გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-138-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.11.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე: ა--------- მ--------ი,წარმომადგენელი: თ----- მ---------–ი,მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი,მოპასუხის წარმომადგენელი: თ--------–---–ი,მესამე პირი: გ--–- ყ------ა,წარმომადგენელი: ვ------- გ--–-შვილი,ნ---- ი----ე,მესამე პირი: რო------- ბ-–---–---–ი,მესამე პირები: რ------– მ--------ი, ა----- მ--------ა, ა----- ზ--–----ნ კიზი, წარმომადგენელი: თ----- მ---------–ი,დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №8---- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 02 თებერვლის №8820---------06 ნ---- ყ------ას სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 03 ოქტომბრის №88201--------03 გ--–- ყ------ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის №88201--------03 რო------- ბ-–---–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის უძრავ ნივთზე ს/კ 81.05.07.0-- ა--------- მ--------ისდა მისი კომლის წევრების რ------– მ--------ის, ა----- მ--------ას, ა----- ზ--–----ნ კიზის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალებას.
მოსარჩელის მითითებით, რამდენიმე ათეული წელია გარდაბნის რაიონის სოფელ ფ-------–-ში აქვს საცხოვრებელი სახლი, რაზედაც საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემულია მისი (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ს.კ 81.05.07.0--, დაზუსტებული ფართით 0,04 ჰა. მოსარჩელემ მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2013 წლის 23 მაისს ა--------- მ--------ის შვილმა, რ------– მ--------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა მამის კუთვნილ უძრავ ნივთზე რეგისტრაციის განხორციელება. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ზედდების გამო, რადგან წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდება ხდებოდა გ--–- ყ------ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც საკუთრების უფლება აღერიცხა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. მის აწ გარდაცვლილ დედას კი ნ---- ყ------ას რეგისტრაცია განხორციელებული ჰქონდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, კვლავ ამავე საკადატრო კოდით იძულებით აუქციონზე შეძენილი ჰქონდა გ---–------- ა-–-------ს ქონება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა 2 საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც, ნ---- ყ------ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა მისი კუთვნილი უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მოსარჩელემ მოითხოვა სადაო საკითის შესწავლა და განხორციელებულ რეგისტრაციებში ცვლილებების შეტანა, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხილვაზე ეთქვა უარი.
2017 წლის 15 მაისის დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ხსენებული ქონება რეგისტრირებული იყო სოფელ ფ-------–-ს საკომლო დავთრებში, მ.შ. 1996-2000 წლების წიგნებში, რომლის თანახმადაც, კომლის უფროსად ჩაწერილია ა--------- აბას ოღლი მ--------ი, ხოლო კომლის წევრებად რ------– ა--------- ოღლი მ--------ი - შვილი, ა----- ა--------- კიზი მ--------ა - შვილი და ა----- ზ--–----ნ კიზი - მეუღლე. 2013 წლის 23 მაისს ა--------- მ--------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლიოთაც მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისამართი ფ-------–-, 400 კვ.მ. განცხადებას დაერთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნაზახი; საარქივო ცნობა №AA2---------, ტექ. ბიუროს გადაწყვეტილება №TT20--------, ა---------, ა-----, აკსანა და რ------– მ--------ების პირადობის მოწმობის ასლები, თუმცა სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის აღმოჩნდა ინსქტრუქციით განსაზღვრული ზედდება, 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რაც მოსარჩელის მიერ ვერ მოხერხდა, რის გამოც 2013 წლის 25 ივნისს მიღებული იქნა №8820---------04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. არცერთ ხსენებულ გადაწყვეტილებაში არ განმარტებულა ვის ჰქონდა დარეგისტრირებული ა--------- მ--------ის კომლის კუთვნილი ქონება, დოკუმენტაციის გამოთხოვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ზედდება ხდებოდა უძრავ ნივთზე ს.კ. 81.05.07.0--, რომელიც წარმოადგენდა გ--–- ყ------ას საკუთრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 04 ივნისის №812--------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი ფ-------–- ს.კ. 81.05.07.0--, ფართობი 478 კვ.მ დარეგისტრირდა გ---–------- ა-–-------ს საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2006 წლის 21 ოქტომბერს გაცემული №1--- ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეესტრის 2008 წლის 04 აგვისტოს №88200------- ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და გაიცა ამონაწერი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში 2011 წლის 26 დეკემბერს ნ---- ყ------ას მიერ წარდგენილი იქნა №8820-------- განცხადება გარდაბნის რაიონში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით იძულებითი აღსრულების საფუძველზე. ვინაიდან №8820-------- განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია იძლეოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში 2012 წლის 26 სექტემბერს გ--–- ყ------ას მიერ წარდგენილი იქნა №88201------- განცხადება და მოთხოვნილ იქნა აღნიშნული უძრავი ნივთის მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2012 წლის 03 ოქტომბრის №88201--------03 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და მემკვიდრეობის საფუძველზე, უძრავი ნივთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ფ-------–- ს. კ. 81.05.07.0--, ფართობით 478 კვ.მ დარეგისტრირდა გ--–- ყ------ას საკუთრების უფლება.
მოპასუხე მიუთითებს, რომ 2014 წლის 23 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №8---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ დარღვეული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, ვინაიდან 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2008 წლის 04 აგვისტოს №88200------- გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა 2014 წლის 20 მარტსა და 17 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით, რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მიღებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ასევე არ არსებობს 2012 წლის 02 თებერვლის №8820---------06 და 2012 წლის 03 ოქტომბრის №88201--------03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
მესამე პირმა გ--–- ყ------ამ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან, მან მემკვიდერობით მიიღო სადაო უძრავი ქონება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია 2012 წლის 03 ოქტომბერს, ხოლო აწ გარდაცვლილმა ნ---- ყ------ამ სადაო ქონება იძულებთ აღსრულების საფუძველზე დაირეგისტრირა 2011 წელს.
მესამე პირ რო------- ბ-–---–---–ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლო სხდომის თარიღი მისთვის ცნობილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 04 ივლისის №812--------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ფ-------–- ს. კ. 81.05.07.0--, ფართობით 478 კვ.მ დარეგისტრირდა გ---–------- ალი-კიზის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 2006 წლის 21 ოქტომბრის №1--- ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 23 აპრილის №8---- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 22-24);
-2007 წლის 04 ივნისს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 77-78);
3.1.2. 2008 წლის 06 ნოემბერს ალი-კიზი გ---–-------ის წარმომადგენელმა კ----– მ--------ამ ნ---- ყ------ასაგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ---–------- ალი-კიზის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ფ-------–-, ს. კ. 81.05.07.0--, ფართობით 0, 005 ჰა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A110------------- განკარგულებით, მოვალე ა-–------- გ---–-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ფ-------–- ს.კ. 81.05.07.0--), შემძენი 2011 წლის 12 დეკემბერს გამართულ აუქციონზე გახდა ნ---- ყ------ა.
2011 წლის 26 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ნ---- ყ------ამ უძრავი ნივთის მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ფ-------–- ს. კ. 81.05.07.0-- საკუთრების უფლებით აღრიცხვის მოთხოვნით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 02 თებერვლის №8820---------06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 03 ოქტომბრის №88201--------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით განხორციელდა მემკვიდრეობის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია გ--–- ყ------ას სახელზე უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ფ-------–- ს. კ. 81.05.07.0--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 06 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი I, ს. ფ. 316-319);
-2008 წლის 20 ნოემბერს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 97-98);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A110------------- განკარგულება (ტომი I, ს. ფ. 163);
- 2011 წლის 26 დეკემბრის განცხადება (ტომი I, ს. ფ. 213);
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 02 თებერვლის №8820---------06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 282);
- 2012 წლის 02 თებერვალს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 230-231);
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 03 ოქტომბრის №88201--------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 286);
- 2012 წლის 03 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 287-288);
3.1.3. უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, სოფელი ფ-------–-, ს. კ. 81.05.07.0--, 2015 წლის 10 თებერვლიდან, 2015 წლის 09 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია რო------- ბ-–---–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის №88201--------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი II, ს. ფ. 166);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი II, ს. ფ. 165);
3.1.4. უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ფ-------–- ს. კ. 81.05.07.0--, დაუზუსტებელი 0.06, დაზუსტებული 0.04 ჰა წარმოადგენს ა--------- აბას ოღლი მ--------ის საკუთრებას, ხოლო გარდაბნის არქივში დაცული სოფელი ფ-------–-ს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა--------- აბბას ოღლი მ--------. კომლის წევრები არიან: ა----- ზ----–--- კიზი/აბ------- გადახაზულია ფანქრით/ მ--------ა/წერია ფანქრით/- ცოლი, რ------– ა--------- ოღლი მ-------- - შვილი; აკსანა/გადასწორებულია/ა--------- კიზი მ--------ა - შვილი. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო /სასარგებლო/ ფართი 50 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 0,04 ჰა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ტომი I, ს. ფ. 171);
- 2013 წლის 23 მაისის №A2----------03 საარქივო ცნობა (ტომი I, ს. ფ. 250);
3.1.5. 2013 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ გარდაბანი, სოფელი ფონაჭალაში მდებარე, 400 კვ.მ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 1-21);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 402-422);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს. ფ. 131-156);
-მოპასუხის წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 201-210);
- განცხადება (ტომი I, ს. ფ. 246);
- განცხადების მიღების ბარათი (ტომი I, ს. ფ. 244-245);
3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 1-21);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 402-422);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს. ფ. 131-156);
-მოპასუხის წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 201-210);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 254);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 255);
3.1.7. 2014 წლის 20 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 04 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაცია (განაცხადის №88200-------) ა-–------- გულუსტინის სახელზე, მისი სააღრიცხვო ბარათის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 02 თებერვლის №8820---------06 ნ---- ყ------ას სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 03 ოქტომბრის №88201--------03 გ--–- ყ------ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე ს/კ 81.05.07.0-- ა--------- მ--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 23 აპრილის №8---- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის და 2008 წლის 04 აგვისტოს ხელისაწვდომობის შესახებ №88200------- გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, ხოლო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 1-21);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 402-422);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს. ფ. 131-156);
-მოპასუხის წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 201-210);
- 2014 წლის 20 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი I, ს. ფ. 256-259);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 23 აპრილის №8---- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 256-259);
3.1.8. ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–-ში მდებარე, 81.05.07.0-- საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლები გ--–- ყ------ას მიერ ნ---- ყ------ას მემკვიდრეობის მიღების შესახებ ხელშეკრულება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. მას ასევე არ გაუსაჩივრებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A110------------- განკარგულება. რაც შეეხება გ--–- ყ------ასა და რო------- ბ-–---–---–ს შორის არსებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის №2/-----15 განჩინებით შეჩერებულია ადმინისტრაციული წესით რაფაელ მ--------ის სარჩელის გამო მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე განსახილველი დავის გადაწყვეტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის №2/-----15 განჩინება (ტომი III, ს. ფ. 223-225)
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას არ განიხილა იმ საფუძვლით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე აღნიშნული საჩივრდება სასამართლო წესით. ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი უნდა განეხილა, წარმოება ჩაეტარებინა სრულყოფილად, გამოეკვლია მასალები, შეეგროვებინა ცნობები, შეემოწმებინა დოკუმენტები, გაეწია სამართლებრივი დახმარება, უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, შეფასება უნდა მიეცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექტპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებისათვის, ემსჯელა გ---–------- ა-–-------ს რეგისტრაციის კანონიერებაზე და მიეწვია ყველა დაინტერესებული პირი რომელთა რეგისტრაციის კანონიერებას მოსარჩელე სადავოდ ხდიდა.
4.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე მიიჩნია სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რომ არ დაუდგენია ნივთის ნამდვილი ადგილმდებარეობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ არასწორად იქნა განხორციელებული რეგისტრაციები, ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2008 წლის 04 აგვისტოს ხელისაწვდომობის შესახებ №88200------- გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, ხოლო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლო წესით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები, არ შეუმოწმებია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია, არ გავიდა ადგილზე დათვალიერების ჩასატარებლად, არ დაადგინა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი;
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №8---- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 02 თებერვლის №8820---------06 ნ---- ყ------ას სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 03 ოქტომბრის №88201--------03 გ--–- ყ------ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის №88201--------03 რო------- ბ-–---–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის უძრავ ნივთზე ს/კ 81.05.07.0-- ა--------- მ--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება. ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა ისინი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებსშორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ე); ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა რეგისტრაციის შესახებ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას არ განიხილა იმ საფუძვლით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე აღნიშნული საჩივრდება სასამართლო წესით, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში არ განიხილა იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ დარღვეული იქნა გასაჩივრების ერთვიანი ვადა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა განეხილა, წარმოება ჩაეტარებინა სრულყოფილად, გამოეკვლია მასალები, შეეგროვებინა ცნობები, შეემოწმებინა დოკუმენტები, შეემოწმებინა რეგისტრაციის კანონიერება, უნდა დაედგინა მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა.
აღნიშნულს სასამართლო ადგენს და მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზირებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
საკასაციო სასამართლომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმარტებასთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ვერ გამორიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. ამასთან, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 14 ივლისის №ბს 408-403 (2კ-14) გადაწყვეტილებით, დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა და დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა კონტროლის განხორციელების წესს მიანიჭა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. შესაბამისად საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. A
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 23 აპრილის №8---- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ მოიწვია დაინტერესებული პირები, არ იმსჯელა რეგისტრაციის კანონიერებაზე, არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის არ დაადგინდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, შეფასება არ მისცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნიული ბიუროს დასკვნებს, ერთობლიობაში არ შეამოწმა და შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 მარტის №001165714 დასკვნით დგინდება, რომ მ-------- ა--------- აბას ოღლის სახელზე გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობაში ნაჩვენები №0-- მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ზუსტად შეესაბამება დღეისათვის საჯარო რეესტრში №81.05.07.0-- საკადასტრო კოდით გ--–- ყ------ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების მდებარეობას. შესაბამისად აღნიშნული ორი დოკუმენტი გაცემულია ერთი და იგივე უძრავ ნივთზე. დღეისათვის რაფაელ მ--------ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები შეესაბამება მ-------- ა--------- აბას ოღლის სახელზე გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობაში (ნაკვეთი №0--) და გ--–- ყ------ას სახელზე რეგისტრირებული ს.კ №81.05.07.0-- საკადასტრო გეგმაზე დატანილ უძრავ ქონებას, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 28 აპრილის №002118814 დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე გატანილი უძრავი ქონების (ინტერნეტ ვებგვერდზე eauction.ge აუქციონის №2370, საქმის №11034433) ფოტომასალაზე ასახული უძრავი ქონება და ამავე ფურცელზე მითითებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №81.05.07.0-- წარმოადგენს ორ სხვადასხვა სახლთმფლობელობას, კერძოდ ფოტომასალაზე ასახული უძრავი ქონება წარმოადგენს გ---–------- ა-–-------ს სახლთმფლობელობას, რომელსაც დღემდე ფლობს ეს უკანასკენლი, ხოლო №81.5.07.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება წარმოადგენს გ--–- ყ------ას საკუთრებას და დღეისათვის აღნიშნულ ქონებას ფლობს რაფაელ მ--------ის ოჯახი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა იმსჯელოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 04 ივლისის №812--------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, რომლის თანახმადაც უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი ფ-------–- ს. კ. 81.05.07.0--, ფართობით 478 კვ.მ დარეგისტრირდა გ---–------- ალი-კიზის საკუთრების უფლება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ასეთად მიიჩნევს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 28 აპრილის №002118814 დასკვნას და განმარტავს, რომ საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი, რომლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით''. საკუთრების უფლების კონკრეტული გარანტია მოცემულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის თანახმადაც, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ 19-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში. საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.
იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დადგენილია, რომ ა--------- მ--------ის ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა ა-–------- გ---–-------ის სახელზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უგულებელყოფილია მოსარჩელის საკუთრების უფლება. მარეგისტრირებელმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას შეფასება უნდა მისცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განუხორციელებლობა ხომ არ უთანაბრდება მისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას, ხოლო დანარჩენ მესამე პირთა საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმისას რატომ უნდა მიენიჭოს აღნიშნულ რეგისტრაციას უპირატესობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე _ კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელესთვის ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე მითითებით, არ განუმარტია მოსარჩელესთვის მის უფლებაზე, გაასაჩივროს ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–-ში მდებარე, 81.05.07.0-- საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები 2007 წლის 04 ივლისის №812--------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება გ---–------- ალი-კიზის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის 2006 წლის 21 ოქტომბრის №1--- ცნობის, ნასყიდობის და მემკვიდრეობის მიღების შესახებ ხელშეკრულებები, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A110------------- განკარგულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, 'ბ~ და 'გ~ ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს ცნობები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 20 აპრილის №97245 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საერთოდ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, საჩივრის ავტორს არ მისცემია საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიწვეული არ ყოფილან ის დაინტერესებული პირები რომელთა რეგისტრაციის კანონიერების საკითხს მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 მაისის №8820---------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2013 წლის 25 ივნისის №8820---------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე მიიჩნია სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რომ არ დაუდგენია ნივთის ნამდვილი ადგილმდებარეობა. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ ა--------- მ--------ის განცხადების განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით, ექსპერტიზის დასკვნის, აუქციონის მასალების (ფოტოსურათები) და 2006 წლის 21 ოქტომბრის №1--- ცნობის (არ არის განსაზღვრული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა) გათვალისწინებით უნდა დაადგინოს უძრავი ქონების ნამდვილი ადგილმდებარეობა.
ამდენად, დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რის გამოც, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ა--------- მ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 23 აპრილის №8---- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი