გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2019
საქმის ნომერი
090310019003015516
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/15–19) 0-0310019003015516

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

20.0-.2019 წელი ქ. ამბროლაური

 

შესავალი ნაწილი

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან არჩვაძე

 

მოსარჩელე – მ----------–---–-

წარმომადგენელი - რ------------–---–-

 

მოპასუხე - ს-------------------------------–----------------------------------------------–-------------------------------------–---------

წარმომადგენელი - ო---------------–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნას ცნობილი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–---------------------- გადაწყვეტილება.

 

1.2 ბათილად იქნას ცნობილი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ს-------------------------------–-------------------------------------–-----------------–-–------------------------------------ გადაწყვეტილება.

 

1.3 ბათილად იქნას ცნობილი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–---------------------- გადაწყვეტილება.

 

1.4 ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სა------------------------------–-------------------–-–------------–----------- გადაწყვეტილება.

 

1.5 ს--------------------------------–------------------------------------------------------------ სარეგისტრაციო განცხადებით დაევალოს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე განახორციელოს ა-------–--------------–----–-----------------–---------–-----–------------------ სახელზე სისტემურად რეგისტრირებული 2------მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის (----------------- და ასევე 1--- კვმ და 5------ მიწის ნაკვეთების (-----------------------------------------------) მ-----------–---–-- საკუთრებად რეგისტრაცია.

 

მოსარჩელის არგუმენტაცია:

 

2018 წლის 16 ოქტომბერს, მიმართა ს-------------------------------–------------ , რომლითაც მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია – ა-------–-------------–----–----------------–----------–-----–- მდებარე უძრავ ქონებაზე. უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის მამის – 1----–-–------------- გარდაცვლილი გ-------------- დანაშთ (სამკვიდრო) ქონებას. 2----–-–---------------- საჯარო რეესტრის შუალედური გადაწყვეტილებებით, სარეგისტრაციო განცხადებებზე დაუდგინდა ხარვეზი და გადაწყვეტილების 1.2 პუნქტში მიეთითა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, საჭირო იყო დაეზუსტებინა გ-------------- სახელზე, სისტემურად რეგისტრირებული N------------------------------------------------------------- საკადასტრო კოდები წარმოადგენდა თუ არა, კომლის საკუთრებას და შეესაბამებოდა თუ არა მითითებული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებას. 2----–-–------------------- წარდგენილი იქნა N------------ განცხადება სადაც აღნიშნული იყო, რომ N------------- სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული ქონება შეესაბამებოდა საქართველოს პრეზიდენტის 1----–-–------------------ ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 2----–-–------------- გაცემულ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულ უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებს ს--------------------------------------. აღნიშნული ქონება წარმოადგენს სახლს, ეზოს, სასიმინდეს (ე.წ ყანას), მასზე განთავსებულია ასევე, ცხოველთა სადგომი.

 

2-----–-–----------------- განცხადებით აღინიშნა, რომ 2----–-–-------------------- განცხადებით, მითითებული უძრავი ქონება შეესაბამებოდა უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებს ს---------------, ფართობი 1------- ხოლო 2----–-–------------------ განცხადებით აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო განცხადებით მითითებული უძრავი ქონება შეესაბამებოდა 2----–-–------------- გაცემულ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულ უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებს ს/კ 8----------------------------- საერთო ფართობით – 5------.

 

2----–-–-------------ს ს--------------------------------–------------–ი მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ს-------------------------------–------------- შესაბამისი სასახურისათვის, რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით, თუმცა ს--------------------------------–------------- 2----–-–------------–-- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება აწარმოა არასწორად.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხების პოზიცია

 

2.2 მოპასუხე - ს-------------------------------–-------------ა და ს-------------------------------–------------- ი---------------------–---------- წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლით, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა რომ, ვინაიდან უძრავი ნივთები არ არის რეგისტრირებული შესაბამისად, ვერ ჩაითვლება, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა მ----------–---–-ს მამის ქონებას. N------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მ----------–---–-ს მიერ, წარდგენილი იქნა სამკვიდრო N--------- მოწმობა, გარდაცვლილი გ-------------- დანაშთ ქონებაზე. ასევე, საკადასტრო 8---------------------------------------------------- კოდებზე გახსნილ სააღრიცხვო ბარათზე არ ფიქსირდება ხელმოწერა და ბეჭედი, შესაბამისად, არ წარმოადგენს რეგისტრირებულ მონაცემს, ვინაიდან კანონმა ცალსახად განსაზღვრა, რომ რეგისტრირებულად ითვლება ისეთი სააღრიცხვო ბარათები, რომლებსაც აქვს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. მოცემულ შემთხვევაში, არცერთ ზემოთაღნიშნულ უძრავ ნივთს არ აქვს კანონით განსაზღვრული რეკვიზიტები. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულ სააღრიცხვო მონაცემებს, როგორც რეგისტრირებულ მონაცემს, მარეგისტრირებელი ორგანო ვერ გამოიყენებდა.

 

ასევე, 2----–-–------------------ სარეგისტრაციო განცხადებით, მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილებების რეგისტრაცია – 8----------- საკადასტრო კოდით გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე. სააგენტოს არცერთხელ არ განუმარტავს, რომ უძრავი ნივთები შეესაბამებოდა სარეგისტრაციო მოწმობებს.

 

2----–-–---------------------------------- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ N---------------- საარქივო ცნობაში მითითებული ფართი 2-------- წარმოადგენდა რეფორმამდე არსებულ ფართობს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა, მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთის რეგისტრაცია. თუმცა N------------–0- გადაწყვეტილების 1.2 პუნქტით დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა, რომ მიმდინარე განაცხადზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფართი – 2------მ. 1% –ზე მეტად, აღემატებოდა უფლებისდამდგენ დოკუმენტში მითითებულ ფართს. შესაბამისად, თუ სურდა რეგისტრაცია განხორციელებულიყო საარქივო ცნობაში მითითებული მონაცემის მიხედვით, წარსადგენი იქნებოდა კორექტირებული აზომვითი ნახაზი (პლუს 1%), ან მოთხოვნის დაზუსტება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–------------------------------------------------------------------ სარეგისტრაციო განცხადებებით, მ----------–---–-- მიმართა ს-------------------------------–------------, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე. ა-------–-------------–----–----------------–----------–-----–- მდებარე უძრავ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–ს-------------------------------–------------- ი---------------------–---------- 2----–-–---------------------------------------------------------------------------- გადაწყვეტილებები

 

3.1.2. სარეგისტრაციო N------------, N---------------------------- განცხადებებით მოთხოვნილი უძრავი ქონება წარმოადგენს მ----------–---–-ს 1----–-–------------- გარდაცვლილი გ-------------- დანაშთ (სამკვიდრო ) ქონებას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ – შვილმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–2----–-–--------------------- N--------- სამკვიდრო მოწმობა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ, ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის, ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მოსარჩელის მ----------–---–-ს წარმომადგენლის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე, განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–----------------------, 2----–-–------------------------------------, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–---------------------- გადაწყვეტილება, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სა------------------------------–-------------------–-–------------–----------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე, ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს, ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო, თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე, საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას - დამატებით საკადასტრო გეგმას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისათვის, მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში, ან არსებობს მასზე უფლების, ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული; 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, ასევე, სერვიტუტის, ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ, გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია; მე-3 პუნქტის მიხედვით, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით, საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს.

 

6.4. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით, კანონი ს-------------------------------–------------- მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილებას ანიჭებს.

 

კანონის მე-2 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე, მისი სავარაუდო მემკვიდრე, ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს), ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო, ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში, ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე, კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით), ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით, სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე, ის ფიზიკური პირი, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო, ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა, ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;

 

6.5. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა; ამავე მუხლის ,,მ,, ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი, ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება, ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

6.6„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

 

ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ,, ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე, უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით, ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, ან სხვა დოკუმენტი;

 

ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი 1. ამ კანონის საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე. 2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შედგენილად ითვლება ასევე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული შემდეგი დოკუმენტები: ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტის გაცემის წელი და მიწის ნაკვეთის ფართობი და მას აქვს მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია წიგნაკის გაცემის წელი, მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელსაც აქვს მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ე) „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით, ან მის გარეშე – თუ არ დგინდება სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) მიწების განაწილების სიის დამტკიცების ფაქტი.

 

ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის ;ა; ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტი – ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით, მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად;

 

6.7.,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ,’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376-ე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე, უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ), ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით, ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, ან სხვა დოკუმენტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს, მოსარჩელემ მიმართა ს-------------------------------–------------, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია, ა-------–-------------–----–----------------–----------–-----–- მდებარე უძრავ ქონებაზე.

 

სარეგისტრაციო N------------, N---------------------------- განცხადებებით მოთხოვნილი უძრავი ქონება წარმოადგენს 1993 წლის 23 ივნისს გარდაცვლილი გ-------------- სახელზე N------------------------------------------------------------- საკადასტრო კოდებით, სისტემურად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მოთხოვნილი უძრავი ქონება წარმოადგენს მ----------–---–-ს მამის – გ-------------- დანაშთ ქონებას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო შვილმა.

 

2----–-–-------------------- N------------, N---------------------------- განცხადებებთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 0- ნოემბრის N------------ –---------------------------------------------- შუალედური გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და და გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, საჭირო იყო, დაზუსტებულიყო გ-------------- სახელზე სისტემურად რეგისტრირებული N-------------------------------------------------------------- საკადასტრო კოდები წარმოადგენდა თუ არა, კომლის საკუთრებას და შეესაბამებოდა თუ არა, მითითებული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებას.

 

2----–-–----------------- N------------ განცხადებით აღინიშნა, რომ N------------ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული ქონება შეესაბამებოდა 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 2----–-–------------- გაცემულ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულ უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებს ს/კ 8-----------, ფართობი – 2------მ. აღნიშნული ქონება წარმოადგენს სახლს, ეზოს, სასიმინდეს (ე.წ ყანას) მასზე განთავსებულია ასევე ცხოველთა სადგომი.

 

2----–-–----------------- N------------ განცხადებით აღინიშნა, რომ 2----–-–-------------------- N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მითითებული უძრავი ქონება შეესაბამებოდა უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებს ს--------------- , ფართობი 1------- ხოლო 2----–-–------------------ N------------ განცხადებით აღნიშნა, რომ N 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მითითებული უძრავი ქონება შეესაბამებოდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 2----–-–------------- გაცემულ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულ უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებს ს/კ 8----------------------------- საერთო ფართობით – 5------. სარეგისტრაციო წარმოებისას, რ-------–------–-–-------------------------------------- N------------ –-- და N------------ –0- შუალედურ გადაწყვეტილებებშია მითითებული, დადგინდა ხარვეზი – სისტემურად რეგისტრირებულ კოდებზე N---------------------------, N8----------- და N------------ გახსნილ სააღრიცხვო ბარათებზე არ ფიქსირდებოდა ხელმოწერა და ბეჭედი, ასევე მიეთითა, რომ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კერძოდ: 2----–-–------------------------------ წერილში მითითებულია, რომ გ-------------- კომლს პირად საკუთრებაში 2--------- წლების ჩანაწერით ერიცხება – 1-----–--–- აშენებული სახლი საერთო ფართით, 6-----------------. მიწის ნაკვეთი. აღნიშნულით, ს-------------------------------–----------------------------–---------------- უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და მოთხოვნილ იქნა უფლების დამდგენი დოკუმენტების, ან ახალი აზომვითი ნახაზის მიწის ნაკვეთის –----- კვმ ფარგლებში წარდგენა.

 

ს--------------------------------–------------- 2----–-–--------------- N------------ –0- გადაწყვეტილებით აღინიშნა, რომ საარქივო ცნობაში 1---------- წლის მონაცემებით, სახლის მიმდებარე ტერიტორია ირიცხებოდა 2------- მოცულობით და თუ მოთხოვნილ სისტემურად რეგისტრირებულ 2------მ მოცულობა დაკორექტირდებოდა და ახალ აზომვით ნახაზს წარადგენდა მოსარჩელე, ქონება დარეგისტრირდებოდა. თუმცა, ვინაიდან მოთხოვნას წარმოადგენდა უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა და არა ახალი რეგისტრაცია, მოსარჩელე არ დაეთანხმა რეესტრის ასეთ მოთხოვნას და შესაბამისად, 2----–-–----- თებერვალს მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N------------–-- გადაწყვეტილება, ხოლო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, 2----–-–----------------–- მიღებული იქნა N------------–0- და 2----–-–--------------------------------- გადაწყვეტილებები, სადაც მითითებული იქნა, რომ არ იყო წარდგენილი საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

2----–-–----------------–- N------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, ქ-------------------–----------------------------------–-------------–--------------------------------------------------–----------- მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N------------–0- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების, ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი და ი----------------------–---------- მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2-----–-–---------------–--------- მიმართვით, გადაეგზავნა ა-------–-------------–----–-------------------- არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად.

 

2----–-–----- თებერვლის N------------–0--------–-–---------------–-----------------–0-, 2----–-–--------------------------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ს-------------------------------–------------- შესაბამისი სამსახურისათვის, რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით, მ----------–---–-- 2----–-–-------------ს ს--------------------------------–------------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, თუმცა, ს--------------------------------–------------- 2----–-–-------------–----------- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოცემულ კონრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს მ----------–---–-- საჯ----------------------------–------------–ი წარადგინა № N------------, N---------------------------- სარეგისტრაციო განცხადებები და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მოითხოვა ა-------–-------------–----–----------------–--------–-----–ი მდებარე N------------------------------------------------------------- უძრავ ქონებებზე ცვლილებების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო განცხადებას დაინტერესებულმა პირმა დაურთო პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის ასლი, მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობა, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ეს გარემოება და მის მიერ წარდგენილი მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობა ფაქტობრივი და ფორმალური კრიტერიუმებით, დამოუკიდებლად წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ზემოხსენებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დეფინიციის შესაბამისად. ს-------------------------------–------------- ი---------------------–---------- მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დაინტერესებული პირის მიერ, ს-------------------------------–-----------–ი წარმოდგენილი არ იყო საკუთრების, ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ჩანაწერებით ირკვევა, რომ სააგენტოში დაცული არ არის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სააღრიცხვო ბარათი და არ დასტურდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის ფაქტი, აქედან გამომდინარე კი დგინდება, რომ მ----------–---–- სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, არ წარმოშობია საკუთრების უფლება ა-------–----------------–----------–--------–-----–- მდებარე უძრავ ნივთებზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს-------------------------------–----------ო ვალდებული იყო გამოეკვლია და შეეფასებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დამოუკიდებელ დოკუმენტს, რადგან სრულად თავსებადია ზემოხსენებულ დეფინიციასთან.

 

6.8 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად, ს-------------------------------–------------- გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით (ინდივიდიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით), ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ზემოხსენებული ფუნდამენტური პრინციპიც.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის, ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ, თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის, პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის, ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ, თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის, პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების, ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის, პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.

 

6.9„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონის მოქმედების პერიოდში (1-------- წლები) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამაისად, მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდება საჯარო რეესტრში, ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერის წარმოების ერთიანი სისტემით.

 

იმავე კანონის პირველი მუხლის მიხედვით, მიწის რეგისტრაცია არის მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია; სააღრიცხვო ბარათი არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას, ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე, რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობა არის მოწმობა, რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა, რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად.

 

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით, სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. ნებისმიერ ახალ სააღრიცხვო ბარათს ადგენს ზონის რეგისტრატორი. რეგისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს სააღრიცხვო ბარათში არსებული ნებისმიერი ჩანაწერი და გახსნას ახალი სააღრიცხვო ბარათი, თუ ძველმა ჩანაწერმა დაკარგა ძალა, ან მასში ასახული მონაცემები ბათილი აღმოჩნდა. იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს. სარეგისტრაციო მოწმობა ასახავს ამ ქონების საკუთრების უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის.

 

ამდენად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მოქმედების დროისათვის გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ადასტურებდა მის საკუთრების უფლებას, ა-------–--------------------------–--------–-----–- მდებარე მიწის ნაკვეთზე, რადგან სარეგისტრაციო მოწმობის არსებობა გულისხმობდა შესაბამისი ჩანაწერის არსებობას სარეგისტრაციო სამსახურშიც. ის გარემოება, რომ რეგისტრატურაში დაცულ სააღრიცხვო ბარათზე და საკადასტრო რუკაზე არ არის რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი არ შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი. არ შეიძლება მოქალაქეს დაეკისროს ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული დოკუმენტაციის დაცვის, მისი სრულყოფილად შედგენის ტვირთი და ამ დოკუმენტების დაკარგვა, დაზიანება, რეკვიზიტების არასრულყოფილად მითითება და ა. შ. არ შეიძლება გახდეს მისი უფლებების ხელყოფის წინაპირობა.

 

სარეგისტრაციო მოწმობის სავარაუდო სიყალბეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. ეს დოკუმენტი გაცემულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე. მართალია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, N327 ბრძანებულების საფუძველზე, უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე, ან/და საკადასტრო რუკაზე დატანილია ბეჭედი, ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა, თუმცა მინისტრის ბრძანება ვერ გახდება სამართლებრივი საფუძველი კანონით („მიწის რეგისტრაციის შესახებ“) აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმებისა, გამომდინარე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან, რომელიც აღიარებს საკანონმდებლო აქტის უპირატეს ძალას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიმართ.

 

აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოში დაცული არ არის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სააღრიცხვო ბარათი, არ შეიძლება გახდეს მის მიმართ, კანონით მინიჭებული უფლების ხელყოფის საფუძველი, რადგან ამ შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე, სამართლებრივი რისკი და უარყოფითი სამართლებრივი შედეგი თავად სახელმწიფოს ქმედებიდან გამომდინარეობს. ასევე დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე ზედდება არ ფიქსირდება. ასევე, დგინდება, რომ სადავო უძრავ ქონებებზე სხვა მესამე პირის მოთხოვნა არ არსებობს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, სრულად, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად, დაედოს ისეთი გარემოება, ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, არ არის გამოკვლეული სრულად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება, ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების როგორც მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს, ისე ამ უფლების ადრინდელ მფლობელზე რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნას წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი. სასამართლო განმარტავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და თვლის, რომ სა------------------------------–--------------, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც აქტის გამოცემის პროცესში, მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ვალდებულება, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები.

 

6.10 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–---------------------- გადაწყვეტილება, 2----–-–---------------------------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილება, ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–---------------------- გადაწყვეტილება, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სა------------------------------–-------------------–-–------------–----------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ის ზღუდავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით, სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.11 საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. ამასთან, მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის. შესაბამისად, სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის,მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევა, რის გამოც, არსებობს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების (ს-------------------------------–------------- იმერეთის რეგიონული ოფისი) შეცვლით, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც მ----------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–----------------------, 2----–-–------------------------------------, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–---------------------- გადაწყვეტილება, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სა------------------------------–-------------------–-–------------–----------- გადაწყვეტილება და საქართველოს ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, აქტის გამოცემა უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, ჩართოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირი, მისცეს მათ აზრის გამოთქმის საშუალება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ, გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის ანაზღაურება. ასევე, უნდა დაეკისროთ ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯის – 300 ლარის, რწმუნებულებების/ მინდობილობების ნოტარიალურად დამოწმების ღირებულების – 27.6 ლარისა და სარჩელის დაბეჭვდის, თანდართული დოკუმენტაციის ასლების გადაღების ღირებულების –30 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----------–---–-ს წარმომადგენლის რ------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–----------------------, 2----–-–------------------------------------, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ს-------------------------------–-------------------------------------–----------------–-–---------------–---------------------- გადაწყვეტილება, ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სა------------------------------–-------------------–-–------------–----------- გადაწყვეტილება. მოპასუხე - ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

 

3.მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის, აგრეთვე, სასამართლოსგარეშე ხარჯები – 357,6 ლარის (ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯების – 300 ლარის, რწმუნებულებების/ მინდობილობების ნოტარიალურად დამოწმების ღირებულების – 27.6 ლარისა და სარჩელის დაბეჭვდის, თანდართული დოკუმენტაციის ასლების გადაღების ღირებულების –30 ლარი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა N32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ამბროლაური კოსტავას №13) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე