დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-919 (2კ-19) 25 მარტი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. გ-ის და დ. ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. გადაწყვეტილებასა და 12.03.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-ემ 30.01.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ,,... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემების ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობის დაუდგენლობის შესახებ“ 08.01.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების და რეგისტრაციის შესახებ 20.11.2009წ. და 03.12.2009წ. გადაწყვეტილებების არარა აქტებად აღიარების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.02.2018წ. განჩინებით, თ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ტ-ი.
საქმის განხილვისას სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმირების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.01.2018წ. გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ 20.11.2009წ. და 03.12.2009წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 19.07.2018წ. გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი გორში, ...ის ქ. № 98-ში მდებარე 398 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 66,80 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დ. ტ-ისა და თანამესაკუთრის საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009წ. №... გადაწყვეტილება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 09.07.2018წ. №5004224718 მიმართვაში მითითებულ მხარეთა უძრავი ქონების ჩრდილოეთით მდებარე 0,12 კვ.მ. და სამხრეთით მდებარე 5,11 კვ.მ. მიწის რეგისტრაციის ნაწილში, თ. გ-ის სარჩელი 20.11.2009წ. №... გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გორში, ...ის ქ. № 98-ში მდებარე 398 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 66,80 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დ. ტ-ის საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 03.12.2009წ. №... გადაწყვეტილება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 09.07.2018წ. №5004224718 მიმართვაში მითითებულ მხარეთა უძრავი ქონების ჩრდილოეთით მდებარე 0,12 კვ.მ. და სამხრეთით მდებარე 5,11 კვ.მ. მიწის რეგისტრაციის ნაწილში, თ. გ-ის სარჩელი 03.12.2009წ. №... გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრირებული მონაცემების უცვლელად დატოვების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.01.2018წ. №... გადაწყვეტილება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 09.07.2018წ. №5004224718 მიმართვაში მითითებულ მხარეთა უძრავი ქონების ჩრდილოეთით მდებარე 0,12 კვ.მ. და სამხრეთით მდებარე 5,11 კვ.მ. მიწის რეგისტრაციის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ტ-ის და თ. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. გადაწყვეტილებით დ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს 19.07.2018წ. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად გადახდეთ 100 (ასი) ლარი. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს თ. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული თანხის - 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 19.07.2018წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის კუთხით, ანუ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის მხარისათვის არასწორად დაკისრებას და ექსპერტის ჩატარების მიზნით გადახდილი თანხის დაკისრების საკითხს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იურიდიული საზღვრების და ადგილმდებარეობის გარკვევას. მოსარჩელესა და მესამე პირს უფლების დამდგენი დოკუმენტების - ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რაც აღირიცხა ტექინვენტარიზაციის ბიუროში. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა საკუთრება აღირიცხა ტექინვენტარიზაციის ბიუროში, რომლის მონაცემები და სიზუსტე მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარი არ არის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში, როგორც აპელანტის თ. გ-ის, ასევე აპელანტის - მესამე პირის დ. ტ-ის სახელზე საკუთრების რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით, ანუ მხოლოდ მათ მითითებაზე დაყრდნობით და მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტსა თუ საჯარო რეესტრში დაცულ რაიმე სხვა ინფორმაციას, მათ შორის ტექბიუროს მონაცემებს არ ეყრდნობოდა. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 04.05.2018წ. №002936218 დასკვნის №4 დანართთან მიმართებაში ამავე ბიუროს მიერ 09.07.2018წ. წერილით წარდგენილი იქნა დაზუსტებული მონაცემები, რომლის თანახმად, დ. ტ-ს დღევანდელ რეგისტრირებულ საზღვრებში მოქცეული აქვს თ. გ-ის მიწის ნაკვეთი, რომლის საზღვარი დადგენილი იქნა საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით. აღნიშნული გადაფარვის ფართობი შეადგენს 0,12 კვ.მ.-ს. ასევე, დანართი №4-ის დაზუსტებულ ვარიანტზე, დასკვნის დანართისაგან განსხვავებით, მითითებული სიდიდეები დამრგვალებული იქნა მეასედის სიზუსტით და დ. ტ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებსა და თ. გ-ის სახელზე მომზადებულ ტექნიკურ პასპორტზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს შორის (სამხრეთით) ფიქისრდება გადაფარვა (ზედდება) ფართით 5,11 კვ.მ.. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის - მესამე პირის დ. ტ-ის სახელზე საჯარო რეესტრში სადავო აქტებით განხორციელებული რეგისტრაცია თ. გ-ესთან მიმართებაში უკანონოა და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ექვემდებარება ბათილად ცნობას სწორედ მითითებული ფართების ნაწილში - მხარეთა უძრავი ქონების ჩრდილოეთით მდებარე 0,12 კვ.მ. და სამხრეთით მდებარე 5,11 კვ.მ. მიწის რეგისტრაციის ნაწილში, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მესამე პირის საკუთრებაში მოექცა მოსარჩელე თ. გ-ის კუთნილი ნაკვეთიდან მხოლოდ მითითებული ფართები. თ. გ-ე საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს არ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნას იმის გამო, რომ ექსპერტმა არასწორად აიღო მაორენტირებელი წერტილები, რამაც აპელანტის განმარტებით, გამოიწვია მხარეთა საზღვრის ამსახველი წრფივი ხაზის არასწორი დადგენა. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტი ვერ ჩაითვლება ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის საკმარის საფუძვლად, რადგან ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე პირდაპირ მიუთითა ფოტო-სურათებზე ადგილები, საიდანაც აიღო მაორენტირებელი წერტილები, რაზეც მხარეებს შენიშვნა და პრეტენზია არ გამოუთქვამთ, და ასევე ექსპერტიზა დაინიშნა მიწის ნაკვეთების იურიდიული საზღვრებისა და ადგილმდებარეობის დასადგენად ტექბიუროს მონაცემებთან მიმართებაში, 09.07.2018წ. მომართვის №4-5 დანართზე კი დატანილია მხარეთა ტექბიუროს ნახაზები და ელექტრონული რეგისტრაციები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მაორენტირებელი წერტილები აღებულია სწორედ ტექბიუროს მონაცემების მიხედვით მხარეთა შენობა-ნაგებობების მომიჯნავე, ანუ მყარ ადგილებზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე, გამოიკვლიოს ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს ტექბიუროს არქივსა თუ რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებს, სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებს, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა თანასაკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოახდინოს მათ სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია თავდაპირველად მოახდინა დ. ტ-მა, ხოლო შემდეგ მოსარჩელე თ. გ-ემ, მაგრამ ეს არ ართმევს მოსარჩელეს შესაძლებლობას, დააზუსტოს და შესაბამისობაში მოიყვანოს მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი მონაცემები, მოითხოვოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. გ-ის და დ. ტ-ის მიერ.
კასატორი თ. გ-ე აღნიშნავს, რომ ექსპერტმა ჩრდილოეთის მაორენტირებელი წერტილი აიღო არა მეზობლებს შორის არსებულ მყარ მიჯნაზე, არამედ მიჯნიდან 5სმ-ში. კასატორის მოსაზრებით, ამაზე მიუთითებს თვით ექსპერტის განმარტება მისი აპარატის 5სმ-ით შესაძლო ცდომილების თაობაზე, ასევე, შპს ,,...ის“ მიერ შესრულებული დაკვალვის აქტი, რომელიც შესრულებულია უფრო მაღალი სიზუსტის აპარატით. კასატორი მიუთითებს, რომ მისი ნაგებობა (სახლი) ტექბიუროს მონაცემებში სრულად არის მოქცეული მისსავე ნაკვეთში. შესაბამისად, იურიდიული საზღვრის დადგენა ამ მონაცემების გათვალისწინების გარეშე და მათი დარღვევით გამოიწვევს მისი საკუთრების უფლების დარღვევას. კასატორის მოსაზრებით მართალია, ტექნიკური პირობებით დადგენილია საკადასტრო აღწერისას 0,15მ ცდომილება, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მყარ მიჯნას (სახლის კედლებს), სასამართლომ მაქსიმალური სიზუსტით უნდა დაადგინოს მხარეთა შორის არსებული საზღვარი და ექსპერტის დასკვნებიდან ის დაკვნა უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს მხარეთა საკუთრებას. კასატორი თ. გ-ე მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. გადაწყვეტილების გაუქმებას გორის რაიონული სასამართლოს 19.07.2018წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და მის შეცვლას შპს ,,...ის“ მიერ მომზადებული დასკვნის გათვალისწინებით, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.03.2019წ. განჩინების გაუქმებას N000239919 ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორმა დ. ტ-მა აღნიშნა, რომ მისი დაკვეთით 15.01.2019წ. შესრულებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული ქონება ფარავს დ. ტ-ის ქონებას 33.43 კვ.მ.-ის ოდენობით. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა და მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღწერა ხსენებული ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ არ იმსჯელა სხვა მტკიცებულებებთან მის შესაბამისობასა და საფუძვლიანობაზე. კასატორი დ. ტ-ი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. გ-ეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის და დ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 13.06.1985წ. და 16.04.1986წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, დ. ტ-მა (დ-მა) გ. ვ-ისა და ბ. ვ-ისაგან შეიძინა გორში, ...ის ქ. № 98-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონება (1/2 - 1/2 ნაწილი თითოეულისაგან), რაც ტექბიუროში აღირიცხა მის სახელზე. 28.03.2002წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით, თ. გ-ემ შეიძინა გორში, ...ის ქ. №96-ში მდებარე უძრავი ქონება, რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე (ს/კ ...). გორის რაიონული სასამართლოს 17.06.2018წ. გადაწყვეტილებით, დ. ტ-ის სარჩელი ეზოში შესასვლელი მხრიდან სამეზობლო საზღვრის თ. გ-ის ზოლში პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის, კედლის თავის მხარეს ამოყვანის, უნებართვო ნაგებობის მოშლისა და მიტაცებული მიწის ფართის (ე.წ. სანიაღვრე ადგილის) გამოთავისუფლების დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო თ. გ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დ. ტ-ს დაევალა, მოშალოს საცხოვრებელი სახლის აივნის კედელი, რომელიც მთლიანად გადასულია თ. გ-ის მხარეს და აღმართოს საცხოვრებელი სახლის №7 სათავსოს გასწვრივ დამოუკიდებელი კედელი საცხოვრებელი სახლის ბოლომდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.01.2009წ. გადაწყვეტილებით და 23.02.2009წ. დამატებითი გადაწყვეტილებით, დ. ტ-ს დაევალა, აღმართოს დამოუკიდებელი კედელი მისი საცხოვრებელი სახლის №7 სათავსოში №1 ოთახის გასწვრივ საცხოვრებელი სახლის ბოლომდე (თ. გ-ის საცხოვრებელი სახლის №5 სათავსოს მხარეს); დ. ტ-ს დაევალა, მოშალოს თ. გ-ის საცხოვრებელი სახლის №5 სათავსოში (30.08.1989წ. ტექნიკური პასპორტის მიხედვით) აშენებული კედელი აივნამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.06.2009წ. განჩინებით, დ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.01.2009წ. გადაწყვეტილებასა და 23.02.2009წ. დამატებით გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. საჯარო რეესტრის 20.11.2009წ. გადაწყვეტილებით 16.04.1986წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე დ. ტ-ის სახელზე საჯარო რეესტრში დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა გორში, ...ის ქ. №98-ში მდებარე 398 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 66,80 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი (ს/კ ...), ხოლო საჯარო რეესტრის 03.12.2009წ. გადაწყვეტილებით 13.06.1985წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე ს/კ ... დ. ტ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა დარჩენილ ½ ნაწილზე. საჯარო რეესტრის 26.09.2016წ. გადაწყვეტილებით თ. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია და თ. გ-ის სახელზე გორში, ...ის ქ. N96-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 349 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია N1 შენობა (საცხოვრებელი) საერთო ფართით 79,20 კვ.მ. და N2 შენობა (დამხმარე), კასატორის (მოსარჩელის) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით. საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 04.05.2018წ. დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ა) დ. ტ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებსა და 1962წ. თ. გ-ის სახელზე მომზადებულ ტექნიკურ პასპორტზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს შორის ფიქისრდება გადაფარვა (ზედდება) ფართით 5 კვ.მ.; ბ) თ. გ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებსა და 1989წ. დ. ტ-ის სახელზე მომზადებულ ტექნიკურ პასპორტზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებს შორის ფიქისრდება გადაფარვა (ზედდება) ფართით 5კვ.მ. 04.05.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის №4 დანართთან მიმართებაში ამავე ბიუროს მიერ 09.07.2018წ. წერილით წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული მონაცემები, რომლის თანახმად, დ. ტ-ს დღევანდელ რეგისტრირებულ საზღვრებში მოქცეული აქვს თ. გ-ის მიწის ნაკვეთი, რომლის საზღვარი დადგენილი იქნა საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით. აღნიშნული გადაფარვის ფართობი შეადგენს 0,12 კვ.მ.-ს, ასევე, №4 დანართის დაზუსტებულ ვარიანტზე, დასკვნის დანართისაგან განსხვავებით, მითითებული სიდიდეები დამრგვალებული იქნა მეასედის სიზუსტით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
კასატორის თ. გ-ის მითითებით, მისი ნაგებობა (სახლი) ტექბიუროს მონაცემებში სრულად არის მოქცეული მისსავე ნაკვეთში, თუმცა მისი მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი 04.05.2018წ. ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულია ცდომილებით, რაც შეადგენს 5 სმ-ს. კასატორი მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ 24.08.2018წ. შპს ,,...ის“ დასკვნაზე, რომლის მიხედვით, სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული მიჯნის ჩრდილოეთ კოორდინატი არ არის თანხვედრაში ფაქტიურ მდგომარეობასთან, კერძოდ, ჩრდილოეთით კვეთს თ. გ-ის საკუთრებაში არსებულ შენობას 5 სმ-ით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის აღნიშნული პრეტენზია მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 112 მუხლზე, რომლის თანახმად საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია საჯარო რეესტრში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციისათვის წარსადგენი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 08.08.2016წ. N388 დადგენილებით დამტკიცებული ,,მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის“ 1.1 და 1.2 მუხლების თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ წესის შესაბამისად ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არის ამ წესის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, ხოლო ამავე წესის 2.1 და 2.2 მუხლების მიხედვით, საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) შედგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში და საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა. მსგავს დანაწესს შეიცავდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26.2 მუხლი (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით) და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. N800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ 48.2 მუხლი (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით).
კასატორი თ. გ-ე მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის N000239919 ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 12.03.2019წ. განჩინების გაუქმებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103.1 მუხლიდან გამომდინარე მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 19.1 მუხლიდან გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. კასატორის თ. გ-ის მითითება იმის შესახებ, რომ ს. ვ-ის სახელზე 08.08.1962წ. მომზადებული გეგმის თ. გ-ის ტექპასპორტის მონაცემებთან შედარება მიმდინარე საქმესთან აბსოლუტურად შეუსაბამოა, არ ქმნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.03.2019წ. განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებს. სსსკ-ის 105.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
კასატორი დ. ტ-ი მიუთითებს 15.01.2019წ. N000239919 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, თ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული ქონება ფარავს დ. ტ-ის ქონებას 33.43 კვ.მ.-ის ოდენობით. დასკვნაში მითითებულია, რომ ქ. გორში, ...ის ქუჩაზე თ. გ-ის და დ. ტ-ის სახელზე საჯარო რეესტრის მიერ ... და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვარი ს. ვ-ის სახელზე მომზადებული გეგმის მიხედვით გადის საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და აღნიშნულის გათვალისწინებით თ. გ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებსა და 08.08.1962წ. ს. ვ-ის სახელზე მომზადებული გეგმის მიხედვით განსაზღვრულ საზღვრებს შორის ფიქსირდება გადაფარვა, რომლის ფართობი შეადგენს 33,43 კვ.მ.-ს. დ. ტ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზის შესაბამისად საერთო ფართობი შეადგენს 398 კვ.მ.-ს, ხოლო ს. ვ-ის სახელზე მომზადებული გეგმის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 523,76 კვ.მ.. შენიშვნის სახით ექსპერტი მიუთითებს, რომ ს. ვ-ის სახელზე შედგენილი ნახაზით არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები მნიშვნელოვნად განსხვავდება, როგორც თ. გ-ის სახელზე შედგენილ საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისაგან, ასევე, დ. ტ-ის სახელზე შედგენილ საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისგან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცული 13.06.1985წ. და 16.04.1986წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით დ. ტ-მა (დ-მა) გ. ვ-ისა და ბ. ვ-ისაგან შეიძინა გორში, ...ის ქ. № 98-ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონება (1/2 - 1/2 ნაწილი თითოეულისაგან), რაც ტექბიუროში აღირიცხა მის სახელზე. აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად უძრავი ნივთი (საცხოვრებელი სახლი) განლაგებულია 398 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის მიერ 19.10.2017წ. მომზადებული ცნობა-დახასიათების თანახმად, გორში, ...ის ქ. N98-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფაქტიური ფართობია 438 კვ.მ., ხოლო ფართობი დოკუმენტით - 398 კვ.მ. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე/მოსარგებლეა დ. ა. ტ-ი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 11.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებზე დაყრდნობით მზადდება საინვენტარიზაციო გეგმა, რომელიც ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, ასევე, რიგ შემთხვევებში, უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახულ ინფორმაციას, ხოლო 11.3 მუხლის მიხედვით, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე დაცულია რამდენიმე ურთიერთშეუსაბამო ინფორმაცია/გეგმა, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს ბოლო მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია/გეგმა. მსგავს დანაწესს შეიცავდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 10.4 მუხლი (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით). განსახილველ შემთხვევაში კასატორი დ. ტ-ი მიუთითებს დასკვნაზე, რომელიც ასახავს თ. გ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებისა და 08.08.1962წ. ს. ვ-ის სახელზე მომზადებული გეგმის განსაზღვრულ საზღვრებს შორის ურთიერთშედარების შედეგად დაფიქსირებულ გადაფარვას. ამასთან, ს. ვ-ის სახელზე მომზადებული გეგმის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 523,76 კვ.მ. ამდენად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი რეგულაციის გათვალისწინებით კასატორ დ. ტ-ის მიერ 15.01.2019წ. ექსპერტიზის დასკვნაზე მითითება განსახილველი დავის საგანთან არარელევანტურია იმის გათვალისწინებითაც, რომ ს. ვ-ის სახელზე მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმა არ შეესაბამება გორში, ...ის ქ. N98-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის მიერ 19.10.2017წ. მომზადებულ ცნობა-დახასიათებაში ასახულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით) თანახმად წარმოადგენს ამ უძრავ ნივთზე ტექნიკური აღირცხვის არქივში დაცულ ბოლო მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო თ. გ-ის და დ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ის და დ. ტ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2019წ. გადაწყვეტილება და 12.03.2019წ. განჩინება;
3. კ. კ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.10.2019წ. N8515753904 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე