ განთავსებული შენობა - ნაგებობა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში/სარგებლობაში არ იყო. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სადავო უძრავი ქონება ს/ს ,,ე--------პ----ჯ-------ას“ მიერ შეძენილი იქნა 2007 წლის 29 ივნისს ს/ს ,ს----------–--------------------–ი ს-------------–იო ე-------კომპანიისგან", რომლის 100% წილის მესაკუთრე იყო სახელმწიფო.

 

პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც 2017 წლის 07 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ამ" და მოითხოვა ქ. ბ---------ში ა----–-----–ის ქ. N33-ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფო პოროექტის ფარგლებში ცვლილებათა რეგისტრაცია ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ას" მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, რის გამოც საკადასტრო აზომვით ნახაზსა და ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ას" საკუთრებაში უკვე რეგისტრირებულ უძრავი ქონების იდენტურობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ აღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო იდენტურობის დასადგენად საქმის მასალები გადაეგზვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა, რადგან აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს და არც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, სადაც კანონმდებელმა ცალსაახად მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს აპელანტის იმ განმარტებას, რომ სახელმწიფოს მიმართვა არ წარმოადგენს უპირობოდ შესასრულებელ ინდივიდუალურ აქტს და დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას, რეგისტრაციის ხელშემშლელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, როგორც წესი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ აკმაყოფილებს სახელმწიფოს მოთხოვნას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე და რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა არც გასაჩივრებული მიმართვის ბათილად ცნობის და სამინისტროსათვის წარმოების ჩატარების დავალების ფორმალური და მატერიალური საფუძვლები.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 03 ივნისის N4-- მიმართვა, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება დარეგისტრიდა სახელმწიფო საკუთრებად, გამოცემული იქნა ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უწარმოებია წარმოება, არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ წარმოადგენდა თუ არა სადავო ტერიტორია აქტის გამოცემის დროისათვის სხვა სუბიექტის საკუთრებას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 179-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

აქვე, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ს/ს ,,ე------- - პ----ჯ-------ამ" 2017 წლის 20 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისს N4-- მიმართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ს/ს ,,ე-------------------------ას" ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა არ განხორციელდა, რაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარად. დადგენილია, რომ ს/ს ,,ე--------პ----ჯ-------ას" წერილობით ეცნობა 2018 წლის 12 თებერვალს N0----- მიმართვით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპ----ცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ასევე იმ გარემოებაზე არგუმენტირებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის N4-- მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და შედეგს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N1------- ბრძანების, ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 25 ივლისის N--- მიმართვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბ----------ს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 01 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილების ნაწილშიც, ვინაიდან, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 601 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

8.3. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისს, ბ----------ს მუნიციპალიტეტს საკრებულოს მოსარჩელე სს „ე-------------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 500 (ხუთასი) ლარის გადახდა თანაბარწილად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის საკითხზე მსჯელობისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმების პ----ცესუალურ - სამართლებრივი საფუძვლები.

 

პალატა განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარს; „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 100 ლარს. განსახილველი დავა წარმოადგენს სწორედ აღნიშნულ შემთხვევას - არაქონებრივ დავას სადავო აქტების რაოდენობის მიუხედავად.

 

მოცემულ ვითარებაში საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 21 მარტის N1------- საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ სს „ე-------------------------ას“ მიერ სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. (სს თიბისი ბანკი; ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300873150, გადამხდელი სს „ე-------------------------ა, ს/ნ 2--------;

 

ასევე საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 2 მაისის N2------- საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ სს „ე-------------------------ას“ მიერ სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 300 (სამასი) ლარი. (სს თიბისი ბანკი; ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300873150, გადამხდელი სს „ე-------------------------ა, ს/ნ 2-------- და 2018 წლის 20 თებერვლის N3------- საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ სს „ე-------------------------ას“ მიერ სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. (სს თიბისი ბანკი; ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300873150, გადამხდელი სს „ე-------------------------ა, ს/ნ 2-------- (ტომი I, ს.ფ 33; 162; ტომი II, ს.ფ 48).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპ----ცესო კოდექსის 10.2-ე მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პ----ცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სს ე------- პ---- - ჯ-------ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ სს „ე------- პ---- - ჯ-------ას“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

ამდენად, მოსარჩელე სს „ე-------------------------ას“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 500 (ხუთასი) ლარიდან 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისს, ხოლო დარჩენილი 400 (ოთხასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

9. პ----ცესის ხარჯები:

 

9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპ----ცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება საპ----ცესო ხარჯების - 500 (ხუთასი) ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. მოსარჩელე სს „ე-------------------------ას“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 500 (ხუთასი) ლარიდან 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ მოპასუხეებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ოფისს, ხოლო დარჩენილი 400 (ოთხასი) ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

4. დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.

 

5. აპელანტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ნინო ყანჩაველი -

 

ილონა თოდუა -