განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.04.2018
საქმის ნომერი
020310017002114190
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310017002114190 (3/ბ-126-2018 წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება;

 

გასაჩივრებული განჩინებები - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის და 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებები;

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 21 ივლისს მ--------------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 1--------–ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლის თანახმად 2017 წლის 1--------–ს მ--------------ეს მიენიჭა 71030 ქულა, ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 1--------ის N6--- დეკლარაცია, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 3-------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N0------- გადაწყვეტილება, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ისეთი ქულის მინიჭება, რომლითაც მ--------------ეს მიეცემა საშუალება მიიღოს სოციალური შემწეობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ--------------ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

 

2017 წლის 19 ოქტომბერს, მ--------------ემ ისევ მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 1-----------ს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლის თანახმად 2017 წლის 9----------ს მ--------------ეს მიენიჭა 82440 ქულა, ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 1-----–--ის N1--- დეკლარაცია, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 8-----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N0------- გადაწყვეტილება, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს ისეთი ქულის მინიჭება, რომლითაც მ--------------ეს მიეცემა საშუალება მიიღოს სოციალური შემწეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ--------------ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განჩინებით სასამართლოს წარმოებაში არსებული N3/203-17 და N3/213-17 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წაროებად და საქმეს მიენიჭა ნომერი 3/203-17.

 

2018 წლის 30 იანვარს მ--------------ემ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ქულების მინიჭების თაობაზე აქტების მოქმედების შეჩერება.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო 2018 წლის 02 თებერვლის განჩინებით მ--------------ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული 29-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე.

 

2018 წლის 07 თებერვალს მ--------------ემ ისევ მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით, რომელშიც აღნიშნა, რომ აქტის მოქმედების შეჩერების აუცილებლობა არსებობს იმ მოტივით, რომ ზიანი ადგება მისი ოჯახის წევრის, ი--------------ს ინტერესებს, - სარეიტინგო ქულების მოქმედების შეჩერების თაობაზე დადგენილება უნდა წარადგინოს დევნილთა სამინისტროში, რათა ბინის მიღებასთან დაკავშირებით სოციალური სარეიტინგო ქულით არ მოხდეს მინიჭებული სამი ქულის შემცირება ერთ ქულამდე.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებით მ--------------ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

ზემოაღნიშნული განჩინებების (02.02.18.წ. და 08.02.2018) გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი შეიტანა მ--------------ემ (ს.ფ. 106), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და გასაჩივრებული აქტების, 71 030, 70 060 და 82 440 ქულების მინიჭების შესახებ, მოქმედების შეჩერება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დევნილთა სამინისტროში იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ არის გაზრდილი მისი (მ.მ-----ის) ოჯახის სარეიტინგო ქულა, შეუცირდა ბინის მიღებისათვის განსაზღვრული სარეიტინგო ქულა სოციალური კრიტერიუმებით, დაბალი ქულის შემთხვევაში კი ერთმევა ბინის მიღების შესაძლებლობა. ამდენად, მისი ოჯახისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ძალაში იყოს 37 740 ქულა, რომელიც დიდ უპირატესობას მიანიჭებს არა მარტო დევნილთა საცხოვრებლის დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა წარმოების პროცესში, ვინაიდან სასამართლოს წარმოებაშია მისი სარჩელები და ვინაიდან არ აქვს სოც.დაუცველის პირის სტატუსი, ხან ათავისუფლებენ და ხან არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად მისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერებას და 37 740 სარეიტინგო ქულის ძალაში დატოვებას.

 

გასაჩივრებული განჩინებების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინებების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ--------------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--------------ემ იშუამდგომლა გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ასკ 29-ე მუხლი) წარმოადგენს ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულ ღონისძიებას, რაც გამოიყენება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის (ასკ 22-ე მუხლი) უზრუნველსაყოფად. ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფის არსი და მისი გამოყენების პირობები გასაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით (სსკ 191-192, 199 მუხლები), რაც ასევე გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დანაწესი ავსებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლებით დადგენილ პროცედურულ წესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მას აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ აქტი ავტომატურად არ ჩერდება და აქტის შეჩერება ხდება მხარის მოთხოვნით და მხოლოდ სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.

 

საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ მ--------------ემ 2017 წლის 21 ივლისის სარჩელით მოითხოვა - ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 1--------–ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლის თანახმად 2017 წლის 1--------–ს მ--------------ეს მიენიჭა 71030 ქულა, ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 1--------ის N6--- დეკლარაცია, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 3-------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N0------- გადაწყვეტილება, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ისეთი ქულის მინიჭება, რომლითაც მ--------------ეს მიეცემა საშუალება მიიღოს სოციალური შემწეობა.

 

2017 წლის 19 ოქტომბერის სარჩელით კი მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 1-----------ს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, 2017 წლის 9----------ს მ--------------ეს მიენიჭა 82 440 ქულა, ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 1-----–--ის N1--- დეკლარაცია, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 8-----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N0------- გადაწყვეტილება, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს ისეთი ქულის მინიჭება, რომლითაც მას მიეცემა საშუალება მიიღოს სოციალური შემწეობა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 09 თებერვალს მის (მ--------------ის) ოჯახს მიენიჭა - 37 740 ქულა. 2017 წლის 1--------–ს კი - 71 030 ქულა, მაშინ როდესაც მის მიერ 2014 წელს შევსებული დეკლარაცია იდენტურია 2017 წლის დეკლარაციისა. სამეგრელო ზემო-სვანეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტის მიერ 2017 წლის 1--------ს მოხდა მისი (მ.მ-----ის) ოჯახის სოციალური მდგომარეობის გადამოწმება და შეივსო დეკლარაცია. 2017 წლის 1--------–ს მომზადდა ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და მისთვის ცნობილი გახდა, რომ მანამდე არსებული ქულები მკვეთარდ გაიზარდა. 2017 წლის 1-----–--ს ისევ მოხდა მისი (მ.მ-----ის) ოჯახის გადამოწმება და შეივსო დეკლარაცია. გადამოწმების შედეგად სარეიტინგო ქულა გაიზარდა 82 440-მდე, რაც მის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2018 წლის 30 იანვარს მ--------------ემ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ქულების მინიჭების თაობაზე აქტების მოქმედების შეჩერება.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო 2018 წლის 02 თებერვლის განჩინებით მ--------------ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული 29-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე.

 

2018 წლის 07 თებერვალს მ--------------ემ ისევ მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით, რომელშიც აღნიშნა, რომ აქტის მოქმედების შეჩერების აუცილებლობა არსებობს იმ მოტივით, რომ ზიანი ადგებოდა მისი ოჯახის წევრს ი--------------ს ინტერესებს, სარეიტინგო ქულების მოქმედების შეჩერების თაობაზე დადგენილება უნდა წარადგინოს დევნილთა სამინისტროში, რათა ბინის მიღებასთან დაკავშირებით სოციალური სარეიტინგო ქულით არ მოხდეს მინიჭებული სამი ქულის შემცირება ერთ ქულამდე.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებით მ--------------ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. მხარის მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტის შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე რომელთა გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება ზიანს მიაყენებს მას ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, აგრეთვე ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე ეჭვის დასაბუთებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შესაჩერებელი ადმინისტრაციული აქტების ჯგუფს. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ იქნეს ისეთი ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერება, რომელიც მოქცეულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციაში და სარჩელის წარმოებაში მიღებასთან ერთად ავტომატურად არ ჩერდება, მხარის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს დასაბუთებული შუამდგომლობა სადავო აქტის უკანონობისა ან/და პირის კანონიერი უფლების დარღვევის შესახებ, ან უნდა წარმოიშვას დასაბუთებული ეჭვი, რომ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდომში დაცვას.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა ატარებს წინასწარ და დროებით ხასიათს და ხორციელდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად.

ამდენად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აქტის შეჩერების უფლების გამოყენებისას სასამართლო ითვალისწინებს როგორც მოსარჩელე მხარის ინტერესს, ისე თანმდევ შედეგს, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას, ვინაიდან, აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლო ეთანხმება რაიონული სასამართლოს მიერ აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის უარყოფას. შესაბამისად, სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ--------------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის და იმავე სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებები;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე