გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.06.2018
საქმის ნომერი
100310018002408076
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1-0-1-018002408076

საქმე №3/16-2018წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.06.2018 წელი. ქ. საჩხერე

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე: გუ---- კა-----ე

მოპასუხე: ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: მა----- ბა------ე

მოპასუხე: სე-----–ა კა-----ე

წარმომადგენელი:რო--- კა-----ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის N8------------32 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოიკვლიოს შესაბამისი დოკუმენტები და მასზე დაყრდნობით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--7 წლის 27 სექტემბრის N8------------04 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოიკვლიოს შესაბამისი დოკუმენტები და მასზე დაყრდნობით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 09 მარტის N1----- გადაწყვეტილება და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოიკვლიოს შესაბამისი დოკუმენტები და მასზე დაყრდნობით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

 

მოსარჩელე გუ---- კა-----ე (პ/ნ5----------) მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნა--------–- ფლობს 1500 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. მიღება-ჩაბარების აქტი N-2-- 1995 წლის 18 მაისს გაცემულია მის სახელზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2--7 წლის 25 ოქტომბერს მიმართა საჯარო რეესტრს ქ.ჭიათურაში და მოითხოვა მითითებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რაზედაც მიიღო უარი, რადგან მიიღო მოხდა ზედდება უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან, კონკრეტულად ზედდება მოხდა მეზობლად მცხოვრებ სე-----–ა კა-----ის (პ/ნ5----------) რეგისტრირებულ მონაცემებთან, რომელსაც რეგისტრირებული აქვს 80 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდგომ როგორც აღმოჩნდა მის კუთვნილ ნაკვეთში სოფელ ნა--------–- მცხოვრებმა სე-----–ა კა-----ემ 2--7 წლის სექტემბერში დაარეგისტრირა 80 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც სე-----–ა კა-----ის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მდებარეობს სულ სხვა ადგილზე. ამ ნაკვეთს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით სხვა მესაზღვრეები ჰყავს ვიდრე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. ამ ქმედებით სე-----–ა კა-----ემ დაკეტა მოსარჩელის ნაკვეთში შესასვლელი ერთად-ერთი გზა. მოცემულ საკითხზე მედიაცია არ შედგა. მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზ-ცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე საჯარო რეესტრის სააგენტომ სადაც მიუთითებს, რომ სარჩელს არ ცნობს. მოპასუხე განმარტავს, რომ 2--7 წლის 24 ოქტომბერს გუ---- კა-----ემ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურ ოფისში წარადგინა N8----------- სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნა--------–- 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე (3-.0-.1-.--- (760 ,99 კვადრატული მეტრი) უფლების რეგისტრაცია. ადმინისტრაციულმა ორგანომ აცნობა განმცხადებელს, რომ N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 3-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდთ რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. იმ შემთხვევაში თუ იგი ეთანხმებოდა სე-----–ა კა-----ის და სხვათა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ3-.0-.3-.2-- კონფიგურაციასა და მდებარეობას, სადაც ზედდება ფიქსირდებოდა, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული ნახაზ-. აღნიშნულ საკითხზე ასევე დანიშნული იყო მედიაცია, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

2--8 წლის 16 თებერვლის საჯარო რეესტრის სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული იქნა N8------------32 გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

მოსარჩელე თვლის, რომ მოცემული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად, რასაც ასაბუთებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონით, ასევე საჯარო რეესტრის ინსტრუქციით.

2--8 წლის 19 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გუ---- კა-----ემ და მოითხოვა 2--8 წლის 16 თებერვლის საჯარო რეესტრის სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული იქნა N8------------32 გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია.

მოსარჩელემ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქმის გარემოებების შეფასებისა და შეჯერების შედეგად, გაიზ-არა იმერეთის რეგიონალური ოფისის დასაბუთება გუ---- კა-----ის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამასთან მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ 3-.0-.3-.2--) მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია ვიდრე აღნიშნული ჩანაწერი ძალაშია მანამ, სანამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნება ბათილად ან ძალადაკარგულად ან არარად ცნობილი. საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში მოპასუხემ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილი.

ამ შემთხვევაშიც საჯარო რეესტრი თვლის, რომ სადაო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზ-ციით ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--7 წლის 27 სექტემბრის N882--7-------04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.

2--7 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნა--------–- მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 80 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სე-----–ა კა-----ის უძრავი ქონება ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტებით. მოსარჩელე თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა კანონით დადგენილი წესით.

 

2.2. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე სე-----–ა კა-----ე აცხადებს, რომ იგი სარჩელს არ ცნობს. სე-----–ა კა-----ის წარმომადგენელმა როინ კა-----ემ განმარტა, რომ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 80 კვადრატული მეტრის ოდენობით წარმოადგენს მამა-პაპისეულ მიწას აღდგა სამართლიანობა და არ არსებობს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილობის საფუძველი (იხ.ოქმი)

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ 2--7 წლის 24 ოქტომბერს გუ---- კა-----ემ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურ ოფისში წარადგინა N8----------- სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნა--------–- 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე (---0-.1-.--- (760 ,99 კვადრატული მეტრი) უფლების რეგისტრაცია. გუ---- კა-----ემ განცხადებასთან ერთად წარადგინა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობები (---0-.1-.--- და 3-.0-.1-.090), მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზ- შესაბამისი ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიებით და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრის მიერ გამოთხოვილი იქნა არქივიდან გუ---- კა-----ის კომლის შემადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი 1992-2007 წლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადება (ს.ფ. 83-84)

- საკადასტრო აზომვითი ნახაზ- (ს.ფ.90)

-სარეგისტრაციო მოწმობა(ს.ფ.86)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2. დადგენილია, რომ 2--7 წლის 20 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------06, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ, რომ N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 3-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, იმ შემთხვევაში თუ იგი ეთანხმებოდა სე-----–ა კა-----ის საკუთრებაში აღრიცხული 3-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით არსებული მიწის კონფიგურაციას და მდებარეობას, რაზედაც ზედდება იყო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული ნახაზ-. აღნიშნულ საკითხზე ასევე დანიშნული იყო მედიაცია, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

2--8 წლის 16 თებერვლის საჯარო რეესტრის სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული იქნა N8------------32 გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სწორედ მოცემული გადაწყვეტილებაა სადაო. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა ზემოთ მითითებული ზედდების არსებობა, რაზედაც მხარეები ვრ შეთანხმდნენ. ასევე განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი კორექტირებული ნახაზ-. ზედდების შემადგენელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები დაობენ ზედდების ფარგლებში არსებული მიწის საკუთრების უფლებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადაწყვეტილება შეწყვეტაზე (ს.ფ. 98)

- გადაწყვეტილება მიმდინარეობის შესახებ (ს.ფ.1-0)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.3. დადგენილია, რომ 2--8 წლის 19 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N1-8------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გუ---- კა-----ემ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2--8 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე 3-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუზველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის სააგენტომ გაიზ-არა იმერეთის რეგიონალური ოფისის შეფასებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტასთან დაკავსირებით. ამასთან განმარტა, რომ რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიმართ მოქმედებდა უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით კანონმდებლობის შესაბამისად ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნებოდა ცნობილი ჩანაწერი. ასევე საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიუთითა განცხადებაში აღნიშნული საკითხის განსჯადობაზე და 2--8 წლის 09 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 1-5-1-9)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.4. დადგენილია, რომ 2--7 წლის 27 სექტემბერის გადაწყვეტილებით N882--7-------04 ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 80 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მქონე უძრავ ნივთზე ს.კ.3-.0-.3-.2-- რეგისტრირებულია სე-----–ა კა-----ის (პ/ნ 5----------) და სხვათა საკუთრების უფლება. აღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე სე-----–ა კა-----ემ მიმართა საჯარო რეესტრს 2--7 წლის 26 ივლისს წარადგინა მიღება -ჩაბარების აქტი N1--, პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზ-. ამასთან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოთხოვილი იქნა საარქივო ცნობა სე-----–ა კა-----ის კომლის შემადგენლობის თაობაზე. სწორედ მოცემული დოკუმენტები გახდა საფუძველი მითითებული რეგისტრაციისა

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადება , თანდართული დოკუმენტები (ს.ფ. 66-79)

- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.80)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.5. საარქივო ცნობის N6-------- თანახმად დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კა–--- საკრებულოს 1----1995 წლების საკომლო წიგნში კომლის შემადგენლობაში არიან : კომლის უფროსი სე-----–ა კა-----ე, იზ---–--- კა-----ე, რო--- კა-----ე, მზ-ა კა-----ე, თა----- კა-----ე.

დადგენილია, რომ სე-----–ა კა-----ის სახელზე 1997 წელს სოფელ ნ----------- მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულია მიღება-ჩაბარების N1-- , რომლის თანახმადაც მას გადაეცა 80 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან ჩრდილოეთიდან ჩუ-----ე, სამხრეთიდან გზა, აღმოსავლეთიდან შ.კა-----ე, დასავლეთიდან ისევ გზა. ნაკვეთის პარამეტრები არის სიგანე 4 მ სიგრძე 20მ.

დადგენილია, რომ რეგისტრირებული საკადასტრო აზომვითი ნ------- მიხედვით 80 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება მოსარჩელე გუ---- კა-----ის საკუთრებაში მყოფი დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და ალ---------- კა-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი , დანარჩენ ორ მხრეს კი ესაზღვრება გზა. ასევე განსხვავდება დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პარამეტრები(ზომები 1-,9; 7,1; 1-.9;.7,1). აღნიშნულ ფაქტს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მიღება ჩაბარების აქტიN1-- (ს.ფ. 17)

- საკადასტრო გეგმა(ს.ფ.82)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.6. დადგენილია, რომ გუ---- კა-----ის სახელზე 1995 წელს სოფელ ნ----------- მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულია მიღება-ჩაბარების N2-- , რომლის თანახმადაც მას გადაეცა მიწის ნაკვეთები მდებარე სოფელ ნა--------–-. 2000 წლის 28 ივლისს მოცემული მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე გუ---- კა-----ის სახელზე სადაო მიწის ნაკვეთზე ასევე წარდგენილია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელზედაც დატანილია მიწის ნაკვეთის პარამეტრები, ასევე მითითებულია მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი 760 კვადრატული მეტრი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე შედგა საკადასტრო აზომვითი ნახაზ-, რომელიც წარდგენილი იქნა რეესტრში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 85-86)

- მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.19-20)

- საკადასტრო - აზომვითი ნახაზ-(ს.ფ.90)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.7. დადგენილია, რომ 2--7 წლის 25 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სიტუაციური ნ------- თანახმად ნ8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 3-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდება ზედდება. გუ---- კა-----ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნ------- მიხედვით მიწის ნაკვეთის რაოდენობაა შვიდასი კვადრატული მეტრი, ხოლო სე-----–ა კა-----ის და სხვათა საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის 80 კვადრატული მეტრი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სიტუაციური ნახაზ- (ს.ფ. 16)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ გუ---- კა-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--7 წლის 27 სექტემბრის N882--7-------04 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ს/კ 3-.0-.3-.2-- რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 16 თებერვლის N8------------32 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 09 მარტის N1----- გადაწყვეტილება . დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;

- სამოქალაქო კოდექსი.

- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--0 წლის 15 ი------- N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგ მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერესს სასამართლოში დავის აღძვრისა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზ-არი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ-ანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

6.3. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

6.4. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ი“, ,,მ“ ,,ნ“პუნქტის შესაბამისად ი) მართლზომიერი მფლობელი არის ფიზ-კური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;

 

მ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

ნ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 ი------- №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზ-კური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

 

ო) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზ- – მიწის ნაკვეთის საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში, დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

 

გუ---- კა-----ემ და სე-----–ა კა-----ე სწორედ აღნიშნული კანონის ფარგლებში მიმართეს საჯარო რეესტრს. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად სე-----–ა კა-----ის მიერ წარდგენილია 1997 წელს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი N1-- ხოლო გუ---- კა-----ის მიერ წარდგენილი იქნა 1995 წელს გაცემული მიღება- ჩაბარების აქტი N2-- და 200 წელს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა , რომელიც კონკრეტულად შესაბამისი მახასიათებლებით მიუთითებს სადაო მიწის ნაკვეთის თაობაზე.

 

6.5. საარქივო ცნობის N6-------- თანახმად დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კა–--- საკრებულოს 1----1995 წლების საკომლო წიგნში კომლის შემადგენლობაში არიან : კომლის უფროსი სე-----–ა კა-----ე, იზ---–--- კა-----ე, რო--- კა-----ე, მზ-ა კა-----ე, თა----- კა-----ე.

დადგენილია, რომ სე-----–ა კა-----ის სახელზე 1997 წელს სოფელ ნ----------- მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულია მიღება-ჩაბარების N1-- , რომლის თანახმადაც მას გადაეცა 80 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან ჩრდილოეთიდან ჩუ-----ე, სამხრეთიდან გზა, აღმოსავლეთიდან შ.კა-----ე, დასავლეთიდან ისევ გზა. ნაკვეთის პარამეტრები არის სიგანე 4 მ სიგრძე 20მ.

დადგენილია, რომ რეგისტრირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით 80 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება მოსარჩელე გუ---- კა-----ის საკუთრებაში მყოფი დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და ალ---------- კა-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი , დანარჩენ ორ მხრეს კი ესაზღვრება გზა. ასევე განსხვავდება დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პარამეტრები(ზომები 1-,9; 7,1; 1-.9;.7,1). აღნიშნულ ფაქტს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

6.6. დადგენილია, რომ გუ---- კა-----ის სახელზე 1995 წელს სოფელ ნ----------- მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულია მიღება-ჩაბარების N2-- , რომლის თანახმადაც მას გადაეცა მიწის ნაკვეთები მდებარე სოფელ ნა--------–-. 2000 წლის 28 ივლისს მოცემული მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე გუ---- კა-----ის სახელზე სადაო მიწის ნაკვეთზე ასევე წარდგენილია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელზედაც დატანილია მიწის ნაკვეთის პარამეტრები, ასევე მითითებულია მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი 760 კვადრატული მეტრი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე შედგა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც წარდგენილი იქნა რეესტრში.

დადგენილია, რომ 2--7 წლის 25 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზის თანახმად ნ8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 3-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დგინდება ზედდება. გუ---- კა-----ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის რაოდენობაა შვიდასი კვადრატული მეტრი, ხოლო სე-----–ა კა-----ის და სხვათა საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის 80 კვადრატული მეტრი.

 

6.7.საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №5-- დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. მოსარჩელე გუ---- კა-----ის სახელზე სახეზეა მიღება-ჩაბარების აქტიN1-- და სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც 2000 წელშია გაცემული, სახეზეა სე-----–ა კა-----ის სახელზე გაცემული მიწის 1997 წელს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტიN2--. მიღება-ჩაბარების აქტი და სარეგისტრაციო მოწმობა შეიცავს სადაო ნაკვეთის პარამეტრებს - სიგრძე, სიგანე, ფართობი, ინფორმაცია მოსაზღვრე ნაკვეთების შესახებ, მასშტაბი და ა.შ. წარმოდგენილი დოკუმენტებით სე-----–ა კა-----ის კუთვნილ მიღება-ჩაბარების აქტში არსებული სადაო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არ ემთხვევა უკვე დარეგისტრირებული იგივე მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს. ასევე არ ემთხვევა მიწის ნაკვეთის პარამეტრებიც. ასევე დადგენილია, რომ არ ემთხვევა გუ---- კა-----ის დასარეგისტრირებელი და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფაქტიური მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და რეგისტრირებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე-სე-----–ა კა-----ე.

 

6.8. საჯარო რეესტრის სააგენტოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სადავო აქტის გამოცემამდე. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წელს უძრავი ქონების საკუთრების და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს. სარეგისტრაციო მოწმობა ასახავს ამ ქონების საკუთრების ან იჯარის უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის. 1995 წლისათვის გუ---- კა-----ეს გააჩნდა მიღება-ჩაბარების აქტი ასევე 2000 წლისათვის გუ---- კა-----ეს გააჩნდა სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახებოდა საჯარო რეესტრის არქივში სადაო მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს, რომელშიც აისახებოდა უფლებაზე გავლენის მქონე ინფორმაცია. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი და სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს. დადგენილია, რომ სე-----–ა კა-----ესაც გააჩნდა 1997 წელს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი N2-- და ეს დოკუმენტიც ინახებოდა საჯარო რეესტრში.

 

6.9.საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №5-- დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწის მიმღებ მოქალაქეს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი მიეცეს მას შემდეგ, რაც მოქალაქე შესაბამის მმართველობით ადგილობრივ ორგანოებში წარადგენს..... შესაბამის დოკუმენტებს. აღნიშნულ შემთხვევაში ორივე მოქალაქეზე გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტი.

მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1 “ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.1-. 2--7 წლის 27 სექტემბერის გადაწყვეტილებით ნ882--7-------04 ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 80 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის (ს.კ.3-.0-.3-.2-- ) სე-----–ა კა-----ის და სხვათა სახელზე რეგისტრაციამდე საჯარო რეესტრს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ მიღება-ჩაბარების აქტებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა არსებული ზედდება. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

გუ---- კა-----ემ საჯარო რეესტრს მიმართა დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციისათვის.

 

ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.

 

ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თუ საჯარო რეესტრში უფლება რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტორიულ სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები, გასცეს შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა.

ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო (საქმე #ბს-367-363(კ-12) ) განმარტავს, რომ რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.

 

6.11.დადგენილია , რომ 2--7 წლის 20 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------06, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ, რომ N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 3-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, იმ შემთხვევაში თუ იგი ეთანხმებოდა სე-----–ა კა-----ის საკუთრებაში აღრიცხული 3-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით არსებული მიწის კონფიგურაციას და მდებარეობას, რაზედაც ზედდება იყო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული ნახაზი. აღნიშნულ საკითხზე ასევე დანიშნული იყო მედიაცია, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

2--8 წლის 16 თებერვლის საჯარო რეესტრის სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული იქნა N8------------32 გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სწორედ მოცემული გადაწყვეტილებაა სადაო. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა ზემოთ მითითებული ზედდების არსებობა, რაზედაც მხარეები ვრ შეთანხმდნენ. ასევე განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი კორექტირებული ნახაზი. ზედდების შემადგენელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები დაობენ ზედდების ფარგლებში არსებული მიწის საკუთრების უფლებაზე.

დადგენილია , რომ 2--8 წლის 19 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N108------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გუ---- კა-----ემ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2--8 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე 3-.0-.3-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუზველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის სააგენტომ გაიზიარა იმერეთის რეგიონალური ოფისის შეფასებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტასთან დაკავსირებით. ამასთან განმარტა, რომ რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიმართ მოქმედებდა უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით კანონმდებლობის შესაბამისად ძალადაკარგულად , ბათილად ან არარად არ იქნებოდა ცნობილი ჩანაწერი. ასევე საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიუთითა განცხადებაში აღნიშნული საკითხის განსჯადობაზე და 2--8 წლის 09 მარტს მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.12. ერთმნიშვნელოვანია, რომ ქრონოლოგიურად მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტები სარეგისტრაციო მოწმობები, საკადასტრო აზომვითი ნახაზები შეიცავენ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მესაკუთრეთა შესახებ. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26.5 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტები სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს ინფორმაციას მოსაზღვრე უძრავი ნივთის მფლობელის ან მესაკუთრის შესახებ.

სადაო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო აზომვითი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.

სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე - 7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად მოპასუხეს არსებითი გამოკვლევის შემთხვევაში შეეძლო დაედგინა ნაკვეთის მესაკუთრე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა.

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას, რეესტრის სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა რეგისტრაციის არსებობა.

 

6.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის - ნოდარ ასანიძისათვის ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ ნოდარი ასანიძის სახელზე გაცემული რეესტრის მიღება-ჩაბარების აქტი, სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა დოკუმენტები, მის სახელზე საჯარო რეესტრის განხორციელებული ჩანაწერი. ერთმნიშვნელოვანია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი განთავსებულია იმ ტერიტორიულ ერთეულში სადაც ცხოვრობდა და ცხოვრობს ნოდარი ასანიძის ოჯახი. რეგისტრაციისას ომარი დეკანოიძის მიერ წარდგენილი არ ყოფილა მიღება-ჩაბარების აქტი და სადაო რეგისტრაცია განხორციელებულია მხოლოდ საარქივო ცნობისა და აზომვითი ნ------- საფუძველზე. ცალსახაა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და სარეგისტრაციო მოწმობა შედარებით უპირატესი ხარისხის მტკიცებულებაა ვიდრე ხსენებული დოკუმენტები.

 

6.14. ინსტრუქციის 26-ე მუხლის შესაბამისად საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადსტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა.

სასამართლო თვლის, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.1-წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. სასამართლო თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.

 

6.15. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ გუ---- კა-----ეს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - მიღება-ჩაბარების აქტი, სარეგისტრაციო მოწმობა გუ---- კა-----ის სახელზე არ გამხდარა სადავო, ძალაშია და მოქმედებს. სე-----–ა კა-----ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი N2-- -ში მითითებული 80 კვადრატული მიწის ნაკვეთის საზღვრები არ ემთხვევა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს და არც ,მოსაზღვრე ნივთის მესაკუთრეებს .

სასამართლო განმარტავს , რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. არ შეიძლება , როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. გარემოება, თუ სად მდებარეობს სე-----–ა კა-----ის კუთვნილი ოთხმოცი კვადრატი მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სე-----–ა კა-----ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

6.16.ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

6.17.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

მითითებული გარემოებებიდან და მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე სადაო აქტები ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--7 წლის 27 სექტემბრის N882--7-------04 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ს/კ 3-.0-.3-.2-- რეგისტრაციის შესახებ

ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 16 თებერვლის N8------------32 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 09 მარტის N1----- გადაწყვეტილება , გამოცემულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემის წესის დარღვევით. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ფაქტობრივად არ ყოფილა შეფასებული ის გარემოებები, რომლებიც არსებითად გავლენას მოახდენდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამ შემთხვევაში ზ.ა.კ.-ის 601 მუხლის შესაბამისად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოც ვალდებული იყო გაემახვილებია ყურადღება იმ საპროცესო შესაძლებლობაზე, რომლითაც საჩივრის ადრესატ ადმინისტრაციული ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა და გამოეკვლია სადაო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მესაკუთრეთა არსებობა და შესაბამისობა დასარეგისტრირებელ თუ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებთან, რომელთა რეგისტრაციის საფუძველია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები

 

6.18.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისადსაქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლო თვლის , რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს სადაო რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაცია სადაო მიწის ნაკვეთზე, უნდა გამოიკვლიოს მიღება-ჩაბარების აქტი N1-- და მიღება ჩაბარების აქტი N2-- , 2000 წელს განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად არსებული საკადასტრო რუკები , აზომვითი ნახაზები. აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს ნაკვეთის პარამეტრებს - სიგრძე, სიგანე, ფართობი, ინფორმაცია მოსაზღვრე ნაკვეთების შესახებ, მასშტაბი და ა.შ. უნდა მოხდეს მოცემული პარამეტრების შედარება სადაო რეგისტრაციის მონაცემებთან. სასამართლო ასევე თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს , სადაო აქტებთან. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნას ასევე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია მათი პარამეტრების შესაბამისად სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში მათი ადგილის მიხედვით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს სხვა გარემოებები , რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა სადაო აქტებთან მიმართებაში.

6.19.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

 

6.20. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--7 წლის 27 სექტემბრის N882--7-------04 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ს/კ 3-.0-.3-.2-- რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 16 თებერვლის N8------------32 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში , ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 09 მარტის N1----- გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი .

 

6.21.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.გუ---- კა-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--7 წლის 27 სექტემბრის N882--7-------04 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ს/კ 3-.0-.3-.2-- რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

 

1.2.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 16 თებერვლის N8------------32 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 09 მარტის N1----- გადაწყვეტილება .

დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოპასუხეებს - ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, და სე-----–ა კა-----ეს სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის- გუ---- კა-----ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი